Skip to content
September 1, 2011 / მკითხველი

სტენდალი – “წითელი და შავი”

სტენდალი

  Stendhal (Marie-Henri Beyle ) – Le Rouge et le Noir

„წითელი და შავი“ – წიგნი, სადაც ყველაფერი ერთმანეთს უპირისპირდება, ჟიულიენ სორელი კი მათ შორის გახიდული ადამიანი. სტენდალის ეს ნაწარმოები მთელი 600 გვერიდის განმავლობაში ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში გათამაშებს – არც იქით ხარ, არც აქეთ.

ნაწარმოებში მოქმედება XIX საუკუნის საფრანგეთში მიმდინარეობს, ქვეყანა ნაპოლეონის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებადაა გაყოფილი, ყველა საქმეც პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად წყდება. ჟიულიენს, რომელიც გლეხის შვილია, ქალაქის მერის ცოლი, ქალბატონი დე რენალი შეუყვარდება, შემდეგ მისი სატრფო მარკიზის ქალიშვილი მატილდა ხდება. ეს ორი ქალი კარდინალურად განსხვავებულია და სორელიც მუდმივად ადარებს ერთმანეთს. რენალი ემოციების ადამიანია, მატილდა კი გონების. პატივმოყვარეა და როცა აღმოაჩენს, რომ ჟიულიენი შეუყვარდა, მუდმივად ჰკიცხავს და სჯის საკუთარ თავს.

„შეიძლება ,მატილდამ მთლი ღამე ტირილში გაატარა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რა სამარცხვინოდ ეჩვენება ეს მოგონება. იგი იტყვის, ახალგაზრდობაში დამაბნია პლებეის დაბალმა აზროვნებამო,“- ფიქრობს სორელი, რომელსაც სულ ეგონა, რომ ქალს ფარული გეგმები ჰქონდა, იმდენად ვერ წარმოიდგენდა მისი მხრიდან ნამდვილ სიყვარულს. საერთოდ ქალებს, რომლებსაც გონებით მოქმედება ახასიათებთ, უჭირთ ხოლმე იმის აღიარება, რომ ვიღაც სხვამ მათ გეგმებში ცვლილება შეიტანა და მის გამო რაღაცის გაკეთება უწევთ, ამიტომ საკუთარ თავთან ბრძოლა დიდხანს გრძელდება და მამაკაცები, როგორც წესი, მათ საქციელს ვერ ხსნიან, მერე მალე ანებებენ თავს. ხოდა, ასეთი ქალების დიდი ნაწილი რჩება მეორე ნახევრის გარეშე. სორელმაც ვერ გაუგო და არასტაბილური გამოდგა მათი ურთიერთობა. სამაგიეროდ ქალების ამ კატეგორიას, როგორც კი საკუთარ თავთან ბრძოლას დაასრულებენ, დიდი სიყვარულის გაცემა შეუძლიათ, რაც კარგად ჩანს მატილდას შემთხვევაშიც. მატილდასა და ჟიულიენის ხასიათთა შეჯახება ყველაზე ემოციური ეპიზოდია, როცა დიდი მცდელობის მიუხედავად გრძნობების მართვა შეუძლებელი ხდება.

პატივმოყვარებასთან ერთად მატილდამ გვაროვნული ქედმაღლობაც დაძლია, პლებეისა და “ზეკაცთა” ხასიათათა საოცარი განსხვავებულობა კიდევ ერთი კონტრასტია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში თითოეული ეპიზოდი დეტალურადაა აღწერილი და მოქმედება არც ისე დინამიურად ვითარდება, ჟიულიენ სორელი არ გაძლევს წიგნის დახურვის საშუალებას. გაინტერესებს, სადამდე მიაღწევს ეს ბიჭი მხოლოდ საკუთარი ნიჭის, გარეგნობისა და ამბიციების წყალობით.

„შეიძლება კაცი მეცნიერი იყოს, ხელობა ისწავლოს, მაგრამ ვაჟკაცობის სწავლა შეუძლებელია“, მიუხედავად ამისა, სხვა სოციალურ ფენაზე ასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია, დღესაც ძნელია თუ მემკვიდრეობით რამე არ გერგო, მხოლოდ ტვინი საკმარისი არ არის.

ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი ფუკეა. საოცრად ნამდვილი ადამიანი, რომელიც გულით აკეთებს ყველაფერს.

„არასოდეს პროვინციას ამდენი უპირატესობა არ გამოუმჟღავნებია პარიზთან შედარებით“, წერს სტენდალი, წიგნის ერთ ერთ ბოლო ეპიზოდში ფუკეთსან დაკავშირებით. ცივ და ანგარიშიან ბურჟუებთან შედარებით აბსოლუტურად სხვაგან იმყოფება ფუკე.

„ყველამ თავისთვის იზრუნოს ამ ეგოიზმის უდაბნოში, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან“.

ჟიულიენმა „მაღალთა“ სამყაროში მხოლოდ შეხედვა მოახერხა და ესეც კი ძვირად დაუჯდა. სტენდალის მიერ დახატული განსხვავებები ადამიანებს შორის არ შეცვლილა, ცოტა ფორმა იცვალა მხოლოდ, როტაცია კი არ ისევ ისე შეუძლებელია. ვინც წითელია ბოლომდე წითელი რჩება, შავიც არ იცვლის ფერს.

1949 წელს გამოცემული წიგნში გერონტი ქიქოძის თარგმანია,  საშინლად არ მომეწონა, მოძველებული ტერმინები და სიტყვებია, კითხვის ტემპს ანელებს. როგორ მაინტერესებს “ელფის” მიერ გამოცემული ვარიანტი როგორია.

73 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Sep 2 2011 9:45 am

    „შეიძლება კაცი მეცნიერი იყოს, ხელობა ისწავლოს, მაგრამ ვაჟკაცობის სწავლა შეუძლებელია“ – ჩემი საყვარელი ფრაზა სტენდალის ნაწარმოებებიდან : )

  2. mari / Sep 14 2011 3:33 pm

    rogor wavikitxooooo?

  3. mari / Sep 14 2011 3:33 pm

    srulade

    • mkitxveli / Sep 14 2011 5:36 pm

      რას ნიშნავს როგორ წაიკითხო? წიგნი უნდა იშოვო და ისე 🙂 წიგნის პოვნა კი ძალიან ადვილია

  4. lily / Sep 17 2011 1:19 pm

    პრობლემა რომელიც ამ წიგნშია ასახული სულ იქნება…. სულ იქნებიან წითლები და შავები
    რთულად იკითხება ცოტა .. ნუ რა მნიშვნელობა აქვს გენიალური წიგნია .

    • mkitxveli / Sep 17 2011 6:12 pm

      რომ დავამთავრე მერე ყოველ დღე ფრაგმენტები მახსენდებოდა და რეალობასთან იმდენი კავშირი დავინახე, არადა ერთი შეხედვით სულ სხვა სამყაროზე წერს

  5. nino / Sep 19 2011 10:13 am

    “სინდისის ქენჯნა ერთადერთი საფრთხეა,რომელსაც ეს ამაღლებული სული გაურბის”

    უბრალოდ გენიალური წიგნია..

  6. I LOVE TO READ / Sep 23 2011 5:14 pm

    მართალია ფაბულა არც ისე ორგინალურია ,მაგრამ საკითხავად კარგი ,ძალიან კარგი წიგნია ,იქიდან გამომდინარე რომ სტენდალს იგივე ანრი ბიელს ძალიან კარგად აქვს გაშუქებული ადამიანების სოციალურად (წითლებად და შავებად) დაყოფა რამდენად არაადამიანურია ..მთავარი დედააზრის გასაშუქებლად კი არაჩვეულებრივი ფაბულა აქვს გამოყენებული …

    • mkitxveli / Sep 23 2011 5:45 pm

      არამხოლოდ სოციალურად დაყოფა 🙂

  7. khatuna / Oct 24 2011 7:04 am

    მართლაც არაჩვეულებრივი წიგნია, პრობლემა რომელიც მაშინდელ პარიზში აწუხებდათ, საქართველოში დღემდე აქტუალურია…

    P.S. რა თქმა უნდა, ელფის გამომცემლობის მიერ გამოცემული გაცილებით კარგია, რადგან ტექსტი არ არის გადატვირთული მოძველებული ტერმინებითა და კალკებით 🙂

    • khatuna / Oct 24 2011 7:06 am

      მცირე შენიშვნა ჩემს კომენტარში: პრობლემა, რომელიც მაშინდელ საფრანგეთში… 🙂

    • mkitxveli / Oct 24 2011 8:15 pm

      უნდა ვნახო აუცილებლად 🙂

  8. ნინი / Oct 24 2011 7:50 am

    მიყვარს ეს წიგნი და სტენდალი როგორც პიროვნებაც საკმაოდ საინტრესოდ მეჩვენება 🙂

  9. თამუნა / Nov 4 2011 9:48 pm

    არაჩვეულებრივია, გენიალურია:) ძალიან, ძალიან მომეწონა.

  10. Nini Berdzenishvili / Dec 4 2011 3:14 pm

    სულ რამდენიმე ფურცელი დამრჩა და დავამთავრებ ამ წიგნს.
    უნდა ვთქვა,რომ მართლა ძალიან ძნელად იკითხება ეს წიგნი,ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
    მაგრამ სხვასთან ერთად,ერთ რაღაცაში მართალი ხარ:
    ,,მოქმედება არც ისე დინამიურად ვითარდება, მაგრამ ჟიულიენ სორელი არ გაძლევს წიგნის დახურვის საშუალებას. გაინტერესებს, სადამდე მიაღწევს ეს ბიჭი მხოლოდ საკუთარი ნიჭის, გარეგნობისა და ამბიციების წყალობით.”
    მე მატილდას ბევრად მირჩევნია პიროვნულად ქალბატონი დე რენალი.
    მატილდა თითქმის ბოლომდე მაღიზიანებდა

    პ.ს. არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო,რომ ეს ბლოგი ძალიან ძალიან ძალიან მომწონს.აქ ყველაზე მეტად მომწონს საკუთარი აზრის გამოთქმა ამა თუ იმ წიგნის შესახებ 🙂 მადლობა,ასეთი ბლოგი შექმენით.ძალიან საინტერესოა.

    • mkitxveli / Dec 4 2011 4:19 pm

      პირიქით, შენ მადლობა აქტიურად რომ კითხულობ 🙂 ამ წიგნს რაც შეეხება, მე არც მატილდა მომწონდა და არც დე რენალი. სიმპატიები არც ერთის მიმართ არ მქონია. რაც ერთს აკლდა მეორეს ჰქონდა და პირიქით ანუ ისეთი პერსონაჟი არ ყოფილა, რომ განსაკუთრებულად მომწონებოდა

  11. ....... / Jan 11 2012 12:00 pm

    მომეწონა, უფრო ინდივიდუალური ხედვა (მიუხედავად იმისა, რომ არ გეთანხმებით) ვიდრე შინაარსის გადმოცემა… 🙂

    • mkitxveli / Jan 11 2012 1:50 pm

      შინაარსი არც მიწერია მგონი 🙂 თუ სხვანაირად ფიქრობ კარგი იქნება მომწერო 🙂

  12. ani / Feb 5 2012 9:15 am

    momewona dzlian.

  13. ani / Feb 5 2012 9:16 am

    erti kitxva maqvs.
    arseboben iseti adamianebi,rogorebic wignebshi hyavt gamoyvanili?

  14. ani / Feb 5 2012 9:23 am

    me idealurad mimachnia
    ”didi saxlis patara diasaxlisi’-dik foresti
    ”omi da mshvidoba”-andrei bolkonski
    ”idioti”-lev mishkini
    ”qarishxliani ugeltexili”-heathcliff
    tundac ”bindi” edvardi.
    arseboben unikalurebi siyvarulshi?rogoradac eseni arian gamoyvanili?tu es ubralod yvelas saerto ocnebaa,arsebobdnen asetebi?

    • mkitxveli / Feb 5 2012 1:09 pm

      ყველას საერთო ოცნება არ არსებობს იმიტომ რომ სხვას რომ თავი დავანებო, მე მაგალითად ჰიტკლიფისნაირზე არასდროს მიოცნებია 🙂

      ყველა ტიპაჟი რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. იმას არ ვამბობ, რომ ზუსტად ასეთები არსებობენ, თუმცა პროტოტიპებიც არ არის იშვიათი.

      იდეალური კიდევ შეფარდებითია, ყველას სხვადასხვა ეჩვენება იდეალურად 🙂

  15. ani / Feb 15 2012 11:24 am

    me ki ratomgac vtvli rom es mwerlebi mainc isetze weren romelic mattvis irealuria.

  16. ani / Feb 15 2012 11:26 am

    hitklipi ki ratomgac chemtvis yvelaze sauketesoa.
    bevrs vcdilob,magram hitlips vercert adamianshi ver vuyureb,is chemtvis piradad dzalian kargia.
    🙂 🙂 🙂

  17. tatia / Feb 18 2012 2:20 pm

    „გულზვიადობის გამო, ხშირად მიხაროდა, რომ განვსხვავდებოდი სხვა გლეხის ბიჭებისგან! და აი, იმდენი კი ვიცხოვრე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ განსხვავება სიძულვილს ბადებს.“-ჩემი საყვარელი ფრაზა.

    • tatia / Feb 18 2012 2:22 pm

      კავშირი დავინახე ჩემს თავთან……..

  18. tatia / Feb 19 2012 2:30 pm

    კრიტიკოსები ვერაფრით შეთანხმებულან რატომ ჰქვია ამ რომანს „წითელი და შავი“. რას აღარ ამბობენ: წითელი რევოლუციის ფერია, შავი-რეაქციისო. წითელი მკვლელობას ნიშნავს, შავი-გლოვას ჟულიენის გილიოტინაზე დასჯის გამოო. წითელი ჟულიენის ოცნებაა ნაპოლეონის კარიერაზე, შავი-ან ოცნების მსხვრევაო….
    თქვენ რას ფიქრობთ?

    • mkitxveli / Feb 20 2012 8:32 pm

      მე ვფიქრობ რომ აქ რომელი რა ფერია არ აქვს მნიშვნელობა, როგორც დავწერე კონტრასტების წიგნის და მკითხველს აზროვნების თავისუფლებას აძლევს. ვისთვის რომელი პრობლემაა აქტიუალური იმაზე გააკეთებს აქცენტს. სოციალური უთანასწორობა, ხასიათების განსხვავებულობა ეს აშკარად ჩანს, წითელი რომელია და შავი იმის მიხედვით აარჩევ შენ რომელი უფრო მოგწონს. ჩემთვის სორელი წითელია სოციალურად მაღლა მყოფნი კი შავი. შენთვის ეს შეიძლება პირიქით იყოს.

  19. mkitxveli / Mar 17 2012 2:37 pm

    მე ვკითხულობ ეხლა ამ წიგნს,ესეც გერონტი ქიქოძის თარგმანით არის,მაგრამ მე მომწონს პალიტრა L-ის გამომცემლობაა 2011ის 🙂

    • mkitxveli / Mar 17 2012 9:30 pm

      პალიტრის თუ ელფის? ახალი ელფმა გამოსცა როგორც ვიცი

      პ.ს. უცებ მეგონა რომ მე დავწერე კომენტარი “მკითხველი” რომ ეწერა

  20. Nini Khachiashvili / Mar 28 2012 11:17 am

    “როცა კაცი დანაშაულს სჩადის,სიამოვნებით მაინც უნდა ჩაიდინოს. დანაშაულში მხოლოდ ესაა კარგი და მისი ოდნავ გამართლება მხოლოდ ამით შეიძლება…”

  21. Joan Madou / May 1 2012 7:32 pm

    მე წავიკითხე ელფის მიერ გამოცემული და ძალიან კარგი თარგმანია(ჩემი აზრით) ყოველ შემთხვევაში თავის საქმე ამ ნაწარმოებმა გააკეთა:)

  22. annna / May 7 2012 5:20 pm

    “შეიძლება კაცი მეცნიერი იყოს, ხელობა ისწავლოს, მაგრამ ვაჟკაცობის სწავლა შეუძლებელია”- mikvirs qartuli mentalitetis adamiani rogor etanxmeba am prazas, qartveloba da vajkacoba aramarto genetikuria.es swored ise iswavleba da psiqikashi gaucnobiereblad yalibdeba,rogorc adamianebis sxva tvisebebi da girebulebebi.

    • mkitxveli / May 9 2012 4:05 pm

      სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე შენი ნათქვამის არსი. თან ამბობ, რომ ქართველობა და ვაჟკაცობა გენეტიკურია, თან კიდევ წერ რომ ისწავლება და იქვე წერ რომ, გაუცნობიერებლად ყალიბდება. გენეტიკა, სწავლება და გაუცნობიერებლად ჩამოყალიბება კი ერთმანეთს გამორიცხავს.

      ისე ქართველობა ვაჟკაცობის სინონიმი არ არის და ამ შემთხვევაში ქართველობასთან რა კავშირი აქვს სტენდალს ვერ გავიგე

  23. rusa / Jun 19 2012 5:32 pm

    ძალიან მიყვარს ეს წიგნი. რაღაც მომენტებში ვიტირე კიდეც 🙂

  24. Ani / Jun 23 2012 6:30 am

    Me es wigni,rom wavikitkhe dzalian momewona,erti tve skhva wigns vegar gavekare.me piradad kavshiri vipove al.diumas ,,dedopal margosa” da ,,witelsa da shavs” shoris,ai tu gakhosvt ert tavs ,,dedopali margarita” hqvia,da iq agwerili matildas erti chveva,yoveli wlis 31 aprils,shavebs icvamda da mis winapar bonifas de lamols glovobda,es bonifaci ki dedopha margarita de valuas sayvareli kaci gakhldat,mati urtiertoba ki agwerili aqvs mkhatvrulad diumas.matilda hbadzavda margos,mistvis is tavganwirva iyo ckhovrebis arsi,ar hkhiblavda uazro amaoeba,amitom yvelgan da yvelapershi sidiades edzebda,sidiade ki julienshi hpova.julieni martlac rom saintereso pirovneba aris,mas me vadareb dostoevskis ,,dzmebi karamazovebis” ertert mtavar moqmed gmirs aleqsei piodorovichs,isic igive gzas adgas rasac julieni,isic yvelashi did interess iwvevs,magram yvelaze mtavari ganmaskhvavebeli rac aris siyvaruli da sidzulvilia,aleqsei yvelas uyvars,julieni ki yvelashi sidzulvils iwvev.es oro personaji, adamianis or skhvadaskhva mkhares achvenebs,da ragac momentshi orive misabadzia.

    • mkitxveli / Jun 26 2012 6:38 pm

      საინტერესოა შენი შედარებები, არ მიფიქრია მაგაზე, იმდენად დიდი ხნის წინ წავიკითხე “დედოფალი მარგო” ასე დეტალები აღარც მახსოვს. “ძმები კარამაზოვები” კი არ წამიკითხავს. ვერაფრით მოვიცალე რომ ჩავუჯდე, გემრიელად მინდა წავიკითხო. მოკლედ ამ შემთხვევაში ვერც ვიზიარებ და ვერც უარვყოფ შენს მოსაზრებას

  25. Ani / Jun 29 2012 8:44 pm

    Ho,,,
    ” dzme karamazovebs” martlac mocla schirdeba.dzalian isiamovnebt,mitumetes dostoevskis ” idioti” da ” danashauli da sasjeli” tqvens rcheul wignebshi gaqvt chasmuli,amitom dostoevskis gesmit kidevac,,,ar gagichirdebat.dostoevskiseburi tbili nawarmoebia.chemi isayvarlesi mweralia.gansakutrebulia chemtvis,magram mgoni zedmeti momdis dostoevskis propaganda,stendalis gverdze…:D:D:D

  26. N. / Aug 4 2012 6:35 pm

  27. N. / Aug 4 2012 6:39 pm

    am wignis kitxva exla daviwyee : ))) da albat imis gamoa ro ver mivxvdii ratom qvia am nawarmoebs “witeli da shavi ” ????

  28. ekaterina / Aug 23 2012 9:42 am

    ჟულიენს ბოლომდე ვგულშემატკივრობ ამ წიგნში, მაგრამ ვერ ვპატიობ მატილდასადმი მოპყრობას, ჩემი აზრით მან ვერ “აწია” ის რისკენაც მიილტვოდა, ამს მოწმობს მატილდასადმი გულგრილობა.

  29. BB / Dec 18 2012 6:11 pm

    ras mirchevt wavikitxo witeli da shavi ? 14 wlis var )))) ..

  30. ana / Feb 21 2013 11:19 am

    me davicye exla cakitxva mec davcer chems azