Skip to content
September 20, 2017 / mkitxveli

მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი

მე ზუსტად ვიცი, რომ ბოლომდე ვერასდროს გავიგებ ამ ტექსტის მნიშვნელობას, ვერც იმას, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა პატარა შავკანიან გოგოზე ამ წიგნს, რადგან არასდროს შეუშლია ჩემთვის ხელი ჩემს კანის ფერს. არც კი ვიცი რას ნიშნავს, როცა გარეგნობის გამო დაგცინიან, ანდა უარესი, ექიმი მტკივან კბილზე არ გკურნალობს, რადგან არ გაქვს მისი მსგავსი კანი. ამიტომაც ხანდახან წარმოუდგენელიც შეიძლება გეჩევენოს აქ მოთხრობილი ამბები.

მაიას ცხოვრება ზუსტად ასეთი იყო. ყვება შეულამაზებლად. მთელი სისასტიკით. დაწყებული იქიდან მცირეწლოვნები მშობლებმა ბებიასთან რომ გაგზავნეს ის და მისი ძმა, დამთავრებული 16 წლის ასაკში მოულოდნელი დაფეხმძიმებით.

მაიას ბეილი ჰყავდა დედამიწაზე, ძმა, რომელსაც უყვარდა და ერთი მზერით ესმოდა მისი.

მე ხომ ზორბა, მოუხეშავი და ულაზათო ვიყავი, ბეილი კი პირიქით, ტანმორჩილი, მოქნილი. თუკი ჩვენი თანატოლები ჩემზე ამბობდნენ, განავლის ფერი ადევსო, მის ხარვერდოვან შავ კანს ხოტბას ასხამდნენ. მას გიშრის კულულები ჩამოშლოდა შუბლზე, მე კი შავი მატყლი ზვინივით მედგა თავზე. და მიუხედავად ამისა, მე მას ვუყვარდი.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ აღიქვამს მაია თეთრკანიანებს. მერე აღმოჩნდება, რომ შავკანიანებსაც თეთრკანიანები ისევე ეგზოტიკურ არსებებად წარმოუდგენიათ, როგორც პირიქით.  გაოგნებული უყურებს თეთრკანიანებს და ვერ გაუგია როგორ დადიან პატარა ფეხებით. ისინი მაიასთვის არიან “უცნაური ფერმკრთალი არსებები, რომლებიც თავიანთი უცნოპლანეტური ცრუყოფით ცხოვრობდნენ”

ყველაზე დუხჭირი ცხოვრება კაცთა მოდგმის ყველაზე გაჭირვებული ყოფა მუდამ ღვთიურ ნებას მიეწერება, ხოლო ადამიანი რაც უფრო ძალმოსილი ხდება და მისი ცხოვრების პირობები და სტანდარტები მატერიალური თვალსაზრისით რაც უფრო უმჯობესდება, ღვთის პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისად იკლებს.

ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია მაიას ბებია, ისიც შავკანიანი ქალი, რომელსაც ავტორიტეტი აქვს არამხოლოდ ოჯახის წევრებში, არამედ მთელ უბანში. ბრძოლისუნარიანობის მაგალითია მაიასთვის. როცა მაიასაც მოუნდება ტრამვაიში ბილეთების შემმოწმებლად მუშაობა, არ იღებენ, რადგან ეს პროფესია შავკანიანებისთვის არ არის. მაია კი აი იმ უნიფორმის ჩაცმაზე ოცნებობდა. მაინც ჩაიცვა. უნდოდა და ჩაიცვა.

 

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: