Skip to content
April 22, 2018 / მკითხველი

დევიდ ბექჰემი – ჩემი მხრიდან

დევიდ ბექჰემითანამედროვე ფეხბურთელთა ავტობიოგრაფიის კითხვისას მთავარი სიამოვნება ისაა, ყველა მომენტის ნახვა ინტერნეტით რომ შეგიძლია. უყურებ მატჩის ვიდეოს, რას ამბობენ კომენტატორ

ები, რას წერდა პრესა და შემდეგ წიგნში კითხულობ რეალურ ამბავს. აი თუნდაც იმას, რატომ იჯდა სათადარიგოზე დევიდ ბექჰემი კარგად ჩატარებული მატჩის მერე 2002-2003 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში რეალთან განმეორებით მატჩში. ბოლო წუთებზე შემოსული რას გრძნობდა გოლის გატანისას, რა უთხრა კარლოსმა მატჩის შემდეგ და რატომ მიიღო გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება იმ მატჩის შემდეგ.  ეძებ ინტერნეტში ამ მატჩს და ლამის ორივე ტაიმი შემოგეყუროს, ისეთი დიდებულია მთელი თამაშიც და ის ყველა ვარსკვლავიც, შენს ბავშვობას რომ თან სდევდა.

დევიდ ბექჰემი ჩემი ბავშვობისდროინდელ დიდებულ ფეხბურთელებს შორისაა, პლაკატებს რომ ვაგროვებდით უინტერნეტობის ხანაში. ყოველთვის გლამურული ფესბურთელის იმიჯი ჰქონდა, რომელსაც ვარკვლავობა უფრო იტაცებდა ვიდრე ფეხბურთი. მთელი ავტობიოგრაფია კი იმის მტკიცებაა, რომ სინამდვილეში ეს იმიჯი პრესამ შეუქმნა ასევე სუპერპოპულარული ვიქტორიას გამო, რომელიც როცა ცოლად შეირთო, ბევრად ცნობილი იყო, ვიდრე თვითონ. 30 წლის ასაკში დაწერილ ამ ავტობიოგრაფიაში ბევრს წერს იმაზე, რომ სულაც არ უყვარდა წვეულებები, ადრე დაძინება ერჩვინა, ცდილობდა თავისუფალი დრო მხოლოდ ოჯახისთვის დაეთმო. საერთოდაც ოჯახი ამ ავტობიოგრაფიული წიგნის ნახევარს იკავებს. შვილები და ვიქტორია ჩნდებიან ფაქტობირვად ყველა გვერდზე. ყოველ შემთხვევაში ყველა მნიშვნელოვანი მატჩის, წაგებული შეხვედრის შემდეგ პირველი ზარი ვიქტორიასთან იყო.

ალბათ ეს წიგნიც იმაზეა, რომ ამ პოპულარობის, აღიარების, ტიტულების უკან მძიმე შრომა დგას. ბევრი შეურაცხყოფის ატანაც, დასჯაც, როდესაც ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელს მეორე გუნდთან ავარჯიშებენ, ტრავმები, მაყურებლების, მედიის მიერ განტევების ვაცად ქცევა 1998 წლის ჩემპიონატზე გაძევების გამო, კონფლიქტი მწვრთნელთან, რის გამოც “დაბადებულსა და გაზრდილს იუნაიტედისთვის” “რეალში” გადასვლა მოიუწია.


რა გავლენას ახდენს მაყურებელი და მედია ფეხბურთელზე, ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა ეს წიგნი. ერთი ამბავი 1998 წელს იყო, როდესაც სწორედ მას დაბრალდა ნაკრების გამოვარდნა მსოფლიო ჩემპიონატიდან და შემდეგ უკვე პოპულარობის ზენიტში მყოფი, მადრიდში საცხოვრებლად გადასულმა მედიის მომეტებული ყურადღების გამო შვილი სკოლაში ვერ მიიყვანა. შუაში იყო მუქარა აფეთქებაზე, მცდელობა მისი ოჯახისთვის ზიანის მიყენებისა.

