Skip to content
December 17, 2010 / mkitxveli

ლორან გოდე – “სკორტების მზე”

Laurent Gaude – “Le Soleil des Scorta’

პესიმისტურ განწყობაზე დამაყენა ამ წიგნმა, ის ანდაზა გამახსენდა, ობლის კვერი რომ ცხვა და ვეღარ გამოცხვა. კიდევ ის, წინაპრების ცოდვებს თაობები რომ იხდიან.

სკორტები ყაჩაღების შთამომავლები არიან და რამდენიმე თაობა საკუთარი შრომით ცდილობს სოციალური სტატუსის ამაღლებას, მაგრამ თითქოს ჩაკეტილ წრეში ტრიალებენ. სოფლიდანაც არ მიდიან, რაღაც აკავებთ იქ და ეს კიდევ უფრო უზღუდავთ პროგრესის საშუალებას. თუმცა ბოლოს ანა სასაწავლებლად მიდის და ჩემი აზრით, სწორედ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ცოდვის გამოსყიდვა დამთავრდა და პროგრესი შესაძლებელია.

ამ წიგნით ნამდვილად არ გადავრეულვარ, უბრალოდ ძალიან ნაცნობი სიტუაციაა. როგორ ცდილობენ ადამიანები რაღაცის შექმნას. ჩემ გარშემო ძირითადად ასეთი ხალხი ტრიალებს, შრომით და დიდი წვალებით რომ ცდილობენ წარმატების მიღწევას. ხო, წარმატებაც პირობითი და ძალიან ინდივიდუალური.

მერე იმაზე ვფიქრობდი, ნეტა ადამიანს საერთოდ რა უნდა  – მეთქი. ერთს მიაღწევ, მაშინვე მეორე გინდა და ასე დაუსრულებლად. საბოლოო ჯამში კონკრეტული არაფერი, უბრალოდ მიზანი გგჭირდება, რომ მოტივაცია გაგიჩნდეს და რაღაცისთვის იბრძოლო.

ელიამაც ასე ქნა, სიმწრით აშენებული სათამბაქოე დაწვა, რომ შემდეგ თავიდან აეშენებინა. ამ დღეებში უცნაური აზრები მაწუხებს. ადამიანებს ვაკვირდები, როგორ და რისთვის მოქმედებენ და ჩვენი ცხოვრება ცოტა არ იყოს, უაზროდ მეჩვენება.

გოდეს ბრალია თუ საახალწლო შევებულება მინდა, არ ვიცი.

13 Comments

Leave a Comment
  1. nutsa / Dec 22 2010 5:05 am

    ტირაჟი გათავდაო. მაინც ვიპოვი🙂

    • mkitxveli / Dec 22 2010 11:52 am

      უცნაურია, ნეტა რამდენი ცალი დაბეჭდეს? რაიმე წიგნის ტირაჟი ჩვენთანაც თუ დავდებოდა არ მეგონა🙂 გოდე მითუმეტეს🙂

  2. ჩუფსი / Feb 28 2011 10:28 am

    ეს წიგნი სკოლის ბიბლიოთეკიდან მოვიპარე და სადღაც 80 გვერდი წავიკითხე. ცოტა დამღალა, მაგრამ არაუშავდა. იმედია როდესმე დავამთავრებ. :პ

    • mkitxveli / Feb 28 2011 10:52 am

      მოპარვად გიღირდა?🙂

    • ჩუფსი / Mar 7 2011 3:02 pm

      ეგ არა :პ დანარჩენი სამი კიი :))) :დ;დ;დ

    • mkitxveli / Mar 8 2011 4:15 pm

      და დანარჩენი სამი რა იყო ნეტა?🙂

  3. aneY * / Jun 8 2011 5:38 pm

    au ar vici ra ai am wignze chkuas vkargav:*

    • mkitxveli / Jun 8 2011 6:54 pm

      ისე პირველი ხარ ვინც ამ წიგნით გადარეული შემხვდა🙂

  4. aneY * / Jun 16 2011 6:48 am

    oh Vistvis Rogor Dzzalian Momewona: ) me

    • mkitxveli / Feb 16 2012 7:24 pm

      რას გულისხმობ ვერ მივხვდი რა მოსაზრებებზე საუბრობ? სხვათა შორის ერთხელ უკვე მოგწერე მკითხველის ბლოგი რომ დაირქვი მაშინ როცა ბლოგი არ გაქვს და ეს ბლოგი მაგ სახელით უკვე არსებობდა.

  5. ani / Mar 7 2012 6:12 pm

    🙂 dzalian kargi wignia:) me momwons))

  6. she / Apr 28 2013 10:30 am

    ხო მეც შენ აზრზე ვარ. გადასარევი ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც ვნანობ, რომ წავიკითხე

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: