Skip to content
September 15, 2010 / მკითხველი

ო’ჰენრი – “მოკლე მოთხრობები”

O ‘Henry- Short Stories

ყოფითი ამბები, ორიგინალური სიუჟეტი მოულოდნელი დასასრულით. ზუსტად ასეთია ო’ჰენრის მოთხრობები. არც ერთი ზედმეტი სიტყვა, მკითხველთან უშუალო მიმართვები უფრო საინტერესოსა და ადამიანურს ხდის მოთხრობებს. ო’ჰენრის მიერ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერილი ამბები დღესაც ძალიან ახლოა. მის გმიერებს იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც დღევანდელ ადამიანებს. მოთხრობები სიკეთითა და იუმორით აღსავსეა.

ვისაც ინგლისური გისწავლიათ, დარწმუნებული ვარ ”მოგვების ძღვენი”, ”სიყვარულის მსახურება” და “უკანასკნელი ფოთოლი” აუცილებლად ნასწავლი გექნებათ. ეს ბოლო მოთხრობა კი ინგლისურის უცოდინრებსაც წაკითხული ექნებათ, იმდენად ცნობილია. არანაკლებ საინტერესო და ემოციურია ”არკადიაში გავლით”, “სანამ ავტო იცდის”, “გაზაფხული A LA CARTE”

სოფლისგან განსხვავებით ქალაქი რომ ”კვადრატულია” ”წრის კვადრატურის” კითხვისას შევამჩნიე, არადა მართლა ასეა. იუმორისტები რეალურ ცხოვრებაში რატომ არიან სხვანაირები იცით? – ო’ჰენრიმ მითხრა. როგორ შეიძლება 1 კვირა ისე იცხოვრო, როგორც მთელი ცხოვრება ოცნებობდით, ესეც იცის ო’ჰენრიმ. შვილები მშობლების უყურადღებობას მაშინაც განიცდიდნენ, მაშინაც ყოფილან კრეატიული თაღლითები. იმდენი რამ ყოფილა მაშინაც, ვფიქრობდი, დრო არ იცვლება- მეთქი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ადამიანი ამბის გასაგებად პირადად ჩადიოდნენ, ახლა კი რეკავენ, არა აღარც რეკავენ, ინტერნეტით კონტაქტობენ და ყველაფერი ვირტუალური გახდა.

მოთხრობები საშუალოდ ათგვერდიანია, ამიტომ თუ დიდი რომანების კითხვის დრო არ გაქვთ, ო’ჰენრი ზუსტად თქვენთვისაა, სამსახურში უსაქმურობის ჟამს ან სულაც ძილის წინ ერთი მოთხრობა წამალივითაა.

თარგმანი მშვემნიერია, მართალია ვერ გავიგე, მთარგმნელი ირაკლი ლომოური პოლიციელის ნაცვლად მუდმივად პოლისმენს რატომ ხმარობს, მაგრამ მაინც ადამიანური მშვენიერი ქართულითაა ნათარგმნი. ბევრი მოთხრობა ქართულ ენაზე პირველად ამ კრებულში დაიბეჭდა.

პ.ს. ადამიანი ცუდ საზოგადოებაში ორი მიზეზით შეიძლება მოხვდეს, როცა ბევრი ფული აქვს ან  საერთოდ არ აქვს – ო’ჰენრი

39 Comments

Leave a Comment
  1. Beka / Sep 25 2010 7:14 am

    სხვათაშორის მაქვს ეს კრებული. “ბიბლუსში” ვიყიდე სულ რაღაც 6 ლარად : )

  2. mkitxveli / Sep 27 2010 8:56 am

    მე სამ ლარად ვიყიდე იგივე მაღაზიაში, ფასდაკლება იყო :)))

  3. ლევანი / Sep 28 2010 8:38 am

    ინგლისურს რომ ვსწავლობდი ო”ჰენრი მართლა მაშინ გავიგე 🙂 ახლა მგონი სასწავლო წიგნებშიცაა შეტანილი

  4. mkitxveli / Sep 28 2010 9:48 am

    მართალი ხარ და ეგ ძალიანაც მომწონს, მე პირადად ო’ჰენრის მოთხრობები საკამოდ გვიან წავიკითხე 😦

  5. mecmikvarkhar / Oct 1 2010 11:05 am

    ძალიან მიყვარს 🙂

  6. Ta =) / Dec 7 2010 4:33 pm

    მეც მაქვს ეგ კრებული 🙂 განსაკუთრებით “თავდასხმა მატარებელზე” მომწონს 🙂

    • mkitxveli / Dec 7 2010 4:41 pm

      ეგეც კარგია, მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მომეწონა, მთელი წელი ფულს რომ აგროვებდნენ იმისთვის რომ 2 კვირა ისე ეცხოვრად, როგორზეც ოცნებობდნენ. მოთხრობის სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ

  7. molly bloom / Jan 20 2011 7:36 am

    მოგვების ძღვენი ყველაზე ლამაზი და თბილი, ყველაზე საშობაო მოთხრობაა. სიყვარულზე ასე არავის დაუწერია.

  8. რიტა / Mar 10 2011 7:50 am

    მეც მინდა თარგმანები….მჭირდება ორიგინალთან შესადარებლად…. 😦

    • mkitxveli / Mar 10 2011 9:35 am

      ეს კრებული, რომელზეც დავწერე ძალიან იაფი ღირს, თან საკმაო რაოდენობის მოთხრობაა შესული. გარდა ამისა ახალი თარგმანია, რაც ასევე საინტერესოა, ძველ თარგმანებს კი ნებისმიერ ბიბლიოთეკაში ადვილად იპოვი.

    • რიტა / Mar 22 2011 1:15 pm

      გაიხარე… და ეს ტარგმანები ვისი სჰესრულებულია ხომ არ იცი?

    • mkitxveli / Mar 23 2011 9:30 am

      ირაკლი ლომოურის 🙂 პოსტში ბოლო აბზაცი თარგმანებს ეხება 🙂

  9. Sophie SUNNY Golden / Apr 8 2011 3:18 pm

    “უკანასკნელი ფოთოლი” ისე მიყვარს. ამქვეყნად ყველაზე ტკბილი და საყვარელი მოთხრობაა.
    ის მოთხრობა ხომ არ იცი (ან საერთოდ, ო’ჰენრისაა?), ახალგაზრდა ცოლ–ქმარი რომ არიან, ღარიბები და საჩუქრები უნდა გაუკეთონ ერთმანეთს… ცოლი თავის ლამაზ თმას იჭრის და ყიდის, რომ ქმარს ოქროს საათისთვის ჯაჭვი უყიდოს… ამ დროს ქმარი ამ საათს გაყიდის და ცოლს ოქროს თმის სამაგრს უყიდის… მერე საჩუქრებს ცვლიან და მოკვდები გულაჩუყებით, თუ ტირილი გიყვარს ადამიანს…
    მშვენიერი ისტორია მოვყევი :ლოლ:

    • mkitxveli / Apr 8 2011 3:44 pm

      “მოგვების ძღვენი” ჰქვია მგონი, ო’ჰენრის რომაა ზუსტად ვიცი. ძალიან მიყვარს ეს მწერალი. ეგ მოთხრობები კი ყველაზე თბილი რამაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს

  10. nanoo / Aug 24 2011 6:13 pm

    სანამ აქამდე მოვიდოდი, ბევრი საინტერესო რამ ვნახე ამ ბლოგზე, მაგრამ აქ რომ კომენტარი არ დავტოვო არ შემიძლია.. ო’ჰენრი ძალიან მიყვარს, მისი ნაწარმოებები სულში ჩამწვდომია.მოკლედ,მაგრამ საინტერესოდ ამბობს სათქმელს. არ შეიძლება მისმა მოთხრობებმა უემოციოდ დაგტოვოს… p.s. კარგი ბლოგია ძალიან..

    • mkitxveli / Aug 28 2011 5:19 pm

      მიხარია მიხარია 🙂

      ო’ჰენრი მეც მიყვარს, გადაღლილობის დროს განსაკუთრებით 🙂

  11. Kejeradze / Sep 24 2011 8:40 pm

    თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მწერალმა “ახალგაზრდობა” გამილამაზა 🙂 “მოგვების საჩუქრის”, “უკანასკნელი ფოთლის” და “წითელკანიანთა ბელადის” წაკითხვის სიამოვნება დღემდე მახსოვს 🙂

    • mkitxveli / Sep 25 2011 9:43 am

      აი ძალიან აწეწილი რომ ხარ, ო’ჰენრის მოთხრობების კითხვაზე მეტად არაფერი შველის 🙂

  12. anri / Sep 28 2011 11:42 am

    au motxro bebi sad vnaxooo???