1992 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” კლასი 2011 წლის საქველმოქმედო მატჩისას

როგორც ხდება ხოლმე, მასაც უნდოდა ჩვეულებრივ ბიჭად დარჩენილიყო, რომელიც გამოსვლის წინ ნერვიულობს, პირველ პაემანზე უხერხული ამბავი ემართება, მანჩესტერ იუნაიტედის ფანად დაიბადა და ასევე ვარსკვლავის სტატუსით გადასული “რეალში” მოწიწებით შესცქეროდა იქაურ “გალაქტიკოს” – ზიდანს, რაულს, რონალდოს, ფიგუს, კარლოსს. როგორ უჩუყდება გული, როცა პატარა ბიჭი ავტოგრაფს სთხოვს და ახსენდება საკუთარი თავი. თვითონაც უკვე ნაკრების კაპიტანმა ასე სთოვა ავტოგრაფი მაიკლ ჯორდანს. 23 ნომრიანი მაისურის არჩევაც, სწორედ ჯორდანს უკავშირდებს. დღესაც მის “ინსტაგრამს” თუ შეხედავთ ნახავთ ასეთივე მოწიწებას სხვა ვარსკვლავებისადმი, მაგალითად რაულს დღესაც “კაპიტანს” ეძახის.

2004 წელს მთავრდება ამბის თხრობა. ბუნებრივია დიდი ნაწილი “მანჩესტერ იუნაიტედს” ეხება.  90-იანების ბიჭებს – ძმებ ნევილებს, სქოულს, გიგზის, ნიკი ბატს – აი, იმათ, 1999-ში ტრიბელი რომ დადეს და 1992 წლის კლასს რომ ეძახიან.

ამ ავტბიოგრაფიული წიგნის გამოცემების შემდეგ დევიდ ბექჰემმა კიდევ არაერთი ტიტული მოიგო როგორც კლუბთან, ისე ინდივიდუალურად. საერთო ჯამში უმართლებდა და ყოველთვის ახერხებდა ჩაგდებული მატჩის შემდეგ დიდებულად დაბრუნებას, რევანშის აღებას, გადამწყვეტი გოლის გატანას. “რეალის” შემდეგ წავიდა ამერიკაში, შემდეგ ითამაშა “მილანში”, “პსჟ-ში”,  სადაც დაასრულად კიდეც ფეხბურთელის კარიერა 2013 წელს. სტადიონმა სიმღერით გააცილა, მთელი მატჩი გულაჩუყებული იყო თვითონაც. მისი ბოლო თამაში ყველაზე ემოციურ გამოსათხოვებელ მატჩებს შორისაა.

 

Advertisements

2 Comments

Leave a Comment
  1. გელა / May 14 2018 2:26 pm

    დევიდ ბეგჰემი- ისტორიაში ჩაიწერა და სამართლიანადაც. გენიალურ მანჩესტერში, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთან ( პირადად ჩემი აზრი ასეთია) , თანაც ასეთი გარეგნობით და ასეთი ცნობილი მეუღლით ის ისტორიას ქმნიდა. მე პირადად უფრო ინიესტას ტიპის ნახევარმცველები მომწონს, მაგრამ დევიდს ჰქონდა ერთი გენიალური თვისება, ასეთი ზუსტი ჩაწოდებები დიდ მანძილზე მე სხვა არავისგან მინახავს. მაგ დროს ერთ-ერთი გადაცემა იყო სადაც ბეგჰემის პასებს კომპიუტერულად განიხილავდნენ და წამყანები გაოცებულნი იყვნენ, როცა პასების სიზუსტე ბევრ შემთხვევაში 100 პროცენტიანი სიზუსტით იყო შესრულებული, რაც წესით ადამიანს არ უნდა შეძლებოდა, აქ ხომ ლაპარაკი 25-30 მეტრ და მეტ მანძილზე ჩაწოდებებზეა საუბარი. რამდენი ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო იმ პერიოდში და ბეგჰემი მაინც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ესეთებმა კი უნდა წერონ ავტობიოგრაფიული წიგნები. მოკლედ მაგარი იყო რა.

    • mkitxveli / Jun 6 2018 10:42 pm

      მე მგონია, რომ ცოტა მერე რომ დაწერა, უკეთესი გამოვიდა. 30 წლის კაცის ავტობიოგრაფია მაინც ნახევარფაბრიკატია. ახლა დარჩა მთელი რეალის, მილანის, გალაქსის, პსჟ-ს დრო ამ წიგნის მიღმა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: