Skip to content
November 18, 2010 / მკითხველი

ალბერ კამიუ – “სარჩული და პირი”

Albert Camus – L’ENVERS ET L’ENDROIT

კამიუ რომ დავტანჯე, ასე სხვას მგონი არც მოვქცევივარ, 80 გვერდიან წიგნს ორი კვირა ვკითხულობდი და მაინც ვერ ვიპოვე შესაფერისი დრო და ადგილი. არადა, როგორ არ მიყვარს ასეთი წიგნების ასე შიგადაშიგ წაკითხვა. მოკლედ კამიუ ისეთია, უნდა დაჯდე, მოკალათდე, ცხელი ყავა დაიდგა გვერდით და ფონად ბეთჰოვენის “პათეტიკური სონატა” გაგაიყოლო. მე არ გამომივიდა და ამიტომ ბოლომდე ვერ აღვიქვი.

“სარჩული და პირი” ესეებს აერთიანებს. 22 წლის იყო რომ დაწერა, არადა, ისე წერს ქვეყნიერების პრობლემებით დამძიმებული ადამიანები რომ წერენ ხოლმე. თვითონ წინასიტყვაობაში უწერია, ამაზე ამბობენ, ჩემი საუკეთესო ნამუშევარიაო. ცუდია, სხვა რომ არაფერი წამიკითხავს მისი, 😦

დასასვენებლად რომ მიდიხართ სად გრძნობთ ყველაზე კარგად თავს? ალბათ იქ, სადაც ყველაფერი ფეხებზე გკიდია, არ გაინტერესებს რა გაცვია, როგორ გამოიყურები, ხარ შენთვის. მარტო სადმე წასვლაზე არასდროს მიფიქრია, ალბათ არ დავღლილვარ ასე, თუმცა იმაში ვეთანხმები, დაკარგვაზე ადვილი რომ არაფერია, წამოხვალ იმ ადგილიდან და მერე აფასებ რა კარგი იყო. “მტრედების ფრენას ვადევნებ თვალს და წყურვილი მავიწყდება, მაგრამ გამოხდება ხანი და მომწყურდება”

რომ დავფიქრდე, არ ვიცი, მეც სადღაც ჰოს და არას და სარჩულსა და პირს შორის ვარ. დამაბნია კამიუმ . . . არსად არ მინდა დავიკარგო, არც ქალაქში და არც ხალხს შორის. აი სიღარიბე არ მინდა, თუნდაც ის უპირატესობა მქონდეს რომ მდიდარზე მეტად ვამჩნევდე რაღაცეებს. არც სიმდიდრე მინდა, რომ შეუმჩნეველი მრჩებოდეს ბევრი რამ.

“სიყვარული ჩემთვის რაიმეს გაღება უფრო იყო, ვიდრე მიღება ან შეძენა, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი დამკლებია, რადგან სიყვარული ყოველთვის საკუთარ თავთან გვაბრუნებს. …

ადამიანები ერთმანეთს ვემგვანებით და სიკვდილი ჩვენი არსებობის ფერმიხდილ სარჩულად გვესახება, ხოდა, ისევ ჩვენ ჩვენს საჭუჭუში ვიკეტებით”

შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მისი გმირების სახელებიც კი არაა დაკონკრეტებული. მნიშვნელოვანი არ არის და იმიტომ, კაცი კაცია, ქალი კი ქალი და ყველაფერი განზოგადებულია.

გამოცდილება მარცხია და ამქვეყნად მისახლისოდენაც რომ შეიცნო, ჯერ ყოველივე უნდა დაკარგო

მომწერეთ კამიუზე თუ რომელიმე კარგად იცნობთ

12 Comments

Leave a Comment
  1. ლაშა / Nov 19 2010 8:40 pm

    მოკლედ, ბიოგრაფია ქართულად თუ გინდა ჩემს მონაყოლზე უკეთ აი ამ ლინკზე ნახავ 🙂 http://bit.ly/9jsl0Y
    ამ დღეებში წავიკითხე კამიუს “უცხო” და მართლა აღფრთოვანებული დავრჩი

    ალბერ კამიუ – “უცხო”


    ძალიან მარტივი და სუფთა წინადადებებით წერს იმას რაზეც ხშირად მიფიქრია, პირადად მე რატომღაც აღფრთოვანებული დავრჩი მართლა ამ მწერლით, ძალიან ნაცნობი ფიქრები აწუხებს.ნამდვილად აბსურდის ფილოსოფოსია, დარწმუნებული ვარ შენი წიგნიც კარგი იქნება მეორედაც მიუბრუნდი 🙂

    • mkitxveli / Nov 19 2010 8:55 pm

      აშკარად მისაბრუნებელი წიგნია გეთანხმები. ბიოგრაფია წაკითხული მაქვს, მაგრამ ეგ ლინკი არ ვიცოდი. დიდი მადლობა 🙂

  2. nadusa / Apr 13 2011 12:39 am

    პირველ რიგში პოსტი ძალიან მომეწონა და ამ წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩინა და სად შეიძლება ვიყიდო ხომ ვერ მეტყვი ???

    • mkitxveli / Apr 13 2011 6:21 am

      დიდი მადლობა 🙂 მგონი ყველა მაღაზიაში იქნება, პატარა წიგნია

  3. demetre datiashvili / Jun 29 2011 7:09 pm

    vtvli rom dzalian cota informaciaa aq am wignze, dziritadad ki arada nu citirebac “hosa da aras shoris”dan aris… dzalian dzlieri mweral-filosofosia camus…

    dzalian cudia rom dzneli sashovnelia misi wignebi, “shavi chiri” “ucxo” da es esseebis krebuli maqvs wakitxuli da axla taroze devs da wasakitxad melodeba “requiemi monazvnistvis” da erti suli maqvs rodis daviwyeb… :))

    • მკითხველი / Jun 29 2011 7:25 pm

      ჩემი პოსტები რეცენზიები კი არა მიმოხილვა და კითხვის შემდგომი შთაბეჭდილებებია, როგორც ბლოგის განმარტებაში მიწერია, ამიტომ ბევრ ინფორმაციას ლოგიკურად ვერ ნახავდით 🙂
      კამიუს რაც შეეხება, სამწუხაროდ სხვა არაფერი მაქვს წაკითხული, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი

  4. იკო / Aug 6 2011 8:56 pm

    კამიუ უდიდესი მწერალია, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, რაღაც ვერ აღვიქვი ეს კრებული :)) კამიუს პიესა ,,მართალნი’’-ც წავიკითხე და აი ეს უკვე ნადვილი ლიტერატურაა:) თავისი სიყვარულის ისტორიით, თავისუფლების წყურვილით და მისკენ სწრაფვით, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე მსჯელობით , ადამიანის გარემოსთან დაპირისპირებით და კიდევ მრავალი მარადიული კითხვებითა და პრობლემებით სავსე. მართლაც , შესანიშნავი ნაწარმოებია !!! სამწუხაროდ, სხვა არაფერი მინახავს ქართულად ჯერჯერობით…

    • mkitxveli / Aug 8 2011 11:24 am

      ბევრი პრობლემა და კითხვა აქაც შემოდის, თუმცა დარწმუნებული ვარ უფრო ძლიერი ტექსტებიც ექნება

  5. lizalinza's blog / Feb 14 2012 7:57 am

    კამიუ მე რომ მკითხო უელბეკის და ბეგბედერის მამაა, ის ერთ-ერთი პირველი მიხვდა ამ საუკუნეში, რა ემართებოდა ადამიანს, ის შინაგან სამყაროს, როგორ უცხოვდებოდა ყველაფრისგან და როგორ იცლებოდა ემოციებისგან. “უცხო” შედევრია, წაიკითხე და ზუსტად მიხვდები რისი თქმა მინდოდა. საერთოდ კამოუ ძლიან მაგარია, დღესაც სამსახურში მისი პატარა პიესა, “მართალნი” მაქვს წამორებული, მეორედ ვკითხულობ უვე

    • mkitxveli / Feb 14 2012 11:51 am

      ვერ მომხვდა “უცხო” რომ წავიკითხო, თორემ ძალიან მინდა. სიმართლე რომ ვთქვა, სპეციალურად არც მიძებნია

  6. გელა / Oct 18 2015 5:51 pm

    ეხლა წავიკითხე -უცხო და ცოტა ემოციის ქვეშ ვარ. მართლაც აბსურდის ფილოსოფიაა. ადამიანი ყოველგვარი ემოციის გარეშე, მართლაც საშინელებაა. თუკი 21 საუკუნეს და ცივილიზაციას მართლაც შეუძლიათ შექმნან ასეთი ადამიანები, მაშინ დედამიწა მართლაც მიექანება დაღუპვისაკენ. კომპიუტერში წავიკითხე და ძალიან დამღლელია, არა წიგნს მართლა ვერ შეცვლის, ნატა შენ ხაზს უსვამ ხოლმე მწერლის წერის მანერას და კამიუს აქვს ძალიან განსხვავებული სტილი, თუმცა აქ პირველ პირში წერდა პერსონაჟის ენით, სხვა არ წამიკითხავს.

Trackbacks

  1. ვის გავლენას განიცის თანამედროვე ლიტერატურა და რამდენად “პიდარასტულია” ვისკონტის ფილმები | vlogge

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.