Skip to content
March 10, 2011 / მკითხველი

უწიგნურები

წიგნის დღეს გადავიღეთ წლების წინ

როცა გვთათხავენ და შტერებს გვეძახიან, სულ მგონია, რომ მსგავსი შეფასებები უსამართლოა. ჩემს გარშემო ძალიანაც განათლებული ადამიანები არიან, შეიძლება მე ვერ ვუგებ სხვანაირებს. სადაც არ უნდა მოვხვდე, საუბრის რაღაც ნაწილი მაინც წიგნებს ეთმობა. თანაც სხვადასხვანაირია მათი ცოდნა და შეუძლებელია, რაიმე არ ისწავლო მათგან. სტუდენტობისას წიგნების ისეთი გაცვლა – გამოცვლა იყო, რომ გაგვლანძღეს, ვიფიქრე, ესენი ეტყობა, სადღაც სხვაგან ცხოვრობენ-მეთქი.

ჩემს ცოტაოდენ ცოდნას ვებერისა და მარქსის შრომებზე ეკონომიკის შესახებ ნინის უნდა ვუმადლოდე, თითქმის ყველა შეხვედრისას მოთმინება ჰყოფნის, ჩემს წვეტიან კითხვებზე მპასუხობს და მთელ ლექციას მიტარებს. ფილოსოფიურ, მეცნიერულ შრომებს, პუბლიცისტურ წერილებს ისე ენთუზიაზმით კითხულობს, მიკვირს ხოლმე. მერე ჩემთვის გაზიარება არ ეზარება. სოციოლოგებთან თითეული შეხვედრა ისე განსხვავებული და საინტერესოა, ხან სეკულარიზაციის ამბებსა და სიკვდილის სოციოლოგიაში ცდილობენ ჩემს გარკვევას, ხან სხვადსხვა კვლევის ანალიზს მაცნობენ.

მხატვრულ ლიტერატურას რაც შეეხება ბევრთა შორის ერთი მეგობარი მყავს, როცა აქ იყო, შემეძლო ღამის 2 საათზე აღშფოთებულს მიმეწერა, რომ ვერ ვიტან ანა კარენინას, მაოცებს რემარკი, აღმაშფოთა აგნესის ბიჭმა, უნამუსოა ნოტომი ასე რომ მატყუებს და ბევრი მსგავსი. ამ თემებზე შეგვეძლო გვედებატა დაუსრულებლად.

მთავარი კი ისაა, რომ მისთვის ყველანაირი აზრი მისაღებია, არ არსებობს “უნდა წასაკითხი წიგნები”, სრულიად ნორმალურად მიაჩნია, რომ თეკერეის “ამაოების ბაზართან” ერთად შესაძლოა ბასა ჯანიკაშვილის “ოცნებით კაიროში” მომეწონოს. ისიც ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული ნებისმიერ წიგნში დაინახო ის, რასაც სხვა ვერ ხედავს და ნორმალურია,  ბევრის მიერ თვალში ამოღებული წიგნი მოგწონდეს.

მისი გავლენითაა, რომ ავტორიტეტულ მწერლებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს და არასდროს ვიბზუებ ცხვირს, უი, ეს წაკითხული არ გაქვს? არ მერიდება როცა ვამბობ, რომ ვერ გავუგე ჰემნიგუეის, სამაგიეროდ სრულად აღვიქვი “ნატა ანუ ახალი ჟიული”.

უნივერსიტეტიდან ნარიყალაზე ფეხით მივდიოდით და აღშფოთებული ვსაუბრობდით თბილისურ ტრანსპორტზე, ხალხის გაუგებარ ქცევებზე, ქართულ რიგში დგომაზე. გზად საათობით ვბოდიალობდით წიგნის მაღაზიებში, კონსულტანტობასაც ვითავსებდით შიგადაშიგ. მერე ვამბობდით, რომ ლექსიკას ვიმდიდრებდით, თორემ სიტუაციას რეალურად ვერ ვცვლიდით.

რაც წავიდა, ინტელექტუალური შიმშილი მაქვს, საკუთარ ემოციებს ვეღარ გამოვხატავ და ეს მღლის. მიუხედავდ იმისა, რომ ძალიან კარგ ადგილასაა, ვიცი, რომ ისიც იგივეს განიცდის და მხოლოდ ცოტათი გვშველის  რამდენიმე გვერდიანი წერილები.

გუშინ კიდევ ერთხელ გვიწოდეს (ჩემს თაობას) უწიგნური. როგორ მინდოდა იმ ქალისთვის ჩემი ბლოგის მკითხველები მეჩვენებინა, ჩემი მეგობრები გამეცნო და მეთქვა – გეშლებათ! სქესთა ბალანსიც კი დაცულია ჩემთან.

18 Comments

Leave a Comment
  1. ბექა / Mar 10 2011 9:50 pm

    გამეღიმა : ) Share-ს მივცემ თქვენის ნებართვით : )

    • mkitxveli / Mar 10 2011 9:51 pm

      რამ გაგაღიმა? გაგთათხეს შენც? 🙂

    • ბექა / Mar 11 2011 11:52 am

      სულ გათათხული არ ვარ : ))))

  2. dreamar / Mar 10 2011 11:40 pm

    მაშინვე მივხვდი, რომ სოფის გულისხმობ იმ “ერთ მეგობარში” :*
    ოხ ეს ძველი თაობა! (თუ მამებისა ან ბაბუების თაობა):დ როგორ უყვართ ახალგაზრდების გაკრიტიკება :/

    • mkitxveli / Mar 11 2011 9:18 am

      მთავარი ისაა რომ გაკრიტიკება უარგუმენტოა ხოლმე. კვლევებმა წიგნიერების, წაკითხულის აღქმის დაბალი დონე აჩვენა სკოლის ასაკის ბავშვებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინა თაობა უკეთესი იყო იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მაშინ ასეთი კვლევები არ ტარდებოდა.

      მე მგონია რომ აღქმისა და თავისუფალი ინტერპრეტირების კუთხით ახლა უკეთესი მდგომარეობაა.

      კიდევ ერთი, განათლება და წიგნიერება სინონიმები არ არის

  3. mecmikvarkhar / Mar 11 2011 8:06 am

    კრიტიკა ყველაზე მეტად იმათ ეხერხებათ თვითონ, რომ არ აქვთ ბევრი წაკითხული. დაკვირვებული ვარ ამ უცნაურ ფენომენს, ვაფასებ ადამიანებს რომლებსაც კითხვა უყვართ, შენს მეგობარს რაც შეეხება, მეც ვეთანხმები, “უნდა” წასაკითხი წიგნები ჩემთვისაც არ არსებობს.

    პ.ს. ჰემინგუეის ვერც მე გავუგე და კიდევ ბევრ “დიდ” მწერალს და სულ არ მერიდება ამის ხმამაღლა თქმა 🙂

    • mkitxveli / Mar 11 2011 9:19 am

      ჰემინგუეის ვერგაგებაზე პოსტი იხილეთ შემდეგ ნომერში (პოსტში) 😀 😀 ან იმის შემდეგში

  4. გვირილა / Mar 11 2011 10:14 am

    მომწონხარ ❤
    მიხარია ასეთი მეგობრები რომ გყავს და შენც ასეთი ხარ.
    თუმცა, მინდა გითხრა, რომ მართლა არსებობს ხალხი, ვისი მისამართითაც ეს სიტყვები ითქმის.
    სხვათაშორის, მე რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ანუ სადღაც 5-6 წლის წინ, გაცილებით ცუდი მდგომარეობა იყო ამ მხრივ, ნამდვილად სანთლით იყო საძებარი ხალხი, ვინც კითხულობდა. ახლა უკეთესადაა საქმე, ბავშვები მეტ-ნაკლებად ინტერესდებიან კითხვით და მოდურიც კი გახდა ნაკითხობა. სხვა საქმეა ამ დროს რას კითხულობენ, მარა მთავარია, რომ კითხულობენ. მათი სურვილით ხდება ეს თუ მხოლოდ მოდის გამო, მართალია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში არც იმდენად. ერთხელ წიგნის მაღაზიაში ვსაუბრობდით რაღაცეებზე, გამყიდველიც გამოგვეხმაურა და შევყევით მოკლედ. იცი რა მითხრა? "მართალია გოჩა მანველიძე დიდი ვერაფერი მწერალია და ნაწარმოებებიც არც ისე ღირებული აქვს, მაგრამ მან შეძლო ის, რაც სხვამ ვერა – ახალგაზრდები წიგნის მაღაზიაში შემოიყვანა და მერე შეიძლება სხვა რაღაცეებითაც დაინტერესდნენ"-ო. მართალია ეს ქალი. ახლა კიდე მანველიძე აღარაა მოდური, რამდენიმე წლის წინ მარტო მაგას კითხულობდა ახალგაზრდების დიდი ნაწილი. ახლა კოელიო, თურმე დოსტოევსკიც და ა.შ. თანდათან "ვიზრდებით".
    იმაში კი ნამდვიალდ დაგეთანხმები, რომ აღქმისა და თავისუფალი ინტერპრეტირების კუთხით ახლა უკეთესი მდგომარეობაა.

    • mkitxveli / Mar 11 2011 11:46 am

      რომ დავფიქრდი, არრაფერი ცუდი იმაში არაა თუ მოდის გამო მაინც წაიკითხავენ.

      ახლა გამახსენდა, ერთერთ შეხვედრაზე დათო ტურაშვილმა გვითხრა – გოგოებო მოდაში შემოიყვანეთ განათლებული ბიჭებიო 🙂

    • ბექა / Mar 11 2011 11:55 am

      მოდის გამო კითხვით არამგონია დიდი განათლების მიღება იყოს შესაძლებელი : )

    • გვირილა / Mar 11 2011 11:56 am

      ხო, მეც მაგას ვამბობ, ამ შემთხვევაში მთავარია, რომ კითხულობენ ასე თუ ისე.

  5. გვირილა / Mar 11 2011 11:57 am

    მოკლედ, ამირია ყველაფერი. წინა კომენტარი mkitxveli-ს კომენტარის პასუხი იყო.
    ბექა – კი, მათალი ხარ, მაგრამ მთლად უკითხაობასაც ხომ ჯობია?

    • mkitxveli / Mar 11 2011 12:03 pm

      მერე შეიძლება აღქმა გაუუმჯობესდეთ, რა ვიცი აბა 🙂 ან ეს მოდა ჩვევაში გადაეზარდოთ და პირველ წინადადებაში გამოთქმულ ვარაუდამდე მივიდნენ.

      ბექა შენ თუ ვინმე გთათხავდა არც მეგონა 🙂

  6. Sophie SUNNY Golden / Mar 11 2011 3:04 pm

    ოჰ, ეს ინტელექტუალური შიმშილი… ხან ისე მშია, ნატ… კიდევ კარგი, ი–მეილი არსებობს.

    ჰემინგუეი, ჩემი სიყვარული, მე ვუგებ და თანაც როგორ. მისი ნებისმიერი გმირი ისე ესალბუნება ჩემს სულს… 🙂 🙂 🙂 ბოლოს “ვისთვის რეკს ზარი” წავიკითხე და ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, რაც მისი კითხვისას მქონდა. ერთი ჩე გევარაა და მეორე – ჰემინგუეი, რომელსაც ჩემი გულის აჩუყება შეუძლია.

    ნატ, ახლა შკვორეცკის “მშიშრებს” ვკითხულობ, ორი თვეა, მგონი და რემარკს წააგავს სასწაულად, ოღონდ ცოტა ცანცარა რემარკს, ზოგჯერ ისეთ შტერობებს წერს.

    სილვია პლატი, მინდა, გირჩიო ამ ჯერზე, ნატ, მეც ჯერ ვერ დავამთავრე მისი წიგნი, მაგრამ მომწონს, როგორც წერს.

    შენი ბლოგი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოსადგენია. ბარათაშვილიც კი მიიდრეკდა აქ თავს და სულ ობოლს… :პ

    • mkitxveli / Mar 11 2011 4:00 pm

      ჰემინგუეისთან დაკავშირებით ჩვენი აზრები იყოფა, მაგრამ მერე რა 🙂

      შენი რეკომენდირებული წიგნები ხომ იცი რა მნიშვნელოვანია ჩემთვის, აქ თუ სადმე მივაგენი ვნახავ

  7. merytoveymary / Jul 25 2012 7:24 pm

    dzalian saintereso gverdia 🙂 shemidzlia ganuzomelad visaubro wignebze mat gmirebze chems emociebze da daukmayopilebel kitxveze…samcuxarod sazogadoebashi sadac vcxovrob ar makvs pupuneba wignebis da kitxvis mokvarul adaminebtan mkondes urtiertoba…amitomac ar myvas bevri megobrebi michirs im adamianebis gageba visac cxovrebashi cigni ar waukitxavt an tu ar waukitxavt mokrdzaleba mainc kondet mis mimart …cota xmamagali natkvamia magram ver vitan uintelekto adaminebs arapris mtkmeli temebit mixaria rom arsebobs es saiti vecnobi tkvens statiebs da iseti shegrdzenba michndeba titkos gicnobt …(mapatiet inglisuri shriptistvis )

  8. gela / Feb 4 2014 6:49 pm

    ძალიან მომწონს ეს ბლოგი და სიამოვნებით ვათვალიერებ ხოლმე. მომწონს როგორ აანალიზებ ამა თუ იმ ნაწარმოებს. რაც შეეხება უფროსი თაობისაგან მიღებულ შენიშვნებს, სიმართლე გითხრა გამეცინა. ჯერ ერთი ყველა თაობაში თითქმის ერთნაერად არიან გადანაწილებული ადამიანები, წიგნის სიყვარულით იქნება ეს თუ სხვა რამე. მეორე კიდევ , რომ ვაკვირდები სულ თაობათა ბრძოლა მიდის ხოლმე, თანაც როგორ აგყვნენ ახალგაზრდები. ( მე თვითონ 37 წლის ვარ, დაკარგული თაობიდან) კიდევ იცი რატომ გამეღიმა? მამათა და შვილთა ბრძოლა გამახსენდა, აქეთ ილია და მისი მეგობრები და იქით გრიგოლ ორბელიანი და სხვანი. თითქმის ყველა მათგანი კარგი ქართველი იყო და მაინც ვერ ასცდნენ პაექრობას. ეს ძირითადად შენს ბილოში ნათქვამზე. ეხლა რაც შეეხება შენს მთავარ აზრს, აბსოლიტურად გეთანხმები, ავტორის გვარი არ არის მთავარი და არც იმიტომ არ უნდა წაიკითხო წიგნი, რომ მერე იამაყო , ეგ ხომ წაკითხული მაქვსო. მე მაგალითად ვერაფრით ვერ დავუდე გული, რომ დონ კიხოტი წამეკითხა, რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ დავანებე თავი, თუმცა ამით ამ წიგნს არაფერი დაკლებია და დღესაც ითვლება დიდ ნაწარმოებად. ისე კარცერ ლუქსი ბევრს მოუხდებოდა ჰა, რას იტყვი?

Trackbacks

  1. დანიელ პენაკი – “რომანივით საკითხავი” | გირგვლიანი

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.