Skip to content
September 1, 2012 / მკითხველი

ფიოდორ დოსტოევსკი – “ძმები კარამაზოვები”

სამი ძმა – დმიტრი (მიტია), ივან, ალექსეი (ალიოშა) ფიოდოროვიჩ კარამაზოვი და მამა – ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვი – ოთხი მთავარი პერსონაჟი და დანარჩენები. დოსტოევსკი ერთადერთი მწერალია, რომლის ნებისმიერი ნაწარმოების დამთავრების შემდეგ უბრალოდ არ ვიცი, ფიქრი საიდან დავიწყო. მერე დავდივარ და სულ მისი გმირები მყავს ტვინში.

დოსტოევსკის აქვს უნარი მკითხველი შეახედოს პერსონაჟის შინაგან სამყაროში და მისი განცდების სრულად გაზიარება აიძულოს. შენც იტანჯები დმიტრისთან ერთად როცა უსამართლოდ სჯიან და მის ნაცვლად ითხოვ „თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო!“

ივანივით არეული ხარ, „თეთრი ცხელება“ გჭირს და ფიქრობ „მე ღმერთს კი არა, მის მიერ შექმნილ ღვთიურ სამყაროს არ ვაღიარებ.“

და მაინც, ალიოშას სიწმინდესა და სიმშვიდეს ინარჩუნებ.

ეს თვისება თუ უნარი ამ რუს მწერალში ყველაზე მეტად მომწონს, კითხვის მერე საოცრად დაღლილი ვარ ხოლმე განცდებით, ფიქრებითა თუ ტვინის ჭყლეტით, კიდევ იმით, რომ ვცდილობ ბოლომდე ყველაფერი გავიგო, მაგრამ არ გამომდის და ეს კიდევ უფრო მღლის. ამიტომ მისი წიგნების წაკითხვისთვის განსაკუთრებულად ვარჩევ ხოლმე დროს.

„ძმები კარამაზოვები“  საოცრად მრავალმხრივი/მრავალთემიანი ნაწარმოებია, გარდა თვითონ ოჯახური ტრაგედიისა (უფრო ადეკვატური სიტყვა არ მახსენდება),  ფიქრობ მამაშვილობაზე, საზოგადოებისა და ადამიანის დამოკიდებულებაზე, იმაზე, როგორ მარტივად განსაჯიან ხოლმე სხვას. როგორ შეუძლიათ თავისავე გამონაგონი ირწმუნონ, და მერე ამ სინამდვილედ გასაღებულით სხვისი ბედი დაწერონ.

ჭეშმარიტი რეალისტი, თუ ის მორწმუნე არ არის, ყოველთვის იპოვის თავის თავში ძალას და უნარს, სასწაულიც კი არ ირწმუნოს. უცილობლადაც რომ დაუდგეს თვალწინ, საკუთარ გრძნობებს დაუჯერებს, ბუნებრივ მოვლენად ჩათვლის, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდა. რეალისტში რწმენა სასწაულისგან კი არ იბადება, არამედ სასწაული იბადება რწმენსგან. რეალისტი ერთხელ მაინც თუ ირწმუნებს, სწორედ თავისი რეალისტობის გამო უცილობლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.“

კიდევ პიროვნების გაორებაც გაწუხებს, ადამიანთა სიბოროტე გაშფოთებს, ღმერთზე სხვა კუთხით ფიქრობ და გული გწყდება ბავშვებზე. ის რომ ფინალური ეპიზოდი სწორედ ილუშას გასვენება და ბავშვების ფიცია, სინანულის განცდას გიტოვებს, თუმცა  ყველაზე ოპტიმისტური თავია ამ თითქმის ათასგვერდიან ნაწარმოებში.

სინამდვილეში ყველაფერი ბავშვებიდან იწყება და მაშინ განცდილი, ქვეცნობიერში დალექილი წლების შემდეგ ჩვენი ქცევების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება. ამის დასტური მიტიასა და ივანის ქმედებებია.

მიტიას მთელი შინაგანი ბუნება, ხასიათი ყველაზე კარგად სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვიდან ჩანს, სადაც ის საოცრად გულწრფელი და ნამდვილია.

„მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი.“

მეცოდებია მიტია, მისი ცხოვრების გამო მეცოდება და კიდევ იმისთვის, რომ არავინ ჰყავდა გვერდით, ვინც სიმშვიდეს მოუტანდა.

ივანს სწამდა, რომ ყველა ტანჯვა გაივლის და ბოლოსდაბოლოს მოგვევლინება რაღაც იმდენად ძვირფასი, „რაც ყველას იმედგაცრუებას დაუამებს, ადამიანთა მიერ ჩადენილ ყველა ბოროტებას, მათ მიერ დაღვრილ ყველა სისხლს გამოისყიდის. ყველას ეყოფა, რომ არამხოლოდ მიტევება გახდეს შესაძლებელი, არამედ იმის გამართლებაც, რაც ადამიანებს გადახდათ თავს.“

ფიქრობდა, რომ „სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად“.

საერთოდ ღმერთის თემა ყველაზე მეტად ივანს აწუხებს, მხოლოდ ალიოშას ესაუბრება და მასთან საუბრისას ერთგვარ თვითგამორკვევის პროცესს იწყებს. საკუთარ პოემასაც აცნობს, სადაც მეორედ მოსვლის ეპიზოდია მოთხრობილი და ინკვიზიტორსა და ღმერთს შორის დიალოგი მიდის.

ფიოდორ დოსტოევსკი

იქ ინკვიზიტორი თავად ივანის ფიქრებს წარმოთქვამს, „საკმარისია ადამიანმა სასწაული უარყოს, მაშინვე ღმერთსაც უარყოფს, რადგან ის იმდენად ღმერთს კი არ ეძებს, არამედ სასწაულს და რადგან ადამიანს სასწაულის გარეშე  არსებობა არ შეუძლია,  თვითონვე შექმნის სასწაულს, უკვე საკუთარს და ამ საკუთარის, ექიმბაშებისა და მჩხიბავთა ჯადოქრობების წინაშე მოიყრის მუხლს.“

და მერე ინკვიზიტორი თავად ქრისტეს მიმართავს.

„შენ არ ჩამოსულხარ ჯვრიდან, როდესაც გიყვიროდნენ „იხსენი თავი შენი“. არ ჩამოხვედი, რადგან ისევ და ისევ არ გინდოდა სასსწაულის ძალით დაგემონებინა ადამიანი. შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა  და არა სასწაულებით დამონებულის.“

ამ მთელ ამბავში ორი ქალია – კატერინა და გრუშა. მათი ქცევები იმდენად ლოგიკური, რეალური და ემოციურია… თუმცა უკვე ვთქვი, რომ დოსტოევსკის ყველაფერი მჯერა.

ადვოკატი დაქირავებული სინდისიაო და მე კიდევ ცხოვრებაში პირველად ამ პროფესიაზე დავფიქრდი. ყველაზე ლოგიკურად მოაზროვნე ხალხია. ალბათ, ვერასდროს ვიქნებოდი ვინმეს ადვოკატი. რომ არა კატიას გამოხდომა, დარწმუნებული ვარ, ფეტიუკოვიჩი საქმეს მოიგებდა.

დოსტოევსკი “ძმები კარამაზოვებით” დაგვემშვიდობა.

72 Comments

Leave a Comment
  1. iko / Sep 1 2012 12:41 pm

    ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია მსოფლიო ლიტერატურაში. დოსტოევსკიზე ღრმად ვერავინ იხედება სულში. მამა ზოსიმეს ისტორიაც ძალიან მნიშვნელოვანია. http://blogger.ge/post/1424

    • mkitxveli / Sep 1 2012 12:45 pm

      კი, უბრალოდ იმდენად მრავალთემიანი ნაწარმოებია ყველაფერს ვერ გაწვდები ერთ მცირე პოსტში, რეცენზენტობა კიდევ მე არ გამომივა 🙂 ალიოშას როლიც არ ჩანს კარგად ამ პოსტში არც მიტიას ხასიათი. უბრალოდ თუ ვინმეს მოუნდება წიგნის წაკითხვა ამ პოსტის მერე, ეგ იქნება ყველაზე კარგი 🙂

    • salome / Nov 13 2013 1:10 pm

      ყველაზე მაგარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიაა…არამგონია ვინმეს საერთოდ ასე რეალურად და გენიალურად წარმოეჩინა ბერის პიროვნება

    • gela / Feb 4 2014 5:58 pm

      iko აბსოლიტურად გეთანხმები. დოსტოევსკი უძლიერესი მწერალია, ხოლო ძმები კარამაზოვები ალბათ მისი საუკეთესო ნაწარმოები. მამა ზოსიმე საინტერესოა ძალიან. იცი თავიდან , რომ წავიკითხე ვერ მივხვდი სიკვდილის მერე 1 დღეში რომ გაიხრწნა ასეთი კეთილშობილი ადამიანი, რატომ გაიმეტა ასე მწერალმა, მართლა ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივუხვდი, ძალიან დიდი აზრი ჩადო აქაც კი.

  2. rusa111 / Sep 1 2012 1:24 pm

    მართლა ძალიან ღრმა და მრავალპლანიანი ნაწარმოებია, ყოჩაღ, როგორ შეეჭიდე! ადამიანები თავისი ღირსებებითა და სისუსტეებით ყოველთვის კარგად ჩანს დოსტოევსკისთან და თან ეს ყველაფერი გიყვარს. ალბათ ესაა ნამდვილი ჰუმანისტის უნარი.

    • mkitxveli / Sep 1 2012 3:04 pm

      შეჭიდებით კი შევეჭიდე, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი მაინც, როგორც მიყვარს ხოლმე ისე ბოლომდე ვერ გავიაზრე და ახლა ათასნაირი კითხვა დამრჩა ტვინში. მათ საპასუხოდ ოდესმე ერთხელ კიდევ მივუბრუნდები

  3. spleet / Sep 1 2012 2:21 pm

    რუსული ლიტერატურა თავადაა რაღაც სხვაირი.ა რ გავს ქართულს და მითუმეტეს უცოურს, ცალკე ფენომენია.

  4. NicaStendali / Sep 1 2012 2:40 pm

    dostoevskis yvlea nawarmoebebi
    maqvs cakitxuli rusulad,sheudarebelia.am zafxuls tavidan gamitaca dostoevskim da meored cavikitxe”prestulenie i nakazanie” da “igroki”.dostoevski da gamsaxurdia chemi favoritebia da mati kitxva arasodes mombezrdeba.

  5. NicaStendali / Sep 1 2012 2:41 pm

    “- Вы не Достоевский, – сказала гражданка, сбиваемая с толку Коровьевым.
    – Ну, почем знать, почем знать, – ответил тот.
    – Достоевский умер, – сказала гражданка, но как-то не очень уверенно.
    – Протестую, – горячо воскликнул Бегемот. – Достоевский бессмертен!”

  6. Nini / Sep 1 2012 4:34 pm

    ახლახანს წავიკითხე ეს წიგნი და ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაფერში გეთანხმებით , ამ წიგნში უამრავი,სხვადასხვა თემაა წამოჭრილი და ყველა თითქმის ერთნაირად მნიშვნელოვანია. დოსტოევსკმა რომანის დასაწყისში აღნიშნა,რომ მისი საყვარელი პერსონაჟი ალექსეი კარამაზოვია , ჩემთვის კი სამივე ძმა თითქმის ერთნაირად საყვარელია. ივანი ძალიან განათლებული,ჭკვიანი და დამოუკიდებელი ადამიანი დადგა,ამის გამო დიდ პატივს ვცემდი და არა მარტო ამის გამო. დმიტრი მეც თქვენსავით მეცოდებოდა,ხანდახან მაღიზიანებდა კიდეც ასეთი მიამიტი და ს ა ც ო დ ა ვ ი რომ იყო,სასამართლოზეც ტყუილუბრალოდ დაისაჯა და წიგნის ამ მომენტს ალბათ ყველაზე დაძაბული ვკითხულობდი,მეც ბოლომდე მჯეროდა რომ მიტიას ადვოკატი პროცესს მოიგებდა ( . ალიოშა ძალიან საყვარელი,წმინდა სულის ადამიანი იყო , მაგრამ როგორც თავად დოსტოევსკი ამბობს , ისიც კარამაზოვი იყო და მასშიც ჩქეფდა კარამაზოვული სისხლი. ჩემი საყვარელი პერსონაჟი მაინც ალბათ ალიოშაა , თავისი უბრალოებით .

    რომანის ფინალიც ძალიან ტრაგიკული იყო . ილუშას დასაფლავებაზე ყველაზე მეტი ვიტირე და მისი თანატოლების ფიცზე,საერთოდ მაშინაც როცა ავტორი მის ოჯახს აღწერდა,ამ ოჯახის წევრებს,რომლების სხვადასხვა სნეულებებით იყვნენ ავად,მაშინაც ძალიან შეწუხებული და აღელვებული ვიყავი,ილუშა თუ მოკვდებოდა რატომღაც არ მეგონა. მამამისი ძალიან შემეცოდა. კრასოტკინიც.

    ეს რომანი ჩემთვის ძალიან საყვარელი გახდა,სამწუხაროდ დოსტოევსკის მხოლოდ ეს მაქვს წაკითხული . მეც ისეთი შეგრძნება დამრჩა,რომ ბევრი მაქვს გასაგებია კვლავ ამ წიგნიდან . მოკლედ, ძალიან გამიხარდა თქვენს ბლოგზე ამ წიგნზეც რომ აღმოვაჩინე პოსტი.

    • mkitxveli / Sep 1 2012 4:37 pm

      მე მისი ორი რომანიღა დამრჩა წასაკითხი და სულ უფრო და უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მერე კავშირებს ვპულობ ამ ნაწარმოებების ერთმანეთთან და ვიხლართები

    • gela / Feb 4 2014 6:07 pm

      ნინი გეთანხმები რომ სამივე ძმა საყვარელია, მე იმასაც კი ვიტყოდი რომ მეოთხე ძმა, რომელიც მდაბიოსაგან ეყოლა, ისიც არ არის ბოლომდე უარყოფითი. თვთ მამა კარამაზოვშიც არის კარგი თვისებები და საერთოდ, ძალიან კარგად დაგვანახა მწერალმა ადამიანების შინაგანი ბუნება. მოკლედ ძალიან მაგარია დოსტოევსკი.

  7. Nini / Sep 1 2012 5:15 pm

    და თქვენი საყვარელი კარამაზოვი რომელია ? პერსონაჟი.

    • mkitxveli / Sep 1 2012 5:23 pm

      არამგონია რომელიმეს გამორჩევა ღირდეს, მით უფრო რომ საერთოდ არ მყავს საყვარელი გმირები ან პერსონაჟები არც წიგნში და არც ფილმში, იმიტომ რომ ნაწარმოები კომპლექსურია და ვერასდროს ვაცალკევებ რომელიმე პერსონაჟს.

      აქაც სამივე ძმა ერთმანეთის გარეშე ის აღარ იქნებოდა, რაც ნაწარმოებშია, ამიტომაც ჩემთვის სამი ძმა კარამაზოვი ერთი პერსონაჟია

  8. merytovey / Sep 1 2012 6:23 pm

    mec tsavikitxe upro scorad davicke tsakitxva magram bolomde ver mivedi ar vici albat am momentshi ar var mzad rame seriozuli tsavikitxo, albat momavalshi tavidan davickeb kitxvas rodesac amistvis mzad viknebi.sheidzleba chemi damokidebuleba imanac ganapiroba rom qartuli targmani ar mkonda da sxva enaze momixda tsakitxva amitomac ver gavitavise ise rogorc iko sachiro

    • mkitxveli / Sep 1 2012 6:31 pm

      მე ერთი წელი ველოდე ამ დროს 🙂 ასე რომ დაგიძახებს თვითონ. თუ ძალიან კარგად არ იცი რუსული მაშინ ქართულად სჯობს წაკითხვა

  9. merytovey / Sep 1 2012 7:25 pm

    ara me berdznuli tarmgani makvs enac dzalian kargad vici,tviton wignia mdzime da ar ikitxeba erti amosuntkvit mec shensavit davlodebi im dros roca survili gamichndeba interesit tavikitxo da gaviazro, samagierod tsavikitxe ‘JEIN GERHARDTI’ , dzalian sainteresoa upro msubuki sakitxavi magram me damapkra bevr rameze,is problemebi rac wignshia mocemuli dgesac aktualria qartul sazogadoebashi da ara marto …

  10. shuzina / Sep 2 2012 8:01 am

    online sheidzleba ro caikitxooo??

