Skip to content
January 7, 2011 / მკითხველი

ნუგზარ შატაიძე – „კაპიკი გაკაპიკებულა ანუ ევროპაში რა მინდოდა“

ამ ბედობაზე გოზინაყის კნატუნთან ერთად შატაიძის კითხვა დამებედა. რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ ამ ამბით-მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ მე „ბედობის“ არ მჯერა და კაცმა რომ თქვას, არც თუ ცუდი მოთხრობა გამომადგა.

ამბავი იმაზეა ავტორი ერთ პაპანაქება აგვისტოში ევროპაში რომ „წაშავჭირდა“. მე კიდევ ძალიან მომწონს ის ნაწარმოებები, სადაც თვითირონია და იუმორი კარგადაა შეზავებული, ამ მხრივ არაფერი დაეწუნება. თემაც ისეთია, აქტუალური. ჭარმაგი ქართველები ევროპაში სამოგზაუროდ წავიდნენ. სამოგზაუროდ რა, აი გერმანიიდან ავტომობილი რომ ჩამოჰყავთ, სხვადასხვა ქვეყანას მანქანით გადაჰკვეთენ, მერე გზიდან რასაც დაინახავენ, მოგზაურობას რომ უწოდებენ, ეგ ამბავია. პრინციპში მოგზაურობაა, რას გადავეკიდე.

მოკლედ, წავიდნენ. უკვირთ გერმანიული სისუფთავე, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საათივით აწყობილი ქვეყნები. მოთხრობა 2003 წელს არის დაწერილი, ეს მოგზაურობა რამდენიმე წლით ადრე (სამოქალაქო ომის შემდეგ) იყო. ამას იმიტომ აღვნიშნავ, ახლა რომ წასულიყო, ალბათ, ასეთ კონტრასტს ვერ დაინახავდა. სხვა თუ არაფერი, თბილისი გადამწვარი აღარაა და არც ჩოლოქის საბაჟო (თუ რაც ერქვა) აღარ არსებობს. ამის გამო რამდენიმე ეპიზოდი ძალიან გაზვიადებული მეჩვენა და მწერლის ემოციების სიმძაფრე ყალბად მომეჩვენა. თუმცა, იმ დროისთვის შეიძლება ასეც ყოფილიყო.

როცა საკმარისი ფული არ გაქვს, თანაც ამხელა გზაზე მანქანით მგზავრობ და კარავში გძინავს, ისე იღლები. გარემოს აღქმა გიჭირს, ამიტომაც ეჩვენება ვენეცია სიკდილის ქალაქად.

„ვენეციაში გებულობ, რომ სიკვდილს შმორის სუნი ჰქონია. სწორედ ეს სუნი უდის ერთი შეხედვით მიტოვებულ, დანესტიანებულ სახლებს, თანამედროვე რესტორნებსა და სასტუმროებს. ამ სუნით არის აქოთებული მისი ქუჩები, მოედნები და დამპალი წყლით სავსე არხები.“

ამ წინადადებებს ისეთი გაოგნებული ვკითხულობდი. არადა, ვინც კი ყოფილა ვენეციაში, ამ ქალაქით აღფრთოვანებული ჩამოვიდა. მერე მივხვდი, ამათაც ადამიანურად რომ ემგზავრათ, ნორმალურ სასტუმროში გაეთიათ ღამე, სხვანაირად აღიქვამდნენ იქაურობას.

ნაწარმოებში სხვადსხვა ეპიზოდია ჩართული, რამაც ავტორის ყურადღება მიიპყრო მოგზაურობისას და რაც იმ დროს გაახსენდა. ზოგიერთი მათგანი გაწელილია, თუმცა გარკვეულ აქცენტებს გაკეთებინებს. სხვადასხვა ტრადიციის, რელიგიისა და შეხედულების მქონე ადამიანების ქცევა ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მიუხედავად ამისა, ჩვენსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის მაინც ძალიან დიდი კონტრასტია. კაპიკი გაკაპიკებულა საკაპიკეში ჩაკაპიკებულაო, ბოლოს ასე მთავრდება. ყველა მიდის, ზოგი „მგზავრობს“, ზოგი „მოგზაურობს“, ხედავენ იქაურ ცივილიზაციას, აქ ჩამოსულები კი რამდენად ცდილობენ გარემოს შეცვლას, ეს უკვე სხვა საკითხია.

26 Comments

Leave a Comment
  1. Zurriuss.GE / Jan 9 2011 8:20 pm

    …და, როგორც ყოველთვის ხდება, ინსტინქტურად გადავდივარ კომენტარების ადგილას.
    მომინდა ამის წაკითხვა, მაგრამ ვიცი, კარგა ხანს არ წავიკითხავ. შეიძლება, შინაარსის მოყოლაც მეყოს. უბრალოდ, ინტერესი გამიჩნდა, რა დაწერა და არა ის, რომ მაინცამაინც უნდა წავიკითხო.
    ესაა ჩემი კომენტარი :დ

    • mkitxveli / Jan 9 2011 9:09 pm

      მაინცადამაინც წაკითხვა არც არის საჭირო 🙂

  2. Here Comes The Sun / Feb 3 2011 2:25 pm

    არა რაა არსებობს რაღაც… ახლა მქონდა გაკვეთილად ეს ნაწარმოები… დღეს ვკითხულობდით კლასში…

    მე ძალიან მომეწონა…. დასაწერიც მაქვს რაღაც დავალება… იმდენად ძალიან მომეწონა ადრე შატაიძის მოთხრობების კითხვა რომ მეზარებოდა,ახლა გადავწყვიტე აღარ დავიზარო :))

    ყველაზე მეტად მომეწონა ის ამბავი ბიძამისზე რომ იხსენებს, ჯერ ტყვედ ჩავარდა, მერე საფრანგეთში ქართველმა რომ გამოიხსნა და ….. ნუ მოკლედ რა…. კარგი ისტორიაა …

    • mkitxveli / Feb 3 2011 5:43 pm

      კარგია რომ ასეთ ნაწარმოებებს სწავლობთ, მე სამწუხაროდ წინა დროში დავიბადე 🙂

  3. Sophie SUNNY Golden / Feb 15 2012 12:17 pm

    ნატ, რა სწორად გაქვს აღნიშნული და შემჩნეული ყველაფერი. მართლაც ადამიანურად რომ ემგზავრათ და მართლა ემოგზაურათ, სულ სხვანაირად დაინახავდნენ ყველაფერს; განსაკუთრებით ვენეციას, სადაც საღამოობით მართლაც სასწაული შმორის სუნი დგას, მაგრამ ზღაპრული შმორის, რაც უნდა იყოს 🙂

    “გერმანული სისუფთავე და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება” – ეს ხანდახან უკვე ისე მაღიზიანებს, როგორც ყველაფერი ზედმეტად მაღალი და გაზომბებული 😐

    • mkitxveli / Feb 15 2012 1:31 pm

      მე კიდევ ეს სისუფთავე და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება ისე მაკლია აქ :)))

      ისე ეს პოსტი ახლა სად აღმოაჩინე :))

  4. nika.su / Mar 30 2012 10:08 pm

    ინტერნეტში არ დევს ეს ნაწარმოები? ვერ ვნახე ვერსად თჲ იცით მითხარით რა 🙂 ეს და ყოველმან ჩემმან პოვნელმან

    • mkitxveli / Apr 1 2012 8:14 pm

      არ ვიცი, არ მიძებნია სიმართლე გითხრა

  5. რუსუდანი / Apr 2 2012 2:17 pm

    ეს მოთხრობა მე თავის დროზე ,,არილში” წავიკითხე, მე კიდე ის დამამახსოვრდა ყველაზე მეტად, ვერონაში რომ იყვნენ ჯულიეტას სახლში და ტურისტები ჯულიეტას ქანდაკებას მკერდზე ხელს რომ ადებენ და სურათებს ისე იღებენ. ბედნიერების ნიშანიაო. გამატერიალურებული როა ყველაფერი დასავლეთში. აი, რა წარმოდგენა აქვთ რომანტიკაზეო — რომ ამბობს, მენიშნა!

    • mkitxveli / Apr 2 2012 7:16 pm

      მე სიამოვნებით წავიკითხე და ბევრი რამ მენიშნა, ეგეც საინტერესო ეპიზოდია

  6. mothafucka@mail.ru / Apr 9 2012 5:56 pm

    Yvelaze Sashineli Agtsera Rac ki odesme wamikitxavs. Gmadlob ))

    • mkitxveli / Apr 9 2012 6:52 pm

      რისი აღწერა?

  7. ნანუკა / Apr 11 2012 8:20 pm

    ბოლომდე არ წამიკითხავს, არადა ხვალ გაკვეთილად ეგ მაქვს, ხო და თან აღარც წიგნი მაქვს, ისე რევიუ ოდნავ დამეხმარა :დ მადლობა ამისთვის შენ :დდ

    • mkitxveli / Apr 11 2012 8:27 pm

      როგორც იქნა მივხვდი ეს ბოლო რამდენიმე კვირაა ეს მოთხრობა ჩემს ბლოგზე ყველაზე პოპულარული რატომ გახდა 🙂 🙂 ახლა გადიხართ სკოლასი როგორც ჩანს 🙂 მე ვფიქრობდი ნეტა რა მოხდა ასეთი ყველაზე მეტი ნახვა ამას რომ აქვს მეთქი 🙂

  8. annna / May 7 2012 5:16 pm

    dziritadi ideuri tema nawarmoebisa mdgomareobs qartuli da evropuli kulturebis shedareba-shepirispirebashi. bevri sakitxia razec girs yuradgebis gamaxvileba, amitom vpikrob rom namdvilad girs wakitxva

  9. თამთა / May 30 2012 9:23 am

    არაჩვეულებრივი, გენიალური და ა.შ. პაწაწინა ნაწარმოები. ჩემს ქართულის წიგნში იყო და ძალიან მიყვარდა. მართლა ძაან მაგარია :)) თან გამოგონი პერსონაჟებები არ არიან. კოტე ჯანდირი, როგორც მწერალი ძალიან მომწონს. პატარა მუსლიმი ბიჭის ამბავი, მეჩეთში რომ არის და დაიკოს თვალს არიდებს(და ცელქობს და აცინებს ძმას), რადგან უნდა მხოლოდ ალაჰზე იფიქროს და მათი მამა, რომელიც ამ ამბავს ამჩნევს, მაგრამ არ იმჩნევს… “სიმპაწიური” კოტე, გამყიდველი გოგო რო ეპრანჭება :დ … კოტეს “თბილოსოოო, ზის და ვარდების მხარეოოო” “აბაზანაში” და რიგში ჩამდგარი, გაღიზიანებული ევროპელები… მოვლილი, ტუალეტები, რომელმაც ნუგზარ შატაიძე 2003(ან უფრო ადრე) წელს აღაფრთოვანა, ასავე განათებული პოლონეთით თუ უკრაინით გახარებული შატაიძე, თვითმფრინავით რომ გადაუფრენს… გუჯას კომენტარი:”დალიეთ, არა დამპლებო!…” :)))… გემზე შატაიძე მეგობარს ფსიქოლოგს რომ შეადარებს… ქართველი ბერების ამოხოცვის ამბავი,მუსლიმანებმა რომ ჩაიდინეს… ვერონაზე და ევროპულ სიცხეზე… ბიძია ბოღოჭაზე მბავი… ძაააან მაგარიააააა :)))))))))))))))

    • mkitxveli / May 30 2012 8:28 pm

      ჩემ დროს არ ისწავლებოდა, მეც მერე ქართულის წიგნში ვნახე და გული დამწყდა, წარმოვიდგინე რა სიხარულით გავივლიდი ამ ნაწარმოებს სკოლაში

  10. თამთა / Jun 1 2012 4:30 pm

    მაგაში გამიმართლა. მართლა არჩვეულებრივი ქართულის წიგნები მქონდა მე–10,მე–11 და მე–12 კლასებში. იმედია არ შეცვლიან.

    • mkitxveli / Jun 1 2012 7:20 pm

      მე როგორც ვიცი უკვე შეიცვალა. დედა არის ქართულის მასწავლებელი და მის სკოლაში შეიცვალა

  11. თამთა / Jun 3 2012 5:49 pm

    😀
    არა, მაინც ვერ ვხვდები რა დევს ამ ყოველწლიურ ცვლაში. მართლა წიგნებია,რავი უკეთესს თუ შეიტანენ კლასებში არ ვიცი. დასანანია, რომ სკოლაში არ ისწავლიან ამ ნაწარმოებებს ბავშვები

  12. daa / Oct 14 2012 9:48 am

    ver mivxvdi

    =D

  13. anano / Oct 14 2013 8:53 am

    dzlian shinaarsiani nawarmoebia me dzlian momewona 🙂

  14. anano / Oct 14 2013 8:54 am

    😀

  15. anano / Oct 14 2013 8:55 am

    usayvarlesi mweralia

  16. mari / Jan 26 2014 6:43 pm

    online tu shesazlebelia am wignis wakitxva, shegizliat linki momcet?

  17. მაკო / Mar 9 2015 4:30 pm

    გამარჯობა, მომეწონა შენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს ნაწარმოები წაკითხული გაქვს დიდი თხოვნა მაქვს შემდეგ კითხვაზე მიპასუხო : ამ ნაწარმოების მიხედვით რას უწოდებენ თურქეთში მცხოვრები ქართველები წითელი ქუდების გამო თურქებს? მე ვერ ვიშოვე ვერსად თორემ არ შეგაწუხებდი ❤ გთხოვ მიპასუხე

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.