Skip to content
July 12, 2016 / მკითხველი

ალბერ კამიუ – უცხო

ucxo-seriუცხო იცი რატომაა? იმიტომ რომ ის არ ანიჭებს ბედნიერებას, რაც სხვას. ცუდი ტონი იყო მაგრამ დედა თავშესაფარში მიაბარა უკეთესად იქნებაო, მისი გარდაცვალებისას არ უტირია, არ ეტირებოდა. ადგა და მეორე დღეს კინოში წავიდა. კომედიაზე. არადა დარდობდა, ოღონდ ისე, როგორც შეეძლო. ვისი რა საქმეა. უცხოა იმიტომ  რომ სასამართლო პროცესებზეც არ დაუწყია თავის მართლება. თქვა რომ მან ესროლა. არ აქვს პასუხი ამდენჯერ რატომ ისროლა. უცხოა იმიტომაც რომ ბოლოს მღვდლის შენდობა არ მიიღო, არ უნდა და მორჩა.

მიუხედვად იმისა, რომ მძიმე ამბავი შეემთხვა, თანაგრძნობის გრძნობა არ მაქვს მის მიმართ. არაფერი სჭირს შესაცოდი. ის ისეთია, როგორიც არის. ნამდვილი. რაღაცნაირად თავისუფალი. დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში დაბრუნებულს დიდი სივრცე ეჩვენება. ამიტომ მისაღები ოთახის მაგიდა საძინებელში გადააქვს. სრულიად საკმარისია მისთვის ის ფართი. ის ყოფნის მთელ სახლად. მერე საკანშიც ზუსტად იგივე სივრცე აქვს. ერთნაირად თავისუფალია ორივეგან.

“ადვოკატი ხელებს მაღლა აღაპრყრობდა და დამნაშავედ მაღიარებდა, ოღონდ პატიებას ითხოვდა პროკურორი ხელებს ჩემკენ იშვერდა და გმობდა დანაშაულს ოღონდა პატიებას გამორიცხავდა”

საკუთარ პროცესზეც გარე დამკვირვებელი იყო.

აი მთელი უცხოობა მღვდელთან დიალოგში გამოჩდა.

“მე არ მსურდა დამხმარებოდნენ და არც დრო მყოფნიდა , დავინტერესებულიყავი იმით, რაც არ მაინტერესებდა”

არ აინტერესებდა ღმერთზე საუბარი იმიტომ რომ საკუთარი თავის სჯეროდა, ამიტომაც სიკვდილით დასჯის დღეს ბევრი ხალხის მისვლა ინატრა. კარგად გამოჩნდებოდა მისი სიმაღლე სხვებთან შედარებით.

არადა რეალურად იმიტომ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, დედა რომ თავშესაფარს მიაბარა და დაკრძალვაზე არ იტირა. უცხო იყო მათთვის თავისი შინაგანი თავისუფლებით.

5 Comments

Leave a Comment
  1. Augusto Perez / Jul 14 2016 9:34 am

    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი ❤

  2. გელა / Jul 18 2016 3:30 pm

    ძალიან კარგი წიგნია. ზოგმა როგორ გაიგო, ზოგმაც როგორ. ჩემი პირადი აზრით ასეთი უემოციო ადამიანები უფრო საშიშია საზოგადოებისათვის, ვიდრე დამნაშავე რომელიც ნანობს თავის საქციელს. პირადად ჩემში არავითარ დადებით ემოციას ეს ადამიანი არ აღძრავს. ადამიანი საზოგადოების წევრია და რაღაცით მაინც უნდა მონაწილეობდეს ამაში. არც შემცოდებია, რასკოლნიკოვი შემეცოდა (თუმცა დამნაშავე იყო) ასეთი არაფრისმაქნისები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ.

  3. annakhuntsi / Jul 18 2016 7:18 pm

    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია, რომელმაც თავის დროზე მსოფლმხედველობა შემიცვალა. აი, ჩემი კომენტარი: “ადამიანთა პათეთიკა, სხვისი ასე მარტივად განსჯის უნარი, უცხოს კრიტიკა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ვერ გავუგეთ… ეს წიგნი “აიძულებს” ნებისმიერს, სხვანაირად შეხედოს ცხოვრებას… მაინც რაში მდგომარეობს ჩვენი სიცოცხლის არსი, თუ საბოლოოდ მაინც მოვკვდებით? – ეს ნაწარმოები კვლავ გვაფიქრებს ამ საკითხზე”.

  4. annakhuntsi / Jul 18 2016 7:19 pm

    თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მთავარი გმირისადმი დადებითად ვიყავი განწყობილი, უფრო ნეიტრალურად. ჩემი აზრით, ის თავისი ცხოვრების მაყურებელი იყო და ძალიან გვიან მიხვდა ამას.

  5. გელა / Sep 20 2016 8:42 am

    ძალიან დამაფიქრებელი წიგნია. პირადად ჩემი აზრით უემოციო ადამიანი, ადამიანი არ არის. მე მინახავს როგორ დარდობს ძაღლი ლეკვის სიკვდილს, კრუხის თანდასწრებით აბა წიწილა აიყვანე ხელში, როგორ მიაქვს ლომს თავისი მკვდარი პირმშო მთელი დღე შორს, რომ სხვა ცხოველებს მოარიდოს. ჩემი მეზობელი 30 წლის ბიჭი რომ დაიღუპა 2 კვირა არ მეძინა. მარადისობის კანონში როგორ აღწერს დუმბაძე თაგვების მოწამვლის სცენას, ისე შეგეცოდება ადამიანს , რომ ცრემლი წამოგივა და ამის ფონზე კაცი რომ დედის სიკვდილს ასე შეხვდება, არ არის ადასმიანი, რობოტია სულის გარეშე. ნატა ის ნამდვილი და რაღაცნაერად თავისუფალი არ არის, არაფრით არ გეთანხმები მაგ შეფასებაში. მე ამ წიგნში ის საშინელება დავინახე, რისკენაც მიდის კაცობრიობა, საქართველოში ჯერ კიდევ არის სიყვარული ოჯახური, მეგობრული, მეზობლური, ევროპასა და ამერიკაში, თუნდაც რუსეთში ეს გამქრალია. მდიდარი ძმა ღარიბ ძმას არ დაეხმარება(ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი) იმიტომ რომ ის სხვა ოჯახია. როგორც კი ადამიანურობა და ემოცია დაიკარგება, მაშინ დასრულდება კაცობრიობა.

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.