Skip to content
August 24, 2017 / mkitxveli

ალეკო შუღლაძე – გადამალვა

ალეკო შუღლაძე-გადამალვაიცი როგორი წიგნია? რომ დაიწყებ კითხვას, ძალიან სასაცილო ამბები გხვდება. უფრო სწორად ჩვეულებრივი ამბებია იუმორით დაწერილი, გეცინება და იქვე გერიდება, რომ იცინი, რადგან სასაცილო არაფერი ხდება. უფრო პირიქით.

მთავარი პერსონაჟი თავად ალეკო შუღლაძეა. წიგნის დისტრიბუტორი, რომელიც სამინისტროების თანამშრომლებს წიგნებს აყიდის. დედას კიბოს დიაგნოზი აქვს და გაუსაძლისი ტკივილი ეწყება, შვილიც არაორდინალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ტექსტი ნამდვილი ქართული ამბებითაა სავსე. ლიფტსაც იცნობ და კლასელსაც. დინამიკური თხრობისა და ცოცხალი პასაჟებით გიადვილდება ჩაწვდე “გადამალვას”.

სულ ოდნავადაც რომ შეიცვალო მსოფლმხედვა და მათ აღარ ჰგავდე, უკვე საბაბი ხდება დაპირისპირებისო. ანუ სულ მუდამ გიხდება მტკიცება, რომ შენი განსხვავებული ინტერესები მათ პრობლემას არ უქმნის.

პრინციპში ალეკო (პერსონაჟი და შეიძლება ავტორიც) ნაცნობებისგან გადამალულია. რამდენიმე აბზაცით კარგად არის ახსნილი ინდივიდის კონფლიქტი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან, რაც მთლიანად გასდევს წიგნს. ფაქტობრივად, არც ერთი ეპიზოდი არ არის, სადაც ეს განცდა არ გაქვს.

გაირკვა, რომ ალეკოს, როგორც ინდივიდს, არასდროს აღიარებდნენ. ადრე მას განიხილავდნენ, როგორც ტრადიციულ-ფუნდამენტური კომბინაციის შედეგად წარმოქმნილი მასის ნაწილს და როცა ალეკო დაბრუნდა სხვა კომბინაციით, მეგობრებმა აღარ სცნეს. მათთვის ის იყო სექტანტი, რაც თავისთავად ცუდს ნიშნავდა. თუმცა, როცა დაინახეს, რომ მისი ეს “სექტანტობა” არ იყო დროებითი და როცა მათივე ფუნდამენტმა რყევა იწყო, მოიშველიეს უნივერსალური ფრაზა, რომელსაც წუნს ვერ დაუდებ: “სადაც არ უნდა წახვიდე, საკუთარ თავს ვერ გაექცევი”. მათ არ იცოდნენ: ალეკო საკუთარ თავს კი არ გაურბოდა, არამედ ეძებდა მას. 

მერე ლიკას ამბავია, დასასრულის სხვადასხვა ვარიაციებით. აქაც არაფერია სასაცილო, მაგრამ გეცინება. ბევრად პატარა გოგო შეუყვარდა, ცოლმაც იცის. მირაჟად დარჩა და არ დარდობს.  ერთგან მეგობრის რჩევას იხსნებს – წერე თორემ ამოუთქმელი ფსიქიკას დაგინგრევსო.  სადღაც აქეთკენ მიდის. ეგზისტენციალური წიგნია.

საბოლოოდ ყველაფერი გადამალვით სრულდება. დანარჩენი პერსონაჟებიც არც კარგები არიან და არც ცუდები. თავისუფლებას გაძლევს ავტორი, შენ გადაწყვიტო. როგორი ღირებულებებიც გაქვს, იმის მიხედვით ჩამოიყალიბებ აზრს. ან სულაც გაურკვეველი გრძნობებით დარჩები, რა საჭიროა ასე დაყოფა. მთელი წიგნი ხომ მაგაზეა, თავისუფალ ადამიანზე, დოგმებისა და სტერეოტიპებისგან თავისუფალზე, მისი მოპოვების სურვილზე.

არ ვიცი ავტორის ბიოგრაფია, მისი ახლობლებისთვის ბევრად განსხვავებული საკითხავი იქნება, მაგრამ ახლა, როგორც მკიითხველს, მჯერა, რომ ყველაფერი მართლა მოხდა მის ცხოვრებაში. ამ ნამდვილობის განცდა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ტექსტებში.

როცა განსხვავებულ გზას ირჩევ, მზად უნდა იყოო, წერს. არ ვარ დარწმუნებული, რომ თავად მზად იყო ამ გზისთვის.

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. ლო ლი / Aug 25 2017 11:40 am

    ალეკო ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: