Skip to content
November 1, 2010 / მკითხველი

ოსნე საიეშტადი – „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“

Asne Seierstad- “The Bookseller of Kabul”

ამ ბოლო დროს აღმოსავლური ქვეყნებით ძალიან დავინტერესდი. ირანი, ავღანეთი, პაკისტანი ეგზოტიკურია ჩემთვის და სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. კაპუშცინსკის ირანული ამბების შედეგ თაზომ ოსნე საიეშტადი აღმოაჩინა. ნორვეგიელი ჟურნალისტი, რომელიც ქაბულის ამბებს ჰყვება. ერთი პროფესია დამატებითი პლუსია ამ შემთხვევაში 🙂

ჟურნალისტის ნაწერი მაინც რაღაც სხვანაირად რეალურია და იმ ქვეყნის შიგნით გახედებს. საიეშტადიც თავად იმყოფებოდა ქაბულში. იქაურ სიტუაციას ერთი ოჯახის ისტორიით გვიანმბობს. ავღანეთში ყოფნისას თვითონაც მათთან ცხოვრობდა და ის, რაც დაწერა, საკუთარი თვალით ნახა.

წიგნის კითხვისას სულ იმას ვფიქრობდი, რა კარგია, ავრანეთში რომ არ დავიბადე –მეთქი, ისეთი უუფლებონი არიან ქალები. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში თალიბანის რეჟიმი დამყარდა, ქალებს ისევ ბურკები ჩამოაცვეს და ოჯახში საჭმლის კეთებისა და ბავშვების გასაჩენ დანადგარად აქციეს. პრინციპში შემდეგაც ასე იყო, მაგრამ თალიბანის დროს მართლაც კოშმარი ყოფილა.

ბუკრა ჩადრზე უარესია

1996 წელს მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სავალდებულო 16 მითითება გამოცხადდა, რომელიც მინდა თქვენც წაიკითხოთ:

  • ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა – თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე ეკრძალებათ ტრანსპორტში ასვლა;
  • იკრძალება წვერის გაპარსვა – ყველა კაცს წვერი მუშტის სიგრძეზე უნდა ჰქონდეს;
  • ლოცვისთვის გამოყოფილი საათების დროს ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება;
  • იკრძალება მტრედების მოშენება და ფრინველთა პაექრობის მოწყობა;
  • იკრძალება ნარკოტიკების მოხმარება;
  • იკრძალება ფრანით გართობა;
  • იკრძალება სურათები და პლაკატები;
  • იკრძალება აზარტული თამაშები;
  • იკრძალება ევროპული ვარცხნილობა – გრძელთმიან მამაკაცს დააკავებენ და „წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტროს“ გადასცემენ, სადაც გაკრეჭენ. გაკრეჭვის ხარჯებს თავად დაკავებული დაფარავს
  • იკრძალება პროცენტის აღება ვალად გაცემულ თანხაზე
  • იკრძალება მდინარის პირას მდინარის წყალში რეცხვა
  • იკრძალება მუსიკა და ცეკვა ქორწილებსა და ნიშნობებში;
  • იკრძალება დოლზე დაკვრა;
  • მკერავებს ეკრძალებათალის ტანსაცმლის კერვა;
  • იკრძალება მკითხაობა.

ოსნე საიეშტადი

არ ვიცი რატომაა ასე, რომ დედამიწის ერთი ნაწილი ისეთი განვითარებული, განათლებული, თავისუფალი და პროგრესულად მოაზროვნეა, მეორე ნაწილი კი ერთ ადგილას დგას და ძირითადად ერთმანეთს ჭამს.

ქალებს ფუნქცია არ აქვთ, ერთი გოგო ბიჭს პარკში შეხვდა და ძმებმა სიკვდილით დასაჯეს. ნათესავებზე ქორწინდებიან, სახლში 15–20 ადამიანი ცხოვრობს. უაღრესად გაჭირვებულები არიან, თუმცა მაინც აჩენენ და აჩენენ ბავშვებს, რომლებიც მშობლებივით განუვითარებლები იქნებიან.

კაცები ძირითადად ომობენ და ერთმანეთს ჭამენ, ძალაუფლებას ვერ იყოფენ. რა უნდათ ამ პაშტუნებს, ტაჯიკებს, რა ვერ გაუყვით, ეს თალიბანი რამ გაამწარა, რისთვის შეიქმნა „ალქაიდა“, ალბათ, მხოლოდ ეშმაკმა უწყის.

ამონარიდი სრული სურათისთვის:

„წარბების ამოქნა ერთერთი მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ ქალი გათხოვებას აპირებს. მანამდე მას ამის უფლება არ აქვს“

„ახალგაზრდა ქალი თანმხლები პირის გარეშე არსად უნდა წავიდეს. ვინ იცის, რა მოუვა თავში, იქნებ მოულოდნელად მამაკაცთან შეხვედრისა და ცოდვის ჩადენის სურვილი გაუჩნდეს“.

თუ მსგავსი თემატიკა გაინტერესებთ, ეს წიგნი მართლაც საინტერესოა – ქაბულს გაჩვენებთ.

21 Comments

Leave a Comment
  1. მოხეტიალე / Nov 2 2010 6:52 pm

    მიხარია რომ უკიდეგანო ინტერნეტ სივრცეში შენი ბლოგი აღმოვაჩინე.
    წარმატებები და კარგი პოსტები:)))დღეიდან შენი მკითხველი ვარ:)

    • mkitxveli / Nov 2 2010 6:56 pm

      გაიხარე, დიდი მადლობა 🙂

  2. dreamar / Nov 18 2010 11:07 pm

    ეს წიგნი მაინტერესებს ძალიან. სად ვნახო?

  3. mkitxveli / Nov 19 2010 11:14 am

    “ჩემს” ბიბლიოთეკაში არ აქვთ ჯერ როგორც ვიცი, ისე თაზო გათხოვებდა 🙂

  4. Natalia / Dec 6 2010 10:22 am

    ‘არ ვიცი რატომაა ასე, რომ დედამიწის ერთი ნაწილი ისეთი განვითარებული, განათლებული, თავისუფალი და პროგრესულად მოაზროვნეა, მეორე ნაწილი კი ერთ ადგილას დგას და ძირითადად ერთმანეთს ჭამს.’
    – მე მაინც ასე თამამად არ ვიტყოდი, ვინ არის უფრო მეტად განვითარებული და მოაზროვნე და ვინ – ნაკლებად 🙂 აი, ნასტასიასთან რომ წავიკითხე ახლა მცირე ამონარიდები, ისეა გადმოცემული ემოცია რამდენიმე სიტყვაში, რომ სუნთქვა შემეკრა. უცებ წარმოვიდგინე, როგორ იტყოდა იგივეს ევროპელი ქალი – მაგალითად, გერმანელი, ან ბრიტანელი; და ამან დამაფიქრა, მაინც ვინ არის უფრო მოაზროვნე – ის, ვინც ათასი ხილული თუ უხილავი ბორკილების ქვეშ არის, თუ ის, ვინც თავისუფალ და პროგრესულ ქვეყანაში იზრდება 🙂

    პ.ს მომწონს მე ეს ბლოგი და კარგად უნდა გადავხედო 🙂

    • mkitxveli / Dec 6 2010 10:39 am

      სიმართლე გითხრა მე ევროპელობა მირჩევია ავღანელობას, თუმცა რა თქმა უნდა, იშვიათები, ღრმად მოაზროვნე ადამიანებიც იქნებიან ავღანეთშიც. საქმე იმაშია, რომ შენი სულიერი სიღრმე შენვე გრჩება და ჩაკეტილი ოთახის იქით არ გადის, არაფერს არ გმატებს, პირიქით გტანჯავს. ეს კი ყველაზე ცუდია. წაიკითხე ეს წიგნი და შენც ჩემსავით იფიქრებ 🙂 პირადად რომ მენახა იქაური სიტუაცია, შეიძლება შემეცვალა აზრი
      პ.ს. დიდი მადლობა 🙂

    • Natalia / Jan 8 2011 12:47 pm

      [დაგვიანებულ პასუხს ვწერ :)]
      მეც ევროპელობა მირჩევნია ცხადია. იმის თქმა მინდოდა, რომ მიუხედავად ასეთი რთული ცხოვრებისა, განათლების არარსებობისა, ისინი მაინც ასეთი მოაზროვნეები არიან. ევროპელ ქალებს კი ყველაფერი აქვთ, რომ განათლება მიიღონ და განვითარდნენ. აქ საუბარი არ არის შენი ხედვის და სულიერების გამოხატვაზე, საუბარია იმაზე, რამდენად გაქვს ის.
      მოკლედ რომ შევაჯამო და ზედმეტად გადაპრანჭული სიტყვებით არ ვილაპარაკო [რაც ძალიან არ მიყვარს მართლაც], ღმერთი ყველა ქვეყანაში ბადებს ჭკვიან და გონიერ ადამიანებს. ხშირად განათლების ნაკლებობაც არ უშლის ხელს მათ, რომ ასეთები იყვნენ 🙂

  5. nutsa / Dec 7 2010 7:53 pm

    ამ პოსტის ლინკი ჩავსვი ჩემს პოსტში იმავე წიგნის შესახებ. იმედია წინააღმდეგი არ იქნები 🙂 http://nutsadom.blogspot.com/2010/12/blog-post.html

    • mkitxveli / Dec 8 2010 8:46 am

      პირიქით, მიხარია 🙂

  6. მოხეტიალე / Dec 13 2010 4:23 pm

    “ავღანელი პირველკლასელები ანბანს ასე სწავლობენ: ასო ბგერა “ჯ” – ჯიჰადი, ანუ ჩვენი უმთავრესი მიზანი. “ი” – ისრაელი, ჩვენი უდიდესი მტერი. “კ” – კალაშნიკოვი, ჩვენი გამარჯვების იარაღი, “მ” – მუჯაჰედები, ჩვენი გმირები.”
    ამ წიგნის და მწერლის არსებობის შესახებ შენი ბლოგიდან გავიგე. ესესაა დავამთავრე და შენ გამახსენდი. ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ძალიან საინტერესო წიგნია.

  7. თინ / Feb 1 2011 10:24 am

    მკერავებს ეკრძალებათ , კერვა 🙂 სასწაულია ..

    • mkitxveli / Feb 1 2011 3:00 pm

      ქალების ტანსაცმლის შეკერვა ეკრძალებათ, კაცისა არა :)) ეჰ იმდენი რამეა მანდ სასწაული :))

  8. Agasfer / Mar 15 2011 12:29 pm

    სულაკაურს ძეგლი უნდა დავუდგათ ამ წიგნის გამოცემისთვის. ))

    • mkitxveli / Mar 15 2011 6:31 pm

      მერე საიშტადს პრობლემები შეექმნა ხო? უჩივლეს და რაღაც? ზუსტად აღარ მახსოვს

  9. ირანისტი / Apr 13 2012 9:00 am

    ავღანეთში დიდი ხანი დავყავი, რომლის დროს შევძელი პუშტუნის მენტალიტეტის აღქმა. თალიბები დესპოტები კი იყვნენ, მაგრამ დიდად გასაოცარი ეს არ არის: პაკისტანის დევნილთა ბანაკების ღატაკ პირობებში აღზრდილმა თაობამ საბჭოელებისგან გათავისუფლებულ ავღანეთში სწორედ იმ ბანაკებში არსებული სისტემის აღდგენა გადაწყვიტა. ბანაკის ჯოჯოხეთი კი ფილმში “ჩარლზ უილსონის ომი” არის ზედაპირულად ნაჩვენები (Charlie Wilson’s War თომ ჰენქსის და ჯულია რობერთსის მონაწილეობით).
    თავად ქალის ან გოგოს ხვედრის შესახებ კი მეორე ფილმშია მშვენივრად აღწერილი. “ოსამა” http://www.youtube.com/watch?v=GRkc6BoDdKM პასუხობს კითხვაზე, რატომ არიან იძულებული ავღანელები, რომ თავიანთი ქალიშვილები ბიჭებად გამოაწყონ და გარკვეული დროის მანძილზე ასე გაორებულად აცხოვრონ. სამწუხარო რეალობა დღესაც გრძელდება.
    თალიბანმა ერთი სიკეთე მოუტანა ქვეყანას მხოლოდ – დრაკონული კანონების და დამნაშავეთა საქვეყნოდ დასჯის მეშვეობით მან კრიმინალის აღმოფხვრა შესძლო. ავღანეთის მაგისტრალებზე გადაადგილება ღამითაც კი უსაფრთხო გახდა, შეწყდა მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა, ნარკოტრაფიკსაც ლაგამი ამოედო.
    ზოგადად კი თალიბები სალაფისტები არიან. არაერთი კანონი მათ საუდის არაბეთიდან დანერგეს, ზოგი კი მათ პუშტუნურ საზოგადოებრივი ნორმიდან შემოიღეს. თანხიდან %–ს აღებას მევახშეობა ჰქვია, რომელიც ყველა კონსერვატიულ ისლამურ ქვეყანაში იდევნება. აშშ–ს სტრატეგიულ მოკავშირე საუდის არაბეთშიც არა აქვს ქალს თანმხლები პირის გარეშე გარეთ გასვლის უფლება. ეს ფართო თემაა, მოკლედ კი იმას ვიტყვი, რომ თალიბთა ბესტილიზაცია–დემონიზაციის მცდელობა უფრო პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია.

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:46 am

      საინტერესო გამოცდილება გექნება ავღანეთში ყოფნის 🙂 ეგზოტიკური ქვეყანაა ჩემთვის

Trackbacks

  1. დიანა იანსე – ავღანური დღიურები | მკითხველის ბლოგი
  2. ხალიდ ჰოსეინი | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.