Skip to content
November 16, 2018 / მკითხველი

ხალიდ ჰოსეინი – მთებმა მთებს უთხრეს

7173846545ხალიდ ჰოსეინს მეორე შანსი მივეცი – ფრანით მორბენალის შემდეგ “მთებმა მთებს უთხრეს” წავიკითხე. ვერ გაამართლა. ისეთივე ზღაპარივით საკითხავია. თვითმფრინავში გამოდგება მხოლოდ. ვითომ დახლართული, მაგრამ სინამდვილეში მარტივი სიუჟეტით დროის გასაყვანი საშუალებაა. წერის სტილი არ იგრძნობა, მეეჭვება თარგმანში ასე დაკარგულიყო. არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია და მთელი გათვლა მხოლოდ იმაზეა, რომ ავღანეთში მომხდარმა ამბავმა მკითხველში ემოცია გამოიწვიოს. ეს მეზობლის მიერ მოყოლილი ამბის მსგავსად ნაწერი ტექსტი კი სულაც არ აჩუყებს გულს და ინტერესს მხოლოდ ამბის დასასრულის მოლოდინი იწვევს.

წიგნი ავღანეთში მომხდარ ამბავს ეხება, მოვლენები სხვდასხვა დროსა და ქვეყანაში ვითარდება. დამოუკიდებელი ამბები ბოლოს საერთო ხაზს კრავს. უფრო სწორად უნდა კრავდეს, მაგრამ ერთი ამბის გმირებს ავტორი უპატრონოდ ტოვებს სადღაც შუა თავში და ისე მთავრდება წიგნი, აღარ ახსენდება. მერე ფიქრობ ან რისთვის გამოჩნდა ან რატომ დაეთმო ამდენი გვერდი ამ პერსონაჟს ბოლოს თუ საერთოდ არაფერს შემატებდა მთლიან სიუჟეტს. საერთო ჯამში მთელი წიგნი მრავალპლანიანი ტექსტის შექმნის წარუმატებელი მცდელობაა.

ჰოსეინის მთელი უპირატესობა მხოლოდ ისაა, რომ წარმოშობით ავღანელია. ავღანეთი კი დავარცხნილი ევროპისთვის თუ ამერიკისთვის ეგზოტიკური ამბების ქვეყანად  რჩება. ყველა წიგნში სწორედ ეს თემატიკა აქვს – აჩვენოს ამ ქვეყნის ტრაგედია. ავღანური ამბებიდან ოსნე საიეშტადი ბევრად კარგად საკითხავად მეჩვენება. ის დოკუმენტური მაინც არის და მხოლოდ ამბის გადმოცემაზე აქვს პრეტენზია. მხატვრული ტექსტი კი სიუჟეტის გარდა მხატვრულობასაც უნდა გთავაზობდეს. ამ ბოლო დროს ძალიან მაღიზიანებს და მოტყუებულად მაგრძნობინებს ხოლმე თავს მხატვრულ ტექსტად შემოსაღებული უბრალოდ სწრაფად საკითხავი წიგნები.

 

 

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. oleanderi / Nov 18 2018 5:29 pm

    ვა, საინტერესო შეფასება იყო. ასე არ შემიხედავს ჰოსეინისთვის. ჯერ მხოლოდ ფრანით მორბენალი წავიკითხე და მე ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ მომენტში საშინლად გაწელილი ადგილებია და კი ადგილიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. შესაძლოა იგივე სახის ამბავი სხვა ადგილას და სხვა დროში რომ განვითარებულიყო, იმდენად საინტერესო ან თუნდაც”გულზე მოსახვედრი” არ გამოსულიყო, როგორც ეს. ამ წიგნს ახლა ჩავუჯდები აბა 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: