Skip to content
January 6, 2019 / მკითხველი

მე ზლატარ იბრაჰიმოვიჩი ვარ

ზლატანცოტა ფეხბურთელია, რომელიც კლუბში თამაშზე უარს ამბობდეს, სასტუმროში იჯდეს, კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდეს და ეკიდოს რამდენით დააჯარიმებენ. გვარდიოლასნაირ მწვრთნელს “უხერხემლო მშიშარას” ეძახდეს, 1.95 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშე კარატის ილეთის მსგავსად იქნევდეს ფეხებს და გოლის ნაცვლად მოწინააღმდეგეს უთავაზებდეს, ხან მსაჯს აგინებდეს, თანაგუნდელსაც სცემდეს და მიუხედავად ამისა იყოს დიდი ფეხბურთელი. ის ზლატან იბრაჰიმოვიჩია. როზენგარდელი თავხედი ბიჭი, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი.

თავადვე ამბობს, მთელი მისი კარიერა რევანშია იმ პატარა ემიგრანტი, ღარიბი როზენგარდელი ბიჭის, რომელიც ველოსიპედებს იპარავდა. მისი ავტობიოგრაფია ბავშვობიდან იწყება და ნათლად აჩვენებს რა გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე, არამედ მთელ კარიერაზე მისმა აწეწილმა ბავშვობამ. მამა ბოსნიელია, დედა ხორვატი. შვედეთში გადაცხოვრებულები, გაშორებულები, სადაც ერთმანეთს სხვა შვედებისგან განსხვავებით არ საუბრობდნენ ასე “თუ შეიძლება რძე მომაწოდეთ, გეთაყვა”. მის ოჯახში ერთმანეთს უყვიროდნენ და ეჩხუბებოდნენ. მერე გაიხსენებს, უკვე ვარსკვლავი ბიზნეს კლასით როგორ ამგზავრებს ოჯახს ისინი კი დალევენ და ისე იჩხუბებენ, ყველას ყურადღებას მიიპყრობენ.

ზლატანიც მთელი კარიერა ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ასეთი ოჯახის შვილსაც შეეძლო დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. უნდოდა მისნაირი პატარა გოგოებისა და ბიჭებისთვის ეჩვენებინა, რომ თუკი ინდივიდუალური, განსხვავებული ხარ, არ ნიშნავს რომ ცუდი ხარ, პირიქით, მეტი შანსი გაქვს წარმატების. მას სჯერა რომ ასეთი გამორჩეული, საკუთარი წესების მქონე, რომ არ ყოფილიყო, ვერ იქნებოდა დღევანდელი იბრა.

კრიზისში მყოფ გუნდებში მივიდა და მოიგო ჩემპიონატი – იუვენტუსში, ინტერში, მილანში, ბარსელონაში. მისი ავტობიოგრაფია მილანში პირველი სეზონის დასრულებით და ჩემპიონობით მთავრდება. თუმცა მერეც არაერთი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო მოიგო.

თითოეული ამ კლუბის შიგნით მიმდინარე ამბები მშვენივრად ჩანს. მისთვის კლუბები სამუშაო ადგილი იყო, რაც შესაძლებლობას აძლევდა მსოფლიოში საუკეთესო ყოფილიყო. ამიტომაც 3 წელზე დიდხანს არ თამაშობდა არც ერთ კლუბში. ის არ ყოფილა არც ტოტი, არც მალდინი, რომლებმაც მთელი კარიერა ერთ კლუბს მიუძღვნეს, ამიტომაც ყველა კლუბში თავისი ინდივიდუალური სტილი მიჰქონდა და ნაკლებად ცდილობდა პირიქით, კლუბის წესებში ჩამჯდარიყო. ამის გამო აითვალწუნეს “ინტერის” ულტრასებმაც.

ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც არ წაუვიდა თამაში ბარსელონაში. თვითონ ამბობს, რომ სკოლის მოსწავლედ აგრძნობინეს თავი, რომელიც ისე უნდა მოქცეულიყო როგორც მესი, ხავი და ინიესტა იქცეოდნენ. ისინი ბავშვობიდან ამ კლუბში თამაშობდნენ და მთლიანად მას იყვნენ მორგებულნი. ეს კიდევ გიჟი ზლატანი იყო და ამ წესებით თამაში არ უხაროდა. ჯამში 70 მილიონამდე ევრო გადაიხადა ბარსელონამ მასში, ორი წლის შემდეგ კი 20 მილიონად მიაყიდა მილანს. კლუბმა მხოლოდ იმიტომ იზარალა, რომ გვარდიოლას იბრა არ მოეწონა.

წიგნში ბევრი სხვა საინტერესო დეტალია ფეხბურთის მოყვარულებისთვის. მაგალითად ამ ვიდეოზე თავად წერს, როგორი ბედნიერი იყო, როცა რონალდოს, საკუთარ კუმირს მოედანზე შეხვდა.

საჯარიმოს გარედან მაკრატელათი გატანით და კუნგ ფუ გოლებითაც ბევრი სხვა ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. გელა / Apr 3 2019 4:24 pm

    იბრა განუმეორებელია, მას არასოდეს არ ასახელებენ მესის, კრიშტიაოს, ხავის ან ინიესტას გვერდით, მაგრამ ამას აქვს მიზეზი. ყველა მწვრთნელს უყვარს როდესაც ფეხბურთელები მისი ტაქტიკით თამაშობენ და როდესაც ვერ იყენებ ზლატანს, მგონია რომ არასწორია. ზუსტად ვიცი რატომ არ მოსწონდა ბარსელონაში გვარდიოლას, იმიტომ რომ ტიკი-ტაკას სტილში არ ჯდებოდა, მოკლე პასები, ტექიკური ფეხბურთელები, ბევრი მოძრაობა- ეს არ იყო იბრას სტილი, ის კონკრეტულად საჯარიმოს ფეხბურთელია (დაახლოებით როგორც ინძაგი), მხოლოდ ძალიან სასწაულად მოთამაშე. მისი გატანილი გოლების ყურება საკმარისია, მივხვდეთ რომ გენიალურია ( როგორ ახერხებს 2 მეტრიანი კაცი, ასეთ მოძრაობებს გასაოცარია). საინტერესო იქნება მისი თვალით დანახული ფეხბურთის და არა მარტო- წაკითხვა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: