Skip to content
September 25, 2011 / მკითხველი

ჯორჯ ორუელი – “ცხოველების ფერმა”

“ცხოველების ფერმას” სახეში სილის გარტყმის ეფექტი აქვს. მაგრად განჯღრევს და გამოფხიზლებას გაიძულებს, შენ კიდევ არც ფიქრობ, სად ხარ, რა გარემოში, პროპაგანდისგან გაშტერებული იყურები, ცხოვრება მშვენიერი გგონია. უკან მიდიხარ და ვერ ხვდები, ომი წააგე და გამარჯვებას აღნიშნავ, არ გეზეიმება და დღესასწაულებს ხელოვნურად ქმნი, გეუბნებიან წინა მმართველზე უეკეთესი დროებააო და გჯერა, პრინციპებს გიცვლიან, იდეალებს გიმსხვრევენ და ბედნიერი ხარ!

ჯორჯ ორუელის ეს ნაწარმოები 1945 წელს გამოქვეყნდა, მოინათლა პოლიტიკურ ალეგორიად, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის კრიტიკას ემსახურებოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ის რეჟიმიც წარსულს ჩაბარდა, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია ერთი ერთში ჯდება წიგნის სიუჟეტთან. პოლიტიკურმა რეჟმებმა, არამხოლოდ ჩვენთან (კაპუშცინსკი გამახსენდა) უბრალოდ ფორმა შეიცვლა და წინ ვერ წავედით.

მოქმედება ფერმაში ვითარდება. ცხოველებმა მათი პატრონი ჯოუნსი გააგდეს და ცხოვრება ადამიანის გარეშე დაიწყეს. რევოლუციის შემდეგ აღტკინებამ ცოტა ხანს გასტანა. ჩამოაყალიბეს მიმდინარეობა ენიმალიზმი, შეთანხმდნენ პრინციპებზე, რასაც დაიცავდნენ, ჰქონდათ ჰიმნი და სლოგანი “ყველა ცხოველი თანასწორია”. პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ერთი ლიდერი გააძევეს და მისი ადგილი  კონკურენტმა ნაპოლეონმა დაიკავა. ფერმამ ახალი ტიპის ტოტალიტარიზმი მიიღო.

“ნაპოლეონი ყოველთვის მართალია”.

შიათ და სხვებს თვალს უბამენ ვითომ ბევრი სურსათი აქვთ, ახალ ახალ ტიტულებს იგონებენ, სხვადასხვა ორდენით აჯილდოებენ ცხოველებს, ყველაფერს ბელადს უკავშირებენ ” ამხანაგ ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ხუთი კვერცხი დავდე”.  პირობები გაუარესდა ნაპოლეონი კი ირწმუნება, რომ ჯოუნსის დროსთან შედარებით უკეთესი ყოფაა. “ის იცოდნენ, რომ დიდ გასაჭირში იყვნენ, გამუდმებით შიოდათ და სციოდათ, თუ არ ეძინათ, მუშაობდნენ, თუმცა არც იმაში ეპარებოდათ ეჭვი, რომ უწინ უარესად ცხოვრობნენ, გარდა ამისა, მაშინ მონები იყვნენ. ახლა კი თავისუფალნი არიან, ეს კი ის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომლის აღნიშვნა არასოდეს ავიწყდებოდათ”.

არაფერი გეცნოთ?

ჯორჯ ორუელი

მერე ამოიჩემებ ერთ ადამიანს, შერაცხავ მტრად და ყველაფერ მას გადააბრალებ. შენს ყველა წარუმატებლობას მას მიაწერ.

იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ორუელის მიერ აღწერილი ქელეხის იდენტიფიცირებას თუ მოვახდენდი, ცხენის დაკრძალვაზე კარგად გამოძღნენ, გამოთვრნენ და სად იყვნენ, აღარ ახსოვდათ. ბოლოს პრინციპებთან ერთად მათი დევიზიც შეიცვალა და “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია” გახდა.

მმართველები ხალხს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართავენ, საკუთარ დაპირებებსაც წამდაუწუმ ცვლიან, თვალებში გიყურებენ და მასე კი არა, ასე ვთქვიო, გიმტკიცებენ, შენც დაეჭვებული დგახარ, ალბათ, მე მახსოვდა არასწორადო, ბოლოს იფიქრებ. მერე შენც ისეთივე ღორი ხდები, როგორი მმართველიც გყავს. მას შენ ირჩევ, შენ აძლევ უფლებას ის გიქნას, რაც მოუნდება, დებილივით დგახარ და იტან ყველაფერს, პროტესტის გრძნობა ვისაც უჩნდება, იმას სჯიან და გეშინია, იგივე არ დაგემართოს, იმას კი ვეღარ ფიქრობ, რომ ერთიანობას ვერც ერთი ღორი ვერ უწევს წინააღმდეგობას. ხალხის ძალას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, მერე რა, თუ მათ შორის მრავლად არიან ღორები, ვირთხები, მშიშრები და ეგოისტები. მთავარია, ღირსება არ დაკარგო.

22 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Sep 25 2011 9:03 pm

    “ცხოველების ფერმას” და “1984”-ს საბჭოთა ტოტალიტარიზმს უკავშირებენ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება 1945წლამდე და შემდეგ არსებული ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმის ამოცნობა. პირადად მე ნაპოლეონმა სტალინის გარდა ჰიტლერი და სხვა მსგავსი “ლიდერებიც” გამახსენა.

    • mkitxveli / Sep 25 2011 9:22 pm

      მე შაჰ რეზა და მერე ჰომეინის პერიოდი

  2. Sophie SUNNY Golden / Oct 3 2011 2:29 pm

    თანამედროვე ბრიტანულ ლიტერატურას ეტანები, ვამჩნევ :პ
    გადმოდი ოკეანეს გადაღმა, ჩემს ბანაკში რა: ჰემინგუეი, სელინჯერი, კაპოტე, პლათი და სხვა ბევრი საინტერესო ხალხი გელოდებით :პ

    • mkitxveli / Oct 3 2011 3:13 pm

      ჰემინგუეი ვერა და დანარჩენებამდე მოვალ 🙂 ხო საფრანგეთი გვერდით გავწიე ამ ბოლო დროს.

      ვონეგუტს ვეძებ და ქართულად ვერაფერი ვნახე “დროის რღვევის” გარდა

  3. mzesaswauli / Oct 5 2011 5:31 am

    არაფერი გეცნოთ? – ეეჰ ბევრი რამე რომ მეცნო, მაგის გამო მომეწონა ეს წიგნი ასე ძალიან. არაჩვეულებრივად არის დაწერილი.

    • mkitxveli / Oct 5 2011 6:33 am

      ბევრ ქვეყანას ერგება

  4. katerina / Oct 31 2011 3:28 pm

    მიყვარს ორუელი. ეს წიგნიც და “1984”-იც ისეთია, თითქოს დღეს დაიწერა და ხანდახან ასე მგონია საგანგებოდ ჩვენთვის…
    ეს დიდი მორიდებით: http://wp.me/p1MT1L-lW http://wp.me/p1MT1L-k9

    • mkitxveli / Oct 31 2011 9:34 pm

      კატერინა, ხვალ აუცილებლად წავიკითხავ შენს პოსტს “ცხოველების ფერმაზე”, 1984 კი ახლა უნდა წავიკითხო, ჰოდა მეც რომ დავწერ მერე ვიმსჯელოთ. წინასწარ არ მიყვარს ხოლმე 🙂

  5. bbchadze / Dec 8 2011 12:36 pm

    ყოფითია. ყველა დროის შესაბამისი>

  6. Mari Muradeli / Mar 8 2012 4:58 am

    ამ წიგნს ინგლისურად გავდივარ სკოლაში, და ისე ძალიან არ მიყვარს ინგლისურად კითხვა ,ვერაფრით ვერ დავუდე გული და დანახვაც აღარ მინდა ამ წიგნის , არადა მგონი არც ისეთი საშინელებაა როგორიც მე მეჩვენებაა 🙂 ჯობდა ქართულად წამეკითხა

    • mkitxveli / Mar 8 2012 7:24 pm

      წიგნს თუ გემო არ ჩაატანე არ ღირს მისი კითხვა. ქართულად წაიკითხე თუ ტექსტის სრულად აღქმა ინგლისურად გიჭირს. პატარაა და რამდენიმე საათი დაგჭირდება სულ. “დიოგენეში” ღირს ყველაზე იაფი

  7. Mari Muradeli / Mar 9 2012 2:30 am

    ალბათ ოდესმე წავიკითხავ, ოღონც ეხლა ვერანაერად, საქართველოში არ ვარ 🙂

    • mkitxveli / Mar 9 2012 6:27 am

      ჰოოო 🙂 მაშინ რომელ ენასაც უკეთ ფლობ იმ ენაზე უნდა წაიკითხო

  8. kinogurmani / Mar 17 2012 6:44 pm

    ერთი კვირის წინ გავიგე რო ქართულად ნათარგმნი იყო… 2006 წელს ითარგმნაო ვნახე და დღეს 1992 წელს გამოსულს გადავაწყდი ნახმარ წიგნებში 🙂 ძაან მაგარი იყო… ორ საათში წავიკითხე… 🙂 1984საც კი სჯობია 🙂

    • mkitxveli / Mar 17 2012 9:30 pm

      მეც 1992 წელს გამოცემული წავიკითხე

    • kinogurmani / Mar 18 2012 3:25 pm

      🙂

  9. Lika Likuna / Feb 18 2014 10:26 am

    yvela epoqisatvis damaxasiatebeli moqmedebaa wignshi agwerili..shoki iyo es wigni,netav dgevandeli sazogadoebac am wignis personajebs ar hgavdnen

  10. tinna / Feb 21 2014 11:47 am

    ”cxovelebis ferma” da ”1984” daaxloebit ert ideas atarebs, magram me pirveli mirchevnia, ufro saintereso wasakitxia:))

  11. lisi / Nov 8 2015 9:19 pm

    am wignis eleqtronuli versia minda, qartuli, tu arsebobs. :/

  12. გელა / Nov 9 2015 3:53 pm

    კი,ზუსტად არ მახსოვს, გუგლიდან ამომიგდო. ქართული ასოებით ჩაწერე.

Trackbacks

  1. ჯორჯ ორუელი – “1984″ | tamartsetskhladze
  2. ჯორჯ ორუელი – “1984” | წიგნი

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.