    • mkitxveli / Sep 28 2011 2:14 pm

      წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთკაში

    • salo / Sep 30 2011 2:48 pm

      onlineshi minda wavikitkho da sad vnaxooo?

    • mkitxveli / Sep 30 2011 7:05 pm

      ქართულ ენაზე არ არის და ინგლისურად კი იქნება

  13. mari / Oct 2 2011 9:10 am

    me wakitxuli maq siyvarulis msxverpli me is adgili momwons jo da delias ro sheuyvardat ertmanetiiiiiiiiii

  14. unknown / Oct 23 2011 12:43 pm

    mogvebis dzgvenic da ukanaskneli potolic da ai rac ki wamikitxavs dzaian magaria, udzieresia yvela . da motxrobas rom vamtavreb makankalebs sul shinaganad 😦

    • mkitxveli / Oct 23 2011 8:46 pm

      ო’ჰენრი კარგი განწყობის შესაქმნელად ყველაზე კარგი წამალია

  15. Mari Muradeli / Oct 24 2011 3:01 am

    კიიი, რაღაცნაერი სასიამოვნო მოთხრობები აქვს, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა უკანასკნელი ფოთოლო, მოგვთა საჩუქარი, და სიყვარულის მსხვერპლი 🙂 (მგონი სათაურები არასწორედ დავწერე)

    • mkitxveli / Oct 24 2011 8:24 pm

      ეგენიც და კიდევ “სანამ ავტო იცდის”, ერთი მომწონს ძალიან, სახელი არ მახსოვს, ოცნებას რომ აიხდენენ და ერთი კვირა ისე ცხოვრობნენ, რაზეც ნატრობდნენ წლების განმავლობაში

  16. lasha / Mar 15 2012 1:14 pm

    Magaria

  17. annna / May 7 2012 5:21 pm

    ukanaskneli potoli ra magari nawarmoebia. dzaalin!

  18. beqa / May 21 2012 5:06 pm

    ki dzan magariaa 🙂

  19. sofo / Dec 28 2012 7:09 pm

    ცხოვრებისეული მოთხრობებია )) ნამდვილად გეთანხმები რომ ძილის წინ წამალივითაა :დდ )

  20. ნინი / May 28 2013 4:09 am

    დღეს გადმომცემენ უკანასკნელ ფოთოლს სკოლაში თხრობით ვნახოთ და როგორია

    • mkitxveli / May 28 2013 5:09 pm

      თხრობით გადმოცემა როგორია? წიგნს მოყოლით ვერასდროს გაიგებ, ტყუილად ინტერესესს დაგაკარგვინებს

  21. თამთა თავაძე / Dec 25 2013 8:06 pm

    ბავშვები ძველი ვერსია მაკვს ო”ჰენრის და ყველა მოტხრობა არარის მაინც მე2ტომში და დანარჩენი სად ვნახო?

  22. კახაბერი / Jan 5 2014 5:17 pm

    ,,ტირიფების ხეივანში” თუ არის გადათარგმნილი?

  23. gela / Feb 14 2014 6:26 pm

    კარგია ო-ჰენრი, მაგრამ თუკი მოკლე მოთზრობებზე წავიდა საქმე, ყველას გირჩევთ რევაზ მიშველაძის ნოველები წაიკითხოთ. საერთოდ საუკეთესოა ამ ჟანრში.

  24. juba / Apr 29 2014 5:28 am

    gushin viswavlet qartulis 6 klasis wignshi ო-ჰენრი,-s krebuli saxelad ukanaskneli fotoli

  25. JuBa Humen / Apr 29 2014 5:31 am

    yvelam naxet es mtxroba dzalian sevdiani da magari motxrobaa

  26. mari / May 6 2014 4:47 pm

    motxroba ” ukanaskneli fotoli” mis mixedvit rogor shidzleba daxasiatdes siu

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.