Skip to content
May 1, 2011 / mkitxveli

ფრედერიკ ბეგბედერი – 99 ფრანკი

Frédéric Beigbeder  – 99 Francs

ერთმა მეშვიდეკლასელმა დაწერა – ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან ფულიანებად და უფულოებადო, მე არ ვეთანხმებოდი და ვუმტკიცებდი, ვისთვისაც რა არის პრიორიტეტი, ისე ახდენს დიფერენცირებას, ჩემთვის სამყარო გონიერ და სულელ ადამიანებად იყოფა-მეთქი. ეს იქამდე იყო ვიდრე ბრეგბედერის „99 ფრანკს“ წავიკითხავდი.

უელბეკის „ელემენტარული ნაწილაკები“ ახალი დამთავრებული მქონდა და კვლავ მასზე ვფიქრობდი. ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკიც“ იმავე თემას ეხმიანება და ახლა უკვე აღარ ვიცი, რასაც ვაკეთებ და რისთვისაც ვშრომობ, რა შედეგს მოიტანს. დიდი ხანია ასეთი დაბნეული არ ვყოფილვარ და ღირებულებათა გადაფასების პერიოდი კიდევ ერთხელ მეწყება.

„99 ფრანკი“ XXI საუკუნის სარეკლამო აგენტის (ტრაგიკული, მე თუ მკითხავთ) ცხოვრებაა. იმ პროფესიის ადამიანის, რომელიც ცდილობს პროდუქტების (ხანდახან უვარგისისაც) შემოტენვას. ხელმძღვანელობს დევიზით „ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნვეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან“. ხოდა ჩვენ (მომხმარებლებს) კიდევ გვგონია, რომ თავისუფლები ვართ არჩევანში, რასაც გვინდა, იმას შევიძენთ. არდა, რომ დაფიქრდე, რეკლამის გარეშე არაფერსაც არ ყიდლობ, არასდროს აკეთებ არჩევანს იმ პროდუქტზე, რომელიც ტელეკრანიდან ტვინს არ გიჭამს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრად ხარისხიანი იყოს. თანამედროვე ადამიანის გონება უკვე სხვანაირად არის მიმართული – რასაც არ უკეთებენ რეკლამას, არ ვარგა, იმიტომ რომ რეკლამის ფული არ აქვთ, ე.ი. უხარისხოა. მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო ჭრები მომხმარებელს ნერვებს უშლის, მის გარეშე მაინც არაფერს აკეთებს.

„სარეკლამო მენეჯერის როლს ადრე კომედიებში პიერ რიშარი ასრულებდა. მაშინ რეკლამა ხალხს აცინებდა, ახლა კი ღიმილსაც აღარავის გვრის. საქმიანობა, რომელიც ერთ დროის თამაშ-თამაშით დაიწყო, ახლა ჩვენს ცხოვრებაზე ბატონობს: აფინანსებს ტელევიზიებს, თავის ნებაზე ატრიალებს ბეჭდვით მედიას, მართავს სპორტს, აყალიბებს საზოგადოებას, განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას.“

ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში უკვე რობოტები დავდივართ და ადამიანობისა ცოტაღა შეგვრჩა რამე. მუშაობ ფულისთვის და გჯერა, რომ ბევრი ფული ბედნიერებას მოგიტანს. ოქტავი მდიდარია, მისი თანამშრომლებიც არ უჩივიან ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ დაწინაურება ყველას უნდა. უფრო მეტის სურვილი ყოველთვის ჰქონდა ადამიანს, მაგრამ დღეს ამან სხვა ფორმები შეიძინა. როცა რაღაცის შეცვლა გვინდა, ხმას მაინც არ ვიღებთ და თავს ვიმართლებთ, რომ ჩვენ სისტემის ნაწილები ვართ და ძალაუფლება ჩვენს ხელში არ არის.

„უმუშევრობით დატერორებულ და სამუშაოს კულტურით მოწყობილ მსოფლიოში, საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: „რატომ წამოხვედი სამსახურიდან?“

სამსახური პირველხარისხოვანი გახდა, იმიტომ რომ ფულამდე დავიდა ყველაფერი. მთელი 200 გვერდის განმავლობაში ბეგბედერი ამის მტკიცებას ცდილობს, და შენ კიდევ თავი გეზიზღება, იმიტომ რომ შენც ოქტავისნაირი ხარ

„ტვინგადაბრუნებულ ახალგაზრდა წყვილებს სჯერათ, რომ სიყვარულით ქორწინდებიან და ბედნიერებას ესწრაფვიან. არდა, სინამდვილეში იმიტომ ქორწინდებიან, რომ მერე მაგათ მივასაღოთ რაც შეიძლება მეტი ჭურჭელი, აბანოს პირსახოცები, ყავადანები, დივანი, მიკროტალღური ღუმელი. . .“

შეიძლება უფრო უარესიც ხარ იმიტომ რომ არასდროს დაფიქრებულხარ, სამყაროსთვის რა შედეგი მოაქვს იმ საქმიანობას, რასაც აკეთებ. პიარზე ვსწავლობდი და რეკლამას როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე განვიხილავდით, ვცდილობდით საინტერესო პიარკამპანიები დაგვეგეგმა, არასდროს დავფიქრებულვართ, რომ სინამდვილეში იმას ვუკრავდით ტაშს, ვინც საზოგადოებას კარგად მოატყუებდა, ხალხის ემოციებზე უკეთ ითამაშებდა და საბოლოოდ შეტენიდა ამ პროდუქტს. ამაში მილიონები იხარჯება, როცა, ბრეგბედერისა არ იყოს, ამდენივე მილიონი შიმშილისგან კვდება. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ბიზნესის ნაწილები ვართ და ისე გვათამაშებენ, ვერც ვხვდებით, უფრო სწორად, გვგონია, რომ აქეთ ვმართავთ მათ. ფერებსაც რომ ისაკუთრებდნენ პირველად აქედან გავიგე, PEPS-ის ლურჯი ფერის დაპატენტება თუ უნდოდა, არ ვიცოდი მანამდე.

ამ რობოტულ სამყაროში სიყვარულის დეფიციტი რომაა, ვერ ვგრძნობთ, „99 ფრანკს“  წაიკითხავ და ამას ისე თვალნათლივ დაინახავ, გაოცდები. ფრანგი მწერლის მშვენიერი წერის სტილი და რაც მთავარია, ახლობელი პრობლემები ერთი ამოსუნთქვით გაკითხებს

ერთმა მონაკვეთმა საერთოდ დამაბნია:

ფრედერიკ ბეგბედერი

„მხოლოდ მოწყენილობა აძლევს ადამიანს საშუალებას დატკბეს აწყმოთი, დასავლეთის მცხოვრებნი ოღონდაც კი მოწყენილოობას გაექცნენ რას აღარ მიედ-მოედებიან: ეს ტელევიზორიო, კინოო, ინტერნეტიო, ტელეფონი, ვიდეოთამშები. ისინი უკვე აღარ მონაწილეობენ იმაში, რასაც აკეთებენ. თითქოს საკუთარი ნებით კი არა, მინდობილობით ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე. თითქოს სამარცხვინო იყოს ისუნთქო აქ და ახლა. კაცი, რომელიც ტელევიზორს უყურებს ან ინტერაქტიულ საიტზეა შემძვრალი, არ ცხოვრობს. ის არ არის იქ, სადაც არის, თითქოს სხვა სამყაროში გადავიდაო. მალე ხელსაწყოები მომსახურების ზონიდან გასულ აბონენტებად დაგვაფიქსირებს და მერე ვეღარავის დააჯერებ, რომ აქ ხარ და არა იქ. პასკალის შემდეგ არაფერი შეცვლილა: ადამიანი სიკვდილის შიშის დაძლევას გართობით ცდილობს, მაგრამ ეს გართობა ისეთი ყოვლისმომცველი გახდა, რომ ლამის ღმერთი შეცვალოს. როგორ გავექცეთ გართობას? ამაზე ადვილი არფერია: უბრალოდ დავუმეგობრდეთ მოწყენილობას“

ეს თანამედროვე ადამიანია. რის ფასად შოულობ ფულს უკვე აღარ იცი, ან მოაქვს კი მას ბედნირება ანუ ის, რისთვისაც ამდენს შრომობ. „99 ფრანკი“ ისეა დაწერილი, ყოველ გვერდზე იპოვი ფრაზებს, სულ რომ ჩაგრჩება გონებაში.

თანამდეროვე ლიტერატურაში ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები განიხილება, თანაც სულ უფრო და უფრო ახალი ხერხებით. სამწუხაროა, რომ ქართველი მწერლები 90-იანი წლების პრობლემატიკის განხილვიდან ვერ გამოვიდნენ.

პ.ს კარგია თუ გეყო მოთმინება და აქამდე ჩაიკითხე პოსტი. იშვიათია ხოლმე წიგნი, რომელზეც საუბრის დასრულება მიჭირს. “99 ფრანკზე “ახლა ბევრს საუბრობენ, მოდაშია. თანახმა ვარ ასეთ მოდაზე:)


171 Comments

Leave a Comment
  1. ხატია / Mar 7 2016 11:06 am

    ოო როგორი ძველი პოსტია. არც ვიცი, ვინმე თუ წაიკითხავს ამ კომენტარს,მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა ამ წიგნმა. ახლახანს დავასრულე.
    კლასელმა მათხოვა და სკოლაში ვინც კი ამ წიგნს დაინახავდა, საშინელი რეაქცია ჰქონდა. ამან უფრო გამიღვივა წაკითხვის სურვილი. კომენტარებში უკვე ყველაფერიი წერია, რის თქმასაც ვაპირებდი, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ არავინ გადადოს წიგნი იმ “უზრდელობების” გამო, რაც მასში წერია.

  2. გელა / Mar 9 2016 4:04 pm

    ხვალ 10 მარტს ჩამოდის თბილისში ბეგბედერი და 3 დან 5 საათამდე ბიბლიუსი გალერეაში შეხვდება მკითხველებს.

  3. cici / Mar 12 2016 11:20 am

    ამ წიგნის მინუსი ისაა რომ ძალიან ბევრი უხამსი სიტყვებია და ამის გამო შეიძლება ადამიანს აღარ გაუჩნდეს მისი წაკითხვის სურვილი.

  4. ბიბი / May 8 2016 2:44 pm

    მე მიკვირს მსოფლიო აღტაცება ამ წიგნის მიმართ. მე არაფერს გავუკვირვებივარ მასში. არაფერი წერია მასში ისეთი რაზეც არ მიფიქრია და აქამდე არ გადამიხარშავს. მოკლედ არ ვარ გაუცებული , ჩვეულებრივი ყოფითია.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,871 other followers

%d bloggers like this: