Skip to content

ჩემზე

წიგნის აქტიური მკითხველი 8 წლის ასაკში გავხდი. არც კი ვიცი, პირველად რა წავიკითხე, ალბათ ზღაპრები. ის კი, რაც ჩემს ცნობიერებაში, როგორც მხატვრული ნაწარმოები, თანაც დიდტანიანი (მაშინ ასე მეგონა) ისე აღიბეჭდა, “ბიძია თომას ქოხი” იყო. მერე დაიწყო და დაიწყო.

11 წლისას წიგნებით ”გადარევა” დამემართა, ვკითხულობდი ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს. საშინლად მწყინდა, როცა დედა მეუბნებოდა, რომ ვერ გავიგებდი.  იმ დროს შემომეკითხა შექსპირი, მორავია, ბოკაჩო, ფრიში. დედა რომ მართალი იყო, რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი. მახსოვს მაშინ მეგონა, რომ მაინ რიდის ”ოცეოლაზე” კარგი წიგნი არ არსებობდა. წიგნებს სულ სხვა სამყაროში შევყავდი, რაც ძალიან მომწონდა.

მერე ცვაიგი მიყვარდა, პარალელურად დეტექტივებზე გადავირიე.  ერთადერთი ჟანრი, რომელიც არასდროს მომწონდა სათავგდასავლო იყო, ამიტომაც ჟიულ ვერნი არ მომწონს.

როცა გავიზარდე და უფრო სერიოზული ლიტერატურის კითხვა დავიწყე, აღფრთოვანება არ მტოვებდა. პირველი წიგნი, რომელმაც გამაოგნა,  უილიამ თეკერეის ”ამაოების ბაზარი” იყო. ჩემი ემოციების შესახებ მთელ საათს ვყვებოდი. დოსტოევსკის ”იდიოტის” წაკითხვის შემდეგ ათ წუთს უხმოდ ვიჯექი და ვიაზრებდი, რა წავიკითხე. გადარეული ვიყავი ”ანა კარენინათი” და გაბრაზებული თავად ანა კარენინაზე. მთლიანად წიგნში ვიყავი შესული ”დანაშაული და სასჯელის” კითხვისას. მერე იმდენნაირი ემოცია მქონდა სხვა წიგნებზე , სულ მიკვირს. ვინც არ კითხულობს, როგორ ამბობს უარს ასეთ განცდებზე.

27.04.2016

ბლოგის შექმნის დღიდან ეს ჩანაწერი პირველად წავიკითხე. ბევრ რამეზე გამეცინა. ვიფიქრე, წავშლი-მეთქი, მერე ქვემოთ კომენტარებს და მოწონებებს დავხედე და გადავიფიქრე, შეიძლება მართლა წერია რამე ვინმესთვის საინტერესო, იყოს, რას მიშლის, გავიფიქრე და გავდივარ აქედან. უკვე სულ უფრო და უფრო მავიწყდება ამ ბლოგის არსებობა, შემთხვევით ვინმეს გაზიარებულს რომ გადავაწყდები, პირობას ვდებ, რომ კიდევ დავწერ რომელიმეზე რამეს, მაგრამ ფაქტია, ვერ ვახერხებ. ოდესმე შეიძლება დავუბრუნდე. მანამდე მადლობა, რომ კითხულობთ და უპატრონობას არ აგძნობინებთ აქაურობას.

163 Comments

Leave a Comment
  1. nini / Jul 21 2017 4:26 pm

    ძალიან მაგარი ბლოგია. ასეთი წამოწყებები გვაკლია. იმედია პოულარული გახდება მოდით ყველამ პატარა წვლილი შევიტანოთ ამაში, ფეისბუქზე გავაზიაროთ! ❤

  2. Herman Gantz / May 20 2019 8:09 pm

    გვიყვარხარ, მადლობა რომ არსებობ და მუშაობ გაგვიზიარო შენი შენიიი…. ❤

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.