Skip to content
May 1, 2012 / მკითხველი

ტრუმენ კაპოტე – “საუზმე ტიფანისთან”

საუზმე ტიფანისთან ტრუმენ კაპოტეალბათ ყველას აქვს ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და თავისუფლად გრნობს, სადაც სულიერად ისვენებს და ძალების აღდგენას ახერხებს. ან შეიძლება სულაც არ ჰქონდეს მსგვასი ადგილი და უბრალოდ ოცნებობდეს მასზე. ვიღაცისთვის ასეთი ადგილი სახლია, ვიღაცისთვის კი – უბრალო კაფე.

ტრუმენ კაპოტეს ჰოლი გოლითლიც ოცნებობს ერთ დღეს გაიღვიძოს და ისაუზმოს ტიფანისთან. საოცარია ჰოლი – ცოტა შერეკილი, არაპროგნოზირებადი, არაორდინალური, თავქარიანი, სვამს, მის სახლში სულ ხმაურია, გვიან ბრუნდება, უყვარს სკანდალები. მთავარი ისაა, რომ თავისუფალია ყველასა და ყველაფრისგან. საკუთარი ოთახივით არეულ-დარეული  ცხოვრება აქვს. ჩემოდნებში უწყვია ტანსაცმელი და იქ მიმსვლელს ისეთი განწყობა აქვს, თითქოს სადმე გამგზავრებას აპირებს. ადგილი ვერ იპოვა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჰოლი მიყვარს. სიმანდვილეში ჰოლი სულაც არ ჰქვია, მაგრამ ესეც უმნიშვნელოა. ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია ამერიკულ პროზაში.

ტეხასის სოფლიდან ჩავიდა ნიუ იორკში, ადგილი მაინც ვერ იპოვა. ყველგან შავი სათვალე უკეთია. არამგონია ეს ფაქტი უმნიშვნელო იყოს. თავისი ქცევებით რეალურ სახეს მალავს და ვერ მიაგნო ადგილს, სადაც ბოლომდე იცხოვრებდა.

“არაფერი მინდა  იქამდე, ვიდრე არ ვიპოვი ადგილს, სადაც მე და ჩემი ნივთები ერთად ვიქნებით. არ ვარ დარწმუნებული რომ ვიცი ეს რა ადგილია, მაგრამ წარმომიდგენია როგორია”.

ასეთი ადგილი მისთვის ტიფანია. ჰოდა უწყვია გასამგზავრებლად გამზადებული ჩემოდნები.

მერე ფრედს გაიცნობს. თვითონ დაარქვა ფრედი, ძმის სახელი, ბოლო ფურცლამდე ვერ იგებ რა ჰქვია. მწერალია და მართალი რომ ვთქვა, ვერ ჩამოვყალიბდი რა გრძნობა აქვს ჰოლის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლის ბევრი ნაცნობი ჰყავს, ნამდვილი გულშემატკივარი არავინაა. ფრედისთან კარგად არის.

ჰოლის სახლში კატაც ცხოვრობს. ისიც მასავითაა. სახელი არ აქვს, სამაგირეოდ ჰოლი ჰყავს.

ტრუმენ კაპოტე

ტრუმენ კაპოტე

“თუ ვიპოვი ცხოვრებაში ისეთ ადგილს რომელიც ისევე მაგრძნობინებს თავს, როგორც ტიფანისთან, მაშინ ვიყიდდი ავეჯს და კატასაც დავარქმევდი სახელს”.

მერე სალი ტომატოს ამბავი მოდის. ნარკობარონის, რომელთანაც ჰოლი ყოველ ხუთშაბათს ციხეში მიდის, რამდენიმე წინადადებით მოიკითხავს, ისიც ამინდის შესახებ ერთი-ორ სიტყვას ეტყვის. ტომატოს ადვოკატი სამაგიეროდ თანხას უხდის. სინამდვილეში საქმე არც ასე მარტივადაა. ეს ეპიზოდიც ჰოლის თავქარიანობის ხაზგასასმელად დასჭირდა ალბათ კაპოტეს.

სევდიანად მეფიქრება ჰოლიზე. ამგვარ ქალებს სულ სხვანაირად ვუყურებდი აქამდე. კაპოტემ კიდევ ყველაფერი ასე ზედაპირულად არ არისო.

Anyway, home is where you feel at home

ფილმი არ მინახავს, ჩემი ჰოლი არ ჰგავს ოდრის. არ მომეწონება

17 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / May 1 2012 5:39 pm

    მიუხედავად იმისა, რომ ფილმები მიყვარს და ოდრიც ისეთი ჰოლია, როგორიც წარმომედგინა, წიგნს მაინც არაფერი ჯობია – ყველას თავისი ჰოლი ჰყავს 🙂

    • mkitxveli / May 1 2012 7:22 pm

      მგონია რომ ამ პოსტში ჩემი ემოციები ბოლომდე ვერ გადმოვეცი. რაღაც ძალიან კმაყოფილმა დავამთავრე კითხვა. ალბათ ინგლისურ ენაზე კითხვა მიშლის ხელს. გადმოქართულება ენის სრულყოფილად არცოდნის გამო მიჭირს

  2. mecmikvarkhar / May 1 2012 5:55 pm

    მე ჯერ ფილმი ვნახე და მერე წიგნის წაკითხვის ბედნიერება მხვდა წილად :))) წიგნი მაინც წიგნია რა თქმა უნდა

    • mkitxveli / May 1 2012 7:23 pm

      ახლა დავფიქრდი, ხომ არ მენახა ფილმი 🙂 შერეკილი ოდრი როგორი უნდა იყოს ნეტა 🙂 რაღაც სათნო და კლდემა ქალია ჩემთვის ეგ მსახიობი

    • mecmikvarkhar / May 1 2012 8:15 pm

      ნახე, არ ინანებ, კარგია ფილმი მართლა

  3. რუსუდანი / May 8 2012 10:02 am

    ნამდვილად, კარგი ფილმია, მე აღარ წავიკითხე, ფილმით დავკმაყოფილდი რატომღაც.

    • mkitxveli / May 9 2012 4:11 pm

      ვუყურე მეც ფილმს, მე წიგნი მირჩევია. ერთამანეთისგან განსხვავდება პერსიონაჟების ხასიათებით

  4. რუსუდანი / May 20 2012 5:59 pm

    დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩავთვალე, რომ უკვე გვიან იყო წაკითხვა. ისე, თუ ხელში ჩამივარდა, წავიკითხავ, თან დროც თუ მექნა, რასაკვირველია!

    • mkitxveli / May 20 2012 6:50 pm

      მე სიამოვნება მომანიჭა მართლა

  5. nino / Jul 25 2012 11:38 pm

    tu sheizleba, mitxarit, sad vnaxo es internetshi inglisur enaze?

  6. Landa Jijavadze / Aug 6 2012 5:58 pm

    tu sheidzleba mitxarit kartulad araa sadme?:)

    • mkitxveli / Aug 7 2012 7:00 pm

      არამგონია, მგონი არ უთარგმნიათ

  7. საინტერესოა

  8. MateBagashvili / Jan 25 2014 8:59 pm

    bavshvebo tu icit sad sheidzlea shevidzino wigni ?

    • mkitxveli / Feb 5 2014 12:07 pm

      ქართულად არ არის ნათარგმნი და გამოცემული

  9. tushi zurabi / Jun 27 2019 10:33 am

    ფილმი არის სრული განადგურება კეპოტის ჰოლის, საერთოდ არაფერ შუაშია. ამერიკულ ჰეფი ენდის ჩარჩოებს მორგებული დასასრული აქვს, რაც ყველაფერს რაც ჰოლის აჰოლებდა ანგრევს. საშინლად არ მომეწონა :/

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.