Skip to content
February 11, 2018 / მკითხველი

დენის ლიჰეინი – წყეულთა კუნძული

წყეულთა კუნძულიერთ ძალიან დიდ წიგნს ვარ შეჭიდებული. დიდი პაუზა გამომივიდა. პარალელურად ორი წიგნი დავიწყე და ბოლომდე ვერ მივედი. ადრე იშვიათად ხდებოდა მსგავის რამ. ამ ბოლო დროს ძალიან მენანება ისეთ წიგნებზე დროის ხარჯვა, რომელიც არ მსიამოვნებს. ჩემს ლიტერატურულ გემოვნებას ახლა რაღა შეცვლის, ამიტომაც დაუნანებლად ვტოვებ შუა გზაზე. მათ შესახებ ვერც ვერაფერს დავწერ.

ჰოდა, სანამ იმ დიდზე დიდ და რთულ წიგნს ვარ შეჭიდებული, მგზავრობისას ლიჰეინის “წყეულთა კუნძული” წავიყოლე. აი, ზემოთ ავტობუსში საკითხავი წიგნების სია რომ მაქვს, იმას მივამატებდი. რამდენიმე საათის ამბავია.

ყველაფერი კი იმით იწყება, რომ ორნი – ტედი და ჩაკი ერთ კუნძულზე ჩადიან, სადაც ფსიქიატრიული კლინკა მდებარეობს. წესით ერთი პაციენტის გაუჩინარება უნდა გამოიძიონ. მერე ისე ირევა ყველაფერი, ვეღარ იგებ ვინ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე – მთხრობელი თუ სხვა გმირები.  მგონი ცხოვრებაშიც ასეა, არის შემთხვევები, როცა არ გინდა რეალობის მიღება და თავად იგონებ მას. რაც უფრო მეტად შორდები არსებულ მდგომარეობას, მით უფრო მტკივნეული ხდება დაბრუნება.

ამ წიგნიდან ყველაზე მეტად ერთი ეპიზოდი თუ ფრაზა დამამახსოვრდა, როცა შენზე იტყვიან, რომ ფსიქიკური ავადმყოფია, თუ დაიწყებ უარყოფას, უფრო დაარწმუნებ სხვებს საკუთარ სიმართლეშიო. ეს ამბავი მგონი მხოლოდ ამგვარ პაციენტებს არ ეხება.

წიგნის მთელი ღირსება მისი სიუჟეტია, რომელიც არ გაძლევს ყურადღების გადატანის საშუალებას. ფილმია ფაქტობრივად. უფრო სწორად ისე ვითარდება მოვლენები, ხედავ. ისეთი ლექსიკით აღწერს, არაფერია ზედმეტი, მხოლოდ ისაა, რაც კადრებად დასანახად გჭირდება.

ფილმიც არის გადაღებული, ამბობენ კარგიაო, მე არ მინახავს.

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. გელა / May 14 2018 2:32 pm

    სამსახურში ჰქონდა თანამშრომელს და იქ წავიკითხე . რაღაც დიდი ემოცია არ დამიტოვა, მგონი ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ფილმი ჯობია წიგნს

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: