Skip to content
December 1, 2010 / მკითხველი

უილიამ გოლდინგი – “ბუზთა ბატონი”

დიდი ხანია არც ერთ ნაწარმოებს ასე არ დავუთრგუნივარ 😦 რა ვთქვა და რა დავწერო, არ ვიცი. პატარა ბიჭების სისასტიკემ მეტყველების უნარი წამართვა. მართლა შესაძლებელია რომ 10-13 წლის ბავშვებს ტვინი ისე აერიოთ, რომ ერთმანეთი ამოხოცონ? თავიდან “ბუზთა ბატონის” კითხვა რომ დავიწყე, მეგონა სათავგადასავლო წიგნი შემრჩა, მე კიდევ არ  მიყვარს ეს თავგადასავლები. ვფიქრობდი, ნეტა მერე რა უნდა მოხდეს ისეთი, ნობელიანტ კაცს რომ შეჰფერის- მეთქი. საოცარი არაადამიანურობაა 😦

პრინციპში თუ მოზრდილები ასე იქცევიან, ალბათ მოსალოდნელია,  რომ მსგავს სიტუაციაში პატარებიც იგივეს იზამენ. მე კიდევ პირიქით მეგონა, გაჭირვება შეაკავშირებთ, გამოსავალს იპოვიან – მეთქი. პირიქით დაემართათ – დაჭამეს ერთმანეთი.

ვისაც არ წაგიკითხავთ მათთვის – დაუსახლებელ კუნძულზე თვითმფრინავი ჩამოვარდება, სადაც 13 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ. თავიდან კუნძული მოეწონათ და თამაში დაიწყეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. მერე რა, რომ რალფი გადარჩა. იქ განვითარებული მოვლენები ჩემი აზრით, ისეთი მძიმეა, არც კი ვიცი, რას შევადარო.

აი ღუტასა და რალფის ურთიერთობა იცით რას მაგონებს? მეფეებს ჭკვიანი მრჩევლები რომ ჰყავდათ. ღუტა გონებაა. არდა, სულ ცოტანი იყვნენ, შეთანხმება მაინც ვერ მოახერხეს. ყველაგან ასეა, მაინც გამოჩნდება ხოლმე ერთი ამრევი, ამბიციები რომ ახრჩობს და მეტი არაფერი აინტერესებს.

თამშ-თამაშით საოცარი სისატიკე ჩაიდინეს. ამ ნაწარმოებზე პრეოფესიონალური რეცენზია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ იმის დამტკიცება უნდოდა რომ ბავშვები “ანგელოზები” არ არიანო. არ ვიცი, მე არც ის მაინტერესებს, რაში რას გულისხმობდა მწერალი, არც ის, თუ რას გამოეხმაურა. როგორც რიგით მკითხველს, გოლდინგმა კიდევ ერთხელ დამანახა, რა სასტიკები ვართ ადამიანები, კიდევ ერთხელ ვირწმუნე, რომ ვერასდროს განსაზღვრავ, როდის რას იზამს ადამიანი

12 Comments

Leave a Comment
  1. khatuna / Dec 1 2010 6:35 pm

    ძალიან დამაინტერესა, წავიკითხავ აუცილებლად 🙂

  2. არლეკინი / Dec 1 2010 10:37 pm

    გოლდინგმა თქვა რომ ყველა ადამიანში ჩაბუდებული მკვლელი, უბრალოდ ყველას არ გვეძლევა შანსი მის გამოსავლენად!

    • mkitxveli / Dec 2 2010 6:12 am

      ახლახან ჩემმა მეგობარმა მომწერა, ეგ მეორე მსოფლიო ომის ალეგორიააო ხიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოყრილ მომბებს little boy და fat man ერქვა. მოკლედ უნდოდა ეჩვენებინა რა სასტიკი იყო პატარა ბიჭი. არ ვიცი როგორ არის რეალურად :((

  3. Ta =) / Jan 15 2011 11:52 am

    მადლობა ამ პოსტისთვის 🙂 ვიყიდე უკვე და წავიკითხავ ამ დღებში 🙂

    პეტერ შტამის აგნესი არსად არ იყო :შ რომელ მაღაზიაში იყიდება ხომ არ იცი?

    • mkitxveli / Jan 15 2011 12:29 pm

      პირიქით შენ მადლობა 🙂

      უი რატომ? წიგნის სახლსა და პარნასში სულ თვალში მხვდებოდა. დარეკე და იკითხე მანდ. შეგიძლია ბიბლიოთეკიდან გამოიტანო, პეკინზე 33-ე ბიბლიოთეკაში აქვთ ზუსტად ვიცი.

  4. იკო / Apr 26 2011 1:07 pm

    მართლა არგი წიგნია , ფსიქოლოგიური პრობლემებით , ბრბოს და მოაზროვნე ადამანის დაპირისპირებით … მოკლედ ალალი იყოს გოლდინგზე ნობელის პრემია :)))

    • mkitxveli / Apr 27 2011 3:06 pm

      ახლაც რომ მახსენდება მაჟრიალებს, რა სისასტიკე იყო 😦 ბევრი ვიფიქრე კითხვის მერე დაზაფრულმა 😦

  5. teo / Jul 14 2012 5:43 pm

    upro mets movelodi…emociebi iyo magram iseti ara,rogorsac velodi….pinali ki zalian ar momewona….

  6. თათა / Oct 6 2012 11:34 am

    აუ, უმაგრესი წიგნია! ჯანსაღი გარემო რომ მნიშვნელოვანია ბავშვების აღზრდისთვის დავწრმუნდი.
    რომ დავამთავრე ღამის სამი საათი იყო მახსოვს და ორი–სამი საათი კიდევ არ დამეძინა. ისეთ დღეში ვიყავი. ძაან დამთრგუნველი წიგნი. ყოჩაგ გოლდინგს. იმსახურებდა ეს ნაწარმოები ბესტსელერი რომ გახდა.

  7. dato / Nov 2 2013 5:52 pm

    umagresi wignia bavshvebo damijeret me es 4wlis win waviketxe tan 3jer da zalian momewona exac maxsovs…….http://www.myvideo.ge/?video_id=2125276 es kino versiaaa-magram damijeret nanaxs wakitxuli jobia

  8. gela / Feb 8 2014 7:32 pm

    ადამიანები სასტიკები ვართო და გეთანხმები ამაში, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის ყველაფერი. ჯერ ერთი 13 წლის ბავშვები ჩამოყალიბებულები არ არიან და ეგ მაგალითად არ გამოდგება. ეხლა მთავარი, კი ვართ სასტიკები, იმ დოზით, რა დოზითაც გვჭირდება( გადახრებზე არაფერს ვამბობ, ესეთები ცოტანი არიან) მაგრამ კეთილებიც ვართ და პატრიოტებიც, სანამდე ეს გვჭირდება და ხელს გვაძლევს. საერთოდ ეს თემა რომ გავშალოთ, ასე ვიტყოდი ადამიანში არის ყველანაერი გრძნობა და რას მოვიმოქმედებთ კონკრეტულ სიტუაციაში რთული სათქმელია. სტალინგრადის ბლოკადის დროს ადამიანები ერთმანეთის ჭამაზე გადავიდნენ, რომ ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ, დადექი ეხლა და განსაჯე, იგივე ადამიანებს სხვა სიტუაციაში შეიძლება ადამიანის გადასარჩენად უდიდეს ხიფათში ჩაეგდოთ თავი. ამ ნაწარმოებში მწერალი ბავშვებზე წერს და წავიკითხე კომენტარებში, რომ აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვსო, რათქმაუნდა თანაც ძალიან დიდი, მაგრამ ეგ არ უშველის ბოლომდე მაინც. ყველას გვივლია სკოლაში და იქ რა ნაკლებ ბოროტებებს აკეთებენ პატარები? სუსტები იჩაგრებიან ძლიერების მხრიდან და მთელი კლასი იმ ძლიერის მხარეზეა. ჩემი დასკვნა ასეთია, არაფერი განსაკუთრებული და უცნაური მწერალს არ უთქვია, ეგ მართლაც ეგრეა. მხატვრულად უწერია და დასაფიქრებელია.

  9. Anna / May 12 2017 1:11 pm

    თვითონ წიგნი დიდად არ მომეწონა თუმცა იდეა შესანიშნავი იყო

Leave a reply to khatuna Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.