ბლოგის შესახებ
თავიდან მეგონა, რომ ბლოგის დასახელება და შემდეგ მიწერილი ფრაზა “კითხვის შემდგომი შთაბეჭდილებები” ნათლად გამოხატავდა “მკითხველის ბლოგის” მიმართულებას, თუმცა, მიღებულმა წერილებმა და პოსტების ქვემოთ დატოვებულმა რამდენიმე კომენტარმა დამარწმუნა რომ მკითხველთა ნაწილი ვერ გაერკვა აქ შემოსვლისას სად მოხვდა. ამიტომ მცირე განმარტებები მათთვის:
- ეს მკითხველის ბლოგია და არა რეცენზენტის
- აქ წიგნების შესახებ მკითხველის შთაბეჭდილებებია და არა პროფესიონალური კრიტიკა – თუ ყველა პასაჟის სიღრმისეულ განხილვას ელით, არ გაგიმართლათ.
- არ მაქვს პრეტენზია, რომ რასაც მე ვწერ აპრიორი სწორია – წიგნის აღქმა ინდივიდუალურია, ამიტომ თუ თქვენ სხვანაირად გაიგეთ, საკუთარ თვითშეფასებას ნუ დაიწევთ და ნურც ჩემი აღქმის უნარში შეიტანთ ეჭვს.
- რადგან წიგნებს ვკითხულობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე შემოქმედებითი ნიჭი მაქვს – წერის სურვილი მეათე კლასის შემდეგ აღარ გამჩენია. დიდი ხნის წინ მივხვდი რომ ასეთი ნიჭი არ მაქვს.
- ამ ბლოგზე ვერ ნახავთ ელექტრონულ წიგნებს.
შემთხვევით შემოვხეტიალდი
საუკუნეა ვეძებ ასეთ ბლოგს და ვიპოვნე მგონი: ))
რა კარგია 🙂 მე შემოვიხედე შენთან და საინტერესო მომეჩვენა, ცივილიზაციას რომ დავუბრუნდები ჩავუჯდები და წავიკითხავ 🙂
მეც დიდხანს ვეძებდი ამგვარ ბლოგს… მიხარია, რომ ვიპოვე 🙂 :))
მაგას რა სჯობს 🙂
არც არაფერი 😀 😀 😀
ოდესღაც ხომ უნდა მეპოვა 😀
გაქვთ ვინმეს ამგვარი წიგნი წაკითხული, სახელად _ ,,რასელასი” ???
ავტორი არ ვიცი, თითონ მისი არსებობის შესახებაც ,,ჯეინ ეარიდან” შევიტყვე…
natia, Jorj Sandis ,,Indianaze” gamoaqveyne posti.. xalxis azri mainteresebs…
უახლოეს მომავალში ვერ დაგპირდები, რადგან რა წიგნებიც მაქვს ნაყიდი იმასაც ჯერჯერობით ვერ ვკითხულობ, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა შევეცდები ეგეც წავიკითხო
ნათია არ მქვია 🙂
კარგი… დაგელოდები.. სხვა რა გზაა? 😀
აბა რა გქვია?? :D:D მე ასე ვიცოდი …:D
თუ შეიძლება მითხარით, აქ, რომ წავიკითხო, აუცილებლად უნდა გამოვიწერო (ჩემიერ შერჩეულ წიგნს ვგულისხმობ) ???
სწორს ამბობ,არც მგონია ვინმემ პროპესიული კრიტიკა გაბედოს..იმისთვის რომ გააკრიტიკო ჰიუგო,გოეთე,სტენდალი,მისი ნახევარი მაინც უნდა იყო…თუმცა არც ესაა საკმარისი..წიგნზე მოსაზრება ძალიან ინდივიდუალურია…და მე თუ მკითხავ რამდენი ადამიანიცაა იმდენი სიახლე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ნაწარმოებზე…ყველამ სხვადასხვა რამ შეიძლება დაინახოს…წიგნში ხომ ყველა თავისას ეძებს და როგორ შეიდზლება ვინმე ამ შენში შეგედაოს…
ჩვენი აზრები ამ საკითხზე ემთხვევა 🙂
ნანა ვერ ვხვდები რას ამბობ, თან წერ რომ არ შეიძლება გააკრიტიკო ჰიუგო, გოეთე, სტენდალი და თან ამბობ რომ წიგნზე მოსაზრება ძალიან ინდივიდუალურია. ჩემი აზრით თუ არ მოგწონს შეგიძლია გააკრიტიკო და თუ მოგწონს შეაქო, ეს იქნება შენი პირადი აზრი და დამიჯერე მწერლებს ამით არაფერი დააკლდებათ. მე პირადად არ მაიტერესებს ნობელის პრემია აიღო, თუ ეხლა მოდაშია რომელიმე მწერალი, წავიკითხავ და ჩემ აზრს დამოუკიდებლად ვამბობ, მისი სახელი არ მაშინებს. ერთ მაგალითს ვიტყვი- სერვანტესი ითვლება უდიდეს მწერლად, მაგრამ რამდენჯერაც დავიწყე დონკიხოტის წაკითხვა იმდენჯერ მივანებე და ჩემი აზრით არ არის გადასარევი ნაწარმოები, და პირიქით არავინ არ ასახელებს საუკეთესოებში რევაზ მიშველაძეს და მე კიდევ მსოფლიოში საუკეთესო ნოველების დამწერი მგონია.
შემოვირბინე შემთხვევით და ვრჩები. ძლივს ვნახე რაგაც საინტერესო ქართულად!
დარჩი, კარგი მასპინძლობა ვიცი მე 🙂
სწორს ამბობ,არც მგონია ვინმემ პროპესიული კრიტიკა გაბედოს..იმისთვის რომ გააკრიტიკო ჰიუგო,გოეთე,სტენდალი,მისი ნახევარი მაინც უნდა იყო…თუმცა არც ესაა საკმარისი..წიგნზე მოსაზრება ძალიან ინდივიდუალურია…და მე თუ მკითხავ რამდენი ადამიანიცაა იმდენი სიახლე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ნაწარმოებზე…ყველამ სხვადასხვა რამ შეიძლება დაინახოს…წიგნში ხომ ყველა თავისას ეძებს და როგორ შეიდზლება ვინმე ამ შენში შეგედაოს…
+1
ახლა მეც რაღაც შემოვირბენინეს ნაირი უნდა დავწერო? :დ
უკვე დააფიქსირე შემორბენა 🙂 🙂
sheidzleba vikitxo ra fakulteti daamtavret ? 🙂
ჟურნალისტიკა ფსიქოლოგია
შეიძლება ვიკითხო ეს კითხვა რატომ გაგჩნდა? 🙂
ise damainteresa 😀 ..
dznn sainteresoa eseti blogebi,,,imedia ufro da ufro saintereso gaxdeba ak shemosvla:)
მეც მაგის იმედი მაქვს ეს ორი თვე რომ უფრო საინტერესო არ გახდება ვიცი და მერე შევეცდები 🙂
ERTI ES BRDZANET MONSENIOR….ES WIGNEBI SAD WAVIKITXO. RADGAN ESETI MOKLE MIMOXILVA,ARAFERI AR ARI…EL.VERSIA GAAQVT SRULI AM WIGNEBIS AAQ? ES MAINTERESEBS….TU AR DAMZARDEBIT AQ MOMWERET DA MERE WAVIKITXAV.PAT.MAXARASHVILI.GODERDZI.kopili tankisti
🙂
ver vxsni vercertss da ratomm ??)))
რას ვერ ხსნი?
veercert wignss romlebicc listshia chamotvliliiii
აქ არაფერი ლისტი არ მაქვს და ვერ ვხვდები რას მეუბნები. რეკომენდირებულ წიგნებში კი რაც გალინკულია ის იხსნება
ძალიან კარგი ბლოგი გაქვს. მინდა გკითხო რაღაც. ხომ არ იცი წიგნი შავი სატანა თუ არის ონლაინ ვერსია სადმე? წინასწარ დიდი მადლობა 🙂
არ ვიცი, მე არსად შემხვედრია ონლაინ
მიხარია, წიგნების მოყვარულებთან შეხვედრა:)
🙂 მეც
bavshveboo ❤ ❤ ❤ rogor mixaria rom vxedav, chem garda bevrs uyvars wignebi da kitxva ainteresebs ❤
რადგან ასეთი წიგნის მოყვარული ხარ ერთი რჩევამინდა..
ერთი ჩემი მეგობრის დაბადების დღე მოდის,ისეთი ბიჭია ჭკვიანი,რომანტიული და რაღაცნაირი განსხვავებული,წიგნების კითხვა დიდად არ უყვარს მაგრამ მინდა დაბადების დღეზე წიგნი ვაჩუქო,რომელსაც თუ წაიკითხავს არასოდეს დაავიწყდება. დიდი ბიჭია 18 წლის. წიგნი დაბადების დღეზე მემგონი ბიჭია და ძალიან არ გაუხარდება,ამიტომ მინდა ძალიან საინტერესო რომანტიული და დიდებული ფრაზებით იყოს სავსე.
რას მირჩევდიი ?
ძალიან გთხოვ რამე მირჩიე
თუ კითხვა არ უყვარს, ძალიან რთულია, რომ მასზე რამემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს, მით უმეტეს რომ უკვე 18 წლისაა და ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია. მაგრამ რადგან მაინც წიგნი გადაწყვიტე უნდა გითხრა, რომ ბიჭებს რომანტიკული წიგნები როგორც წესი არ უყვართ. ამიტომ რაღაც საშუალო უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე მგონია რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ან რემარკის “სამი მეგობარია” ამ კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”.
“რაღაცნაირი განსხვავებული” როგორია, რომ დაგეკონკრეტებინა, უფრო კარგად მივხვდებოდი როგორი წიგნი გჭირდება
მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
iqneb es kargi variantia ?
ჯონ მაქსველ კუტზეე – “სირცხვილი”
ან იქნებ ეს? იმედია ძალიან არ შეგაწუხე,უბრალოდ ძალიან მჭირდება დახმარება
ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ აგათა კრისტის “კარტი მაგიდაზე’ მოკლე შინაარსი გადმომცეთ. მაქვს წაკითხული და ვერ ვალაგებ აზრებს როგორ დავწერო შინაარსი სკოლაში მაქვს საზაფხულოდ დავალება. თუ მოახერხებთ ძალიან მადლობელი ვიქნები, ძალიან დიდი ბოდიშით შეწუხებისთვის.
მარი მაგას სერიოზულად ამბობ?! ჯერ ერთი სკოლაში დავალება შენი აზრით უნდა დაწერო და არა სხვისი, ეგრე ვერ განვითარდები. მეორე ძალით კი არ უნდა კითხულობდე, არამედ სიამოვნებით, თუ ვერ გაუგე წიგნს ესე იგი ჯერ მზად არ ხარ და ჯობია სხვა წიგნი წაიკითხო. ეგეთი აზროვნებით ამ ბლოგს როგორ მოაგენი ის უფრო მიკვირს.
რადგან საინტერესო საიტად მივიჩნიე ეს, რადგან ზოგიერთ წიგნზე მიმოხილვა ვნახე რომელიც შემდგომ მკიტხველისთვის საინტერესო იქნება, ასევე კარგი საშუალება – გაიცნოს ესა თუ ის წიგნი აქ გამოთქმული აზრით, კითხვა გამიჩნდა შესაძლებელია თუ არა მსგავსი შენიშვნები სხვამაც გააკეთოს თუნდაც ისეთ წიგნზე აქ რომ არ არის მოტანილი
კომენტარების გრაფაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია გამოთქვას აზრი, თუმცა რადგან ჩემი პირადი ბლოგია, მხოლოდ მე ვწერ და მე ვიღებ პასუხისმგებლობას აქ გამოქვეყნებულ ყველა პოსტზე 🙂
მაინტერესებს, აქ, ონლაინში ვერ წავიკიტხავ, ჩემს მიერ შერჩეულ წიგნს? იქნებ მიპასუხოთ…
სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი რას მეკითხებით?
ეს ონალინ ბიბლიოთეკა ნამდვილად არ არის და შესაბამისად, აქ წიგნებს ნამდვილად ვერ წაიკითხავთ. ალბათ, შეამჩნევდით, რომ აქ მხოლოდ მიმოხილვებია
მაკომპლექსებ 😦
ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი ^_^
რა კარგია რომ აქ მოვხვდი ^_^
Rogor unda cavikitxooo
Gtxovt momceret ra saitze cakitxva rogor xdebaa
rogor mixaria tqveni agmochena ^_^
ეხლა წავიკითხე ოსკარ უაილდის -დორიან გრეის პორტრეტი და ძალიან კარგი წიგნია, გირჩევთ წაიკითხოთ
gamarjobat samedicino enciklopediis pirveli da meore tomi tu gaqvt kidev?
სად უნდა მქონდეს? სანამ რამეს დაწერთ ოდნავ მაინც რომ გადაავლოთ თვალი, სად შემოხვედით კარგი იქნება. სხვა დროს უადგილო კომენტარს აღარ დაწერდით
დიდად მოხარული ვარ რომ ასეთ საინტერესო გვერდს წავაწყდი 🙂 მადლობა იდეის ავტორ-შემქმნელს ❤ უკვე ვიცი, რომ ხშირი სტუმარი ვიქნები, თანაც ერთ კომენტარში თვალი მოვკარი, ძალიან კარგი მასპინძლობა ვიციო 🙂