    • mkitxveli / Sep 2 2012 7:56 pm

      ქართულად არა და რუსულად თუ გინდა, მოგიძებნი

  11. Kejeradze / Sep 3 2012 11:34 am

    მგონი, კარამაზოვებზე ამოუწურავი არაფერი წამიკითხავს… დარწმუნებული ვარ, მეორედაც უამრავ ახალ დეტალს აღმოვაჩენ…

  12. anna / Sep 6 2012 5:08 pm

    ra sasaciloa, ukve mesame posts cer im tanmimdevrobit ra tanmimdevrobitac me cignebi davamtavre 🙂 davamtavreb – dacer da ase:)

    • mkitxveli / Sep 6 2012 7:33 pm

      არსებობს რაღაც 🙂 არადა წიგნებს ვეღარ ვკითხულობ ეხლა, დროში გავიჭედე

  13. khatia / Sep 9 2012 9:36 pm

    ჩემი ივანი<3

  14. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / Sep 9 2012 9:37 pm

    ჰაჰა პარადოქსს გეტყვი, ჩემო ნატა, მაგრამ არ მიყვარს მე დოსტოევსკი, ძალიან გლუმია, ძალიან. საშინელ ფერებში ხედავს ადამიანებს, ცხოვრებას, სამყაროს და არასაჩემო მწერალია. ძმები კარამაზოვები არ მაქვს წაკითხული და აღარც ვაპირებ უკვე, ისეთ ჰასაკსა და სოციალურ/ოჯახურ სტატუსსა ზედა ვარ 🙂
    პრინციპში, რუსული პროზა მძიმეა და შავი უმეტესად. აი, პოეზია სულ სხვაა.

    • mkitxveli / Sep 9 2012 9:44 pm

      ესე ჰასაკების მოშველიება მკლავს შენგან 🙂 მე მიყვარს დოსტოევსკი და ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები და ყველაზე მოცლილობის ჟამს ველოდები ხოლმე

    • zazanova / Oct 8 2013 8:56 pm

      sophie uvici xar}}

    • mkitxveli / Oct 10 2013 12:22 pm

      zazanova როცა ადამიანს არ იცნობთ და ასე აფასებთ, უხერხულობას არ გრძნობთ?

    • გელა / Jul 16 2015 5:28 pm

      საშინელ ფერებში არ ხატავს, ისე ხატავს როგორც რეალურ ცხოვრებაშია. გირჩევ წაიკითხო და ისე შეაფასო.

  15. tina / Oct 7 2012 10:52 pm

    me miyvars dostoevski, msoflio literaturis yveladze dzlieri mweralia, idiotis mere kide tu sheidzleboda dostoevsit agfrtovaneba ar megona magram karamazovebi pikia, me dmitri momwons misi personaji yvelaze metad gavitavise mokled dostoevsi miyvars

    • mkitxveli / Oct 8 2012 7:26 pm

      “დანაშაული და სასჯელიც” ნახე

  16. თათა / Oct 8 2012 6:34 pm

    წიგნი რომელიც არ ვიცი რაა :)))))) ისე მაგარია, ისე მაგარი რომ როგორ ვთქვა:)) დოსტოევსკი გენიოსი იყო(ახალი ამბავი:D ) :))))). ძალიან ძლიერი წიგნია. გეცოდინებათ ალბათ, ნიცშემ რომ თქვა,ფსიქოლოგიის თუ რამე ვიცი დოსტოევსკით ვიციო.
    ამის მერე “დანაშაული და სასჯელი წავიკითხე”.
    თუ დაკვირვებიხართ მიტია კარამაზოვს(ძმები კარამაზოვების გმირი) და როდია რასკოლნიკოვს(დანაშაული და სასჯელის გმირი) თავი ასე თქვათ ცუდ ადამიანებად მიაჩნიათ და იმით ისჯაინ თავს(თავი, თავს…ამას რაღაც შეცდომა ქვია და მომიტევეთ) რომ ცუდი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობენ( მიტია გრუშასთან და როდია სონიათან).
    კიდე ბევრი რამ არის საინტერესო. მაგრამ იმდენი გექნებათ ნაფიქრი აღარ დავწერ.

    პირადად მე ივანი მომწონს ძალიან : ) (რა ვართ ეს გოგოები ვერაფერი წაგვიკითხავს, რომ არავინ შეგვიყვარდეს:დ ) “თავაგანწირული ძმა” : )

    • mkitxveli / Oct 8 2012 7:31 pm

      მიტიასა და როდიას შედარებებზე არ მიფიქრია, დროში ძალიან დიდი დაშორებით წავიკითხე 🙂 🙂

      შენ კიდევ იმაზე ფიქრით “ისჯი თავს” გრამატიკულად სწორად წერ თუ არა 🙂 ტავტოლოგია ჰქვია მაგას, მაგრამ მთავარი გულწრფელობაა კომენტარებშიც და ნაწარმოების შემდეგ მიღებული ემოციების გადმოსაცემად

    • ირაკლო / Sep 13 2017 5:19 pm

      არა მგონია როდია სინიასთან ურთიერთობისთვის იდანაშაულებდეს თავს. სად აქვს დრო მაგისთვის 😀 (ეს ნახევრად ხუმრობით). ისე სონია განსაკუთრებული პერსონაჟია. თავი რატო. უნდა დაიდანაშაულოს. ჩემ ყველაზე საყვარელი პერსონაჟია სონია. და მივხვდი რომ თუ მას ამრეზით შევხედავდი თავიდან, მერე ვეღარ დავინახავდი მის უნიკალურ და ძალიან ძვირფას თვისებებს რომლებიც მას ჰქონდა.

  17. თათა / Oct 8 2012 7:53 pm

    🙂 ხო, ტავტოლოგია. ემოციებით “დახუნძლულს” ტავტოლოგია კი არა წერტილი და მძიმე მავიწყდება ხოლმე (არამარტო წერისას, საუბარშიც).
    მართლა კარგი წიგნია და ავტორიც ჩემის აზრით, ყველაზე ძლიერი მწერალია მსოფლიოში 🙂

    • mkitxveli / Oct 8 2012 9:08 pm

      ემოციები გულწრფელად გადმოცემული კარგია 🙂 ამიტომ არ მოგეროდის მისი გამოხატვის 🙂

  18. malu / Nov 16 2012 3:50 pm

    fiodoris meotxe shvili dagavicydat, isic chkviani da saintereso adamiani iyo, tanac amoucnobi… ubralod mas is ar qonda rac ivans alioshas da mitias.

    • თათა / Feb 10 2013 1:26 pm

      მეოთხეს ქონდა ის რაც არცეთ ძმას არ ახასიათბდა – ულევი ბოღმა. რაც, ჩემი აზრით, ცხოვრების ბრალია. ის ხომ სამადლოდ იზრდებოდა, როგორც მათხოვარის ნაბუშარი და არა ძმებივით თავადი, ბავშობიდანვე აზრჩანერგილი, რომ წარჩინებული გვარის შთამომავალი იყო. მისი ეს თვისება ჩემთვის, მკითხველისთვის, ნაკლებ სიმპათიას იწვევს, მიუხედავად მისი გამჭრიახი ჭკუისა.

  19. Ani / Nov 23 2012 1:36 pm

    Dzalian gamikharda dostoevskzec rom gaakete posti.
    Chemtvis yvelaze magari mweralia…
    Minda gitkhrat,rom chemtvis dostoevskis nawarmoebebis wakitkhva aravis urchevia,ertkhel chemma megobarma,skolis bibliotekidan ”idioti” gamoitana (sataurit dainteresda),magram ar waikitkha,da rom vkitkhe ratomtqo, martla idiotobaao….mec araperi agar mitkhvams,an ra unda metqva,wanakitkhi ar mqonda da….hoda ert dges,saqme rom araperi mqonda,shemtkhvevit vnakhe sakhlshi ”idioti” da daviwye kitkhva,,,davamtavre wigni da mivkhvdi, rom dostoevski ertaderti iyo,mas shemdeg vkitkhulob ”dostos”(siyvarulit Minda gitkhrat,rom chemtvis dostoevskis nawarmoebebis wakitkhva aravis urchevia,ertkhel chemma megobarma,skolis bibliotekidan ”idioti” gamoitana (sataurit dainteresda),magram ar waikitkha,da rom vkitkhe ratomtqo, martla idiotobaao….mec araperi agar mitkhvams,an ra unda metqva,wanakitkhi ar mqonda da….hoda ert dges,saqme rom araperi mqonda,shemtkhvevit vnakhe sakhlshi ”idioti” da daviwye kitkhva,,,davamtavre wigni da mivkhvdi, rom dostoevski ertaderti iyo,mas shemdeg vkitkhulob ”dostos”(siyvarulit Minda gitkhrat,rom chemtvis dostoevskis nawarmoebebis wakitkhva aravis urchevia,ertkhel chemma megobarma,skolis bibliotekidan ”idioti” gamoitana (sataurit dainteresda),magram ar waikitkha,da rom vkitkhe ratomtqo, martla idiotobaao….mec araperi agar mitkhvams,an ra unda metqva,wanakitkhi ar mqonda da….hoda ert dges,saqme rom araperi mqonda,shemtkhvevit vnakhe sakhlshi ”idioti” da daviwye kitkhva,,,davamtavre wigni da mivkhvdi, rom dostoevski ertaderti iyo,mas shemdeg vkitkhulob ”dostos”(siyvarulit Minda gitkhrat,rom chemtvis dostoevskis nawarmoebebis wakitkhva aravis urchevia,ertkhel chemma megobarma,skolis bibliotekidan ”idioti” gamoitana (sataurit dainteresda),magram ar waikitkha,da rom vkitkhe ratomtqo, martla idiotobaao….mec araperi agar mitkhvams,an ra unda metqva,wanakitkhi ar mqonda da….hoda ert dges,saqme rom araperi mqonda,shemtkhvevit vnakhe sakhlshi ”idioti” da daviwye kitkhva,,,davamtavre wigni da

  20. Verzonti / Dec 12 2012 1:49 pm

    კარამაზოვების უკომენტაროდ გატარება არ შემიძლია 🙂 სხვათა შორის, ერთ დროს მეც მქონდა მო–პირად–ლიტერატურო ბლოგი, სადაც წიგნებზეც ხშირად ვწერდი. ჰოდა, კარამაზოვებზე ერთი სიტყვაც ვერ დავწერე, იმდენად…იმდენად….აი, ვერც ეხლა ვწერ 🙂
    ერთი რამე ვერ გავიგე მარტო – რატომ მო(გ)წონთ ალიოშა 😐 საერთოდ, რატომ იყო წიგნში, ისიც კარამაზოვი იყო და იმიტომ? 🙂 სმერდიაკოვი ან თუნდაც კოსტია უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ჩემგან, როგორც პერსონაჟი, ვიდრე ალიოშა.
    სხვა დანარჩენში კი ყველას ვეთანხმები უკიდეგანო აღფრთოვანებაში 🙂

    • თათა / Feb 10 2013 1:30 pm

      ალიოშა ძალზედ ღრმა და საინტერესო პერსონჟია, ვერ დაგეთანხმებით, რომ არ უნდა მოწონდეთ, ან უარესი- წიგნში არ უნდა იყოს.

    • Zura Jiqia / Aug 4 2013 8:20 pm

      aliosha iseti personajia rogor unda tqma rom sheidzleba ar mogwondes… shesavali kidev waikitxe karamazovebis.. mtel mag romanshi sadac moqmedeba vitardeba yvelapris tanaziaria aliosha.. tu umoqmedobis gamo ar mogwons ? aliosha ert erti udidesi personajia saertod msoflio literaturashi.. bolobolo “bavshvebs arigebs chkuas” wignis bolos.. tan ra bavshvebs, qristes 12 mociqultan roa gaigivebuli 🙂 ar vici karamazovebze ra davwero mara aliosha rom ar mogwons eg ver gavatare 😀

    • irakli / Apr 30 2016 4:22 pm

      სმერდიაკოვში რა მოგეწონა მითხარი რა. მართლა მაინტერესებს. ჩემთვის ალბათ ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი ეგ იყო. შეიძლება ფიოდორ პავლოვიჩის მერე 😀 მარა ეგეც ბოლომდე არ ვიცი 😀

  21. Gio Beraia / Jan 11 2013 2:41 pm

    “- Вы не Достоевский, – сказала гражданка, сбиваемая с толку Коровьевым.
    – Ну, почем знать, почем знать, – ответил тот.
    – Достоевский умер, – сказала гражданка, но как-то не очень уверенно.
    – Протестую, – горячо воскликнул Бегемот. – Достоевский бессмертен!”

  22. sheshlili / Jan 29 2013 3:53 pm

    დოსტოევსკი ძალიან მაგარია. ❤

  23. keti / Feb 6 2013 6:44 pm

    ესაა სულის მზე მწერალი…ციხელაა <3….

    • keti / Feb 6 2013 6:45 pm

      cisxelaaaaaaaa

  24. nino / Mar 6 2013 9:06 am

    ძმებ კარამაზოვების ბოლოს რომ ვკითხულობდი მეგონა მეც იქ ვიყავი და ალიოშას სიტყვები მესმოდა, თითქოს გვერდითმედგა და იმ ბაშვებთან ერთად მეც ვტიროდი. შეგრძნება დიდხანს გამყვა ახლაც ისე აღმაფრთოვანებს როგორც მაშინ.

  25. nikatodua / Mar 18 2013 10:28 am

    მაგარია “კარამაზოვები”, მაგრამ მათ ძმობას ვერ ვაფასებ ❤

    • გელა / Jul 2 2015 11:33 am

      ფეი ბუკოვსკი— ჩემი კომენტარი დავტოვე მაგ საიტზე.

  26. barnaba / Apr 6 2013 11:15 pm

    თამამად ვამბობ- ჯერ “ძმებ კარამაზოვებზე” კარგი, ღრმა, ზე-წიგნი არაფერი წამიკითხავს. შემძრა სულიერად , ხორციელად! მობილიზება გამიკეთა, იმდენად რომ სულმოუთქმელად ვკითხულობდი. დისტოევსკი უდავოდ გენიოსია, რომელსაც ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა ეცოცხლა, რომ ასეთი “ღრმა წვდომის” უნარი მილიონობით მკითხველისთვის კიდევ უფრო მეტ წიგნში ასახულიყო. თუკი შეიძლება ითქვას, რომ ვინმე საუკუნეების წინ მცხოვრები, ნიჭიერი და “სულიერი” ადამიანი შეგიყვარდა, ეს დოსტოევსკია<3
    პოსტი მომეწონაააააა<3

    • gela / Feb 4 2014 6:10 pm

      ბარნაბა, 100 პროცენტით გეთანხმები

  27. ელენე / Jun 23 2013 8:49 am

    ეს წიგნი თბილისში, რუსულად, სად შევიძინო, ვინმე ხომ ვერ დამეხმარება??

  28. tina / Jul 27 2013 2:23 pm

    საინტერესო პოსტია..:))
    რაც შეეხება , ,,ძმებ კარამაზოვებს” , დღეს დავასრულე ..ვცდილობ ნელა ვიკითხო დოსტოევსკი და ტვინის ჭყლენტაც ბევრჯერ მომიწია..კითხვის პროცესში მეგონა მესმოდა მეტნაკლებად ყველაფერი .ახლა კომენტარის დაწერა რომ მომინდა კიდე ვერაფერს ვერ ვწერ, საერთოდ ვერაფერს და ნერვები მეშლება ..ყველაზე ძლიერი მომენტი ჩემთვის ივანისა და ალიოშას საუბარია ღმერთის არსებობა-არარსებობის შესახებ ..მეც მიფიქრია ამ თემაზე ხშირად ,,ეს საკითხი სრულიად არაბუნებრივია სამგანზომილებიანი სამყაროს აღმქმელი გონებისთვის ..ამიტომაც ვაცხადეებ ღმერთს პირდაპირ და უბრალოდ ვაღიარებ ” .ლოგიკის გარეშე ცხოვრების სიყვარულის ,,,შიგ-თავსიანად” სიყვარულის, იდეა პირველად დოსტოევსკთან ვნახე ..რამდენიმე ფრაზა იყო კიდე ძალიან ,,რაღაცნაირი (სხვა სიტყვით ვერ აღვწერ)
    ,,სილამაზე -უცნური და საშინელი რამაა, საშინელი-იმიტომ რომ გამოუთქმელია , და ვერც განსაზღვრავ , იმიტომ რომ უფალმა მხოლოდ გამოცანები დაგვიტოვა.აქ ნაპირები ერთდება , აქ ყველა წინააღმდეგობა ერთდ ცხოვრობს”
    ესეც _ ,,ადამიანი რომ შეიყვარო , მის ჭეშმარიტ სახეს ვერ უნდა ხედავდე , თორემ თუ ხედავ -სიყვარული ქრება ”
    ან კიდე _ ,, სახელოვანი ხარ? მდიდარი , ჭკვიანი . ნიჭიერი ? -ღმერთმაც დაგლოცოს , ამისთვის გცემ მეც პატივს , მაგრამ ისიც ვიცი , რომ მეც ა დ ა მ ი ა ნ ი ვარ , თუნდაც იმით , რომ ესოდენ უშურველად გცემ პატივს , და სწორედ ამითვე ვავლენ შენ წინაშე ჩემს ადამიანურ ღირსებას”
    საყვარელი პერსონაჟი კიდე არც ალიოშაა, არც ივანი და არც მიტია .. კოლია კრასოტკინი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ..:)და შემიყვარდა კიდეც..:)შეიძლება იმიტომაც რომ ტოლები ვართ ..:))

    p.s იცით , უკვე ბევრი წიგნი წავიკითხე ამ ბლოგის გავლენით , ძალიან მიხარია ,რომ აღმოვაჩინე ..:))

    • გელა / Jul 2 2015 11:41 am

      თინა გეთანხმები ერთ-ერთი ძლიერი მომენტი სწორედ ეგ ადგილია, თუმცა მთლიანად უძლიერესი ნაწარმოებია. ხოლო, რაც შეეხება დადებით პერსონას , 100 პროცენტით დადებითი ან უარყოფითი ადამიანი, თუნდაც პერსონაზი არ არსებობს. მე სამივე ძმა მომწონს თავისებურად, თუმცა ალიოშა მაინც ყველაზე დადებითია. ხოლო მთლიანად ნაწარმოებში მგონი მამა ზოსიმე საუკეთესოა.

  29. luka / Jul 31 2013 3:41 pm

    xandaxan minda xolme davjde da vinmes vesaubro tundac am wignis shesaxeb, magram verc gogos ipovi da verc bichs saamisod…

  30. luka / Jul 31 2013 3:42 pm

    tavisuplebaze metros win iyideba rusuli gamocema elene

  31. irma / Oct 26 2013 7:24 am

    აღფრთოვანებულივარ უბრალოოოდ ❤

  32. rezi / Nov 8 2013 6:41 pm

    sxata shoris pirveli nawarmoebia chemtvis dzmebi karamazovebi am romanit vecnobi dostoevsks da darwmunebuli var kidev wavikixav mis nawarmoebebs. geniaa es kaci da saertod dzmebi karamazovebi ra vqna chemtvis jer jerobit samive dzma tipiurad gansxvavebuli personajia aliosha angelozadaa tirqis nawarmoebshi warmochenil dimitri yvelaprisdamiuxdavad mainc aqvs sindisi tundac is rom mas yavs pirovneba kerdzod aliosha vistanac nebismieri ambis moyola sheudzlia. ivni ki chemtvis tu sheidzleba ase vtqva yvelaze metad uaryofiti personajia vnaxot rogor ganvitardeba moqmedebebi magram jer jerobit ase chemtvis

  33. ნ.მ. / Nov 12 2013 7:17 pm

    პირველად სტუდენტობისას წავიკითხე (რუსულად, რა თქმა უნდა). ფურცელ-ფურცელ, ნელა ვკითხულობდი, რათა ბოლომდე შემეცნო ის ფილოსოფია, მასში რომ ჩადო მწერალმა. ახლა მეცინება ამაზე, თურმე ვერაფერი გამიგია მაშინ. მრავალი წლის შემდეგ, როცა გარკვეული ღირებულებების გადაფასება ხდება ხოლმე, ამ წიგნმა ხელახლა მაპოვნინა საკუთარი თავი. თუმცა ვიპოვე კი? არ ვიცი, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო და ალბათ ბევრ ახალს კიდევ აღმოვაჩენ. ჭეშმარიტი კლასიკა ეს არის _ არ ძველდება.

  34. gela / Feb 4 2014 6:19 pm

    ეს არის ჩემი უსაყვარლესი წიგნი. საერთოდ დოსტოევსკია გენიოსი. ადრეულ წლებში წავიკითხე დანაშაული და სასჯელი და გადავირიე ისე მომეწონა. სხვებიც ძლიერი ნაწარმოებები აქვს, მაგრამ ძმები კარამაზოვები საერთოდ გენიალურია. ადამიანი როცა ჩამოყალიბების სტადიაშია, ალბათ 14-20 წლის, აუცილებლად უნდა წავაკითხოთ მსგავსი წიგნები, რომ ბევრი იფიქროს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, თუ როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაზე.

  35. მირანდა / May 22 2014 5:56 pm

    ოჰოო ხანდახან ვგიჟდები დრამებზე… პირველ ტომში ივანი თავის შეგროვებულ ამბებს რომ უყვება ალიოშას აი მაგ მომენტმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე რომ არვიცი… ძალიან მაგარი წიგნია თავისი რწმენით, ურწმუნოებით, ავხორცობით. ყველაფრით საერთოდ.

  36. maia gelashvili / Aug 20 2014 8:52 pm

    ისე დამთავრდა ნაწარმოები გავოგნდი,თავიდან წაკითხვის სურვილი მიჩნდება, რაღაც–რაღაცეებს ხელმეორედ მივუბრუნდი. ერთი აზრი ამეკვიატა, ილუშნკას დაკრძალვაზე ალიოშა მაინცდამაინც 20 წლით რატომ ემშვიდობება ბავშვებს? დიმიტრისაც ხომ ამდენივე მიუსაჯეს გადასახლებაში, შეიძლება დიმიტრის ნაცვლად წასულიყო ალიოშა სასჯელის მოსახდელად?ძმას ხომ გაქცევაში ეხმარებოდა… ბერმა ზოსიმემაც ხომ უწინასწარმეტყველა ალიოშას– “უბედურებაში ეძიე ბედნიერებაო”. ბერი ზოსიმეს გახრწნის საიდუმლოს ვერ მივხვდი,მისი ცხოვრება და გარდაცვლილი ძმის ისტორია ძალიან მომეწონა “ჭეშმარიტად,ყველა, ყველას წინაშე და ყველაფრით არის დამნაშავე, ოღონდ ადამიანებმა ეს არ იციან და თუ მიხვდებიან სამოთხე დადგება”. რა დიდებულად და გასაგებად აშისვლებს მწერალი ადამიანის სულის დადებით და უაროფით მხარეებს,საკუთარ სულშიც გახედებს და სურვილი გიჩნდება ყველას, ყველაფერი მიუტევო, გახდე თავმდაბალი,ამპარტავნება კი დათრგუნო. p.s. გინდება დოსტოევსკის ფრაზები დაიზეპირო და ყველას გააგებინო…

    • გელა / Dec 1 2014 10:57 am

      მაია, მეც დიდი ხანი ვიფიქრე ბერი ზოსიმე ასე მალე რატომ გაიხრწნა, რატომ გაიმეტა ასე მწერალმა და ბოლოს ჩემი აზრი გამოვიტანე, თუ რწმენა გაქვს, უნდა გქონდეს სასწაულების გარეშე.

    • irakli / Apr 30 2016 4:28 pm

      ჩემი აზრით, ბერი ზოსიმე როგორც შეხვდა სიკვდილს ეგ უკვე სასწაული იყო და მეტი არაფერი სასწაული საჭირო აღარ იყო

  37. iciT ubralod ar vicii ra vTqvaa .. axla vkiTxuloob .. male 1 toms davamTavreeb .. Zalian mitaceebs .. aliopSa rogoorc mwerlisTvis iseve CemTvisac sayvareli da gamorCeulia .. mitia mec mecodebaa .. ubralod ar yavs isetii adamiani viinc gaamxnevebs da gverdshi daudgebaa .. ivani – ucnauria, ver xvdeba ra unda titqmis aseti azrii maak .. nu kargi nawarmoebiaaa .. me mxolod es ertii vicii dostoevskiis albat momavalshii kidev wavikitxaav !

  38. Taurus / Jan 28 2015 12:13 pm

    ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ნაწარმოებია , ზედმეტად მხიბლავს ფიოდორის წერის მანერა და ხასიათი.

  39. გელა / Jul 16 2015 5:41 pm

    კიდევ ერთხელ გადავიკითხე ძმები კარამაზოვები და ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ უდიდესი ნაწარმოებია. განსაკუთრებით ივანის აზროვნებაა საინტერესო და მისი საუბარი ეშმაკთან და მისი დაწერილი პოემა ( ასევე კამათი ალიოშასთან) ავტორის დიდ ჭკუაზე და განათლებაზე მეტყველებს.

  40. lika / Jun 21 2016 10:58 am

    ამ წიგნის ღირსება ისაა, რომ ყოველთვის თანამედროვეა, მასში ის მარადიული კითხვებია დასმული, რაც ყველა მოაზროვნე ადამიანს უჩნდება და გაცემულია პასუხები უაღრესად კომპეტენტურად, ცხოვრების ღრმა ცოდნით, ადამიანის ფსიქოლოგიის სიღრმეების, მისი ბნელი კუნჭულების გამომზეურებით. ეს წიგნი პასუხობს ბევრ ძალიან მტკივნეულ კითხვაზე, რატომ ვართ ასეთი დაუნდობლები, რატომაა ჩვენი ურთიერთობები ზერელე, რატომ არ ვცხოვრობთ უფლის მიერ დატოვებული ყველაზე მნიშვნელოვანი შეგონებით: მოყვასი შენი გიყვარდეს… ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ცხოვრების სისასტიკე თითქოს უფრო გასაგები და ასატანი გახდა. შენ მარტო არ ხარ, რომელიც განიცდი ორპირობას, გაუტანლობას, ეგოიზმს—ყველაზე საშინელ თვისებას, რომელიც დევს ადამიათა ურთიერთობის საფუძვლებში…. ანუ ეს ყველაფერი განცდილია, ახსნილია, გაანალიზებულია.ამიტომ დოსტოევსკი იქნება აქტუალური სანამ კაცობრიობა იარსებებს და იაზროვნებს.ბედნიერებაა, არსებობდეს ასეთი მწერალი.

  41. ირაკლი / Sep 13 2017 5:24 pm

    ასე მგონია, რომ ეს ნაწარმოები ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული.

  42. ირაკლი / Sep 14 2017 5:06 am

    ბერი ზოსიმესა და რაკიტინის კონტრასტი ადამიანების ხედვაში. როდესაც ბერ ზოსიმეს ხვდებიან მაშინ ჩანს ყველაფერი: ადამიანის კეთილი თვისებები, ადამიანის ღირსება უფრო ამაღლებულია ბერ ზოსიმესთან თითქოს, და საოცარი იმედით უყურებს ბერი ზოსიმე თითოეულ ადამიანს. რაკიტინი პირიქით, მიტია ეგრევე მკვლელი გამოიყვანა, ივანიც არ ევასება, ჯოჯოხეთს ხატავს რა, მაგის სიტყვებს რომ ვკითხულობდი, ალიოშას რომ ელაპარაკებოდა, მაგრად შევწუხდი. როგორც უყურებს ადამიანებს ის მდგომარეობაა ზუსტად მასში.

Trackbacks

  1. ძმები კარამაზოვები | dostoevsky's blog

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.