Skip to content
July 30, 2017 / mkitxveli

არჩილ ქიქოძე – სამხრეთული სპილო

სამხრეთული სპილოყველაფერი ნამდვილია. გჯერა. ქიაჩელის ქუჩიდან გამოსული, ჭავჭავაძე-პლეხანოვ გავლილი ისევ ქიაჩელზე დაბრუნებული კაცის ფიქრები და მოგონებები ყველა პერსონაჟიანად შენს წინ არის და ხედავ. სინამდვილეში მთავარი გმირის სახელიც კი არ იცი, არც ერთი სიტყვით არ გაძლევს პირდაპირ აღწერას, სამაგიეროდ მთელი ფსიქოტიპი ჩანს, იმასაც კი ხვდები რისი გამკეთებელია ასეთი კაცი ცხოვრებაში. ვის ამბებსაც ასე კითხულობ, რეჟისორია, კასკადიორი რომ მოუკვდა და მას მერე ფილმი აღარ გადაუღია. სამაგიეროდ ცხოვრებას უყურებს კინოსავით და წიგნში მოტანილი ამბებიც ფილმის ეპიზოდებს ჰგავს, რომელიც ისე ბუნებრივად გადადის ერთმანეთში, ძალიან კარგი წერის სტილით, აღარ გინდა კითხვის შეწყვეტა.

არჩილ ქიქოძის გმირები წარსულში ჩარჩენილი, სევდიანი ტიპები არიან. აი თუნდაც თაზო, რომელმაც დიდი ხნის წინ ხელი არ შეუშალა პატარა ბიჭის სიკვდილს და ემოციურად დაინგრა, ან ის მედიკო და ლეო, მთელი ცხოვრება რაღაც რომ იყო მათ შორის და მაინც არ იყო. ჯგუფელი როზეტა, რომელსაც ახლა ზღვის დონეზე დაბლა დაბადებული ჰოლანდიელი ბიჭი ჰყავს, მაგრამ “რომელ ევროპულ ღამის კლუბშიც უნდა გადაიღოს სელფი სულ ჭრელაჭრულებში გამოწყობილმა, მაინც კვირიკეს ხატის მიერ ადგილზე დაბმული შაოსანი ქალი იქნება”. ფუტურისტი ვახოს ამბავიც ასეთია.

ნელის და მისი ურთიერთობაც სევდიანია. არადა, მასთან როცა იყო, ყველაფერი უნდოდა ამქვეყნად, წელების მერეც მის ფეისბუქს მიჩერებული დარჩა. მაინც გაუშვა.

“ადამიანი რომ იბადება, თანდაყოლილი მხოლოდ ვინმეს ან რამეს ჩაჭიდება, ჩაბღუჯვა აქვს, ხელის გაშვებას კი მერე სწავლობს”… “ზოგჯერ ხელის გაშვება ჩვევად იქცევა და მაშინ მთავარსაც კი ისე ვუშვებთ ხელს, ვერც კი ვხვდებით რომ მთავარი ყოფილა.”

“სამხრეთული სპილო” ისეთია, მკითხველს რომ აბედნიერებს კითხვის პროცესით. გააზრებული და ნაფიქრია ეპიზოდები,  ყველა ამბავს თავისი კვანძი აქვს, ემოციაც შესაბამისად. რაც არ უნდა წარსულიდან მოდიოდეს თითოეული მათგანი, მაინც კავშირშია ერთმანეთთან.

ტექსტის ყველაზე ძლიერი მხარე ლექსიკაა. ძალიან მდიდარი და დახვეწილი. მოდის სიტყვები ბუნებრივად, უბრალოდ. სლენგიც კი ძალიან ორგანულია იმ პასაჟისთვის. შედარებები, ირონია, მეტაფორა, ყველაფერი ერთ მთლიან, აზრიან და კარგად საკითხავ  სადა წიგნს ქმნის.  დაჯდები და ფიქრობ ყველა ეპიზოდზე.

ჩვენ სიჩუმე გვაფრთხობს, როცა ერთ-ერთი ჩვენგანი უეცრად ჩუმდება და მეორის გარეშე იკეტება სადღაც… დიდი ხნით ამის გაძლება შეუძლებელია.

მიუხედავდ იმისა, რომ  ცოტა სევდიანი და უპერსპექტივო წიგნია, ბოლო მეტაფორა იმედს გაძლევს, იაპონური ხელოვნება თიხის ჭურჭლის შეწებების შესახებ გაფიქრერბინებს, რომ მართალია აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე, მაგრამ თაზო მაინც დაეკონტაქტა, ლეო მედიკოსთან მივიდა. ყველაფერი ცუდად შეიძლება სულაც არ იყოს.

ნეტავ ამაზე კინოს არ გადაიღებენ? მგონი არც მჭირდება. ისედაც დავინახე ყველაფერი.

 

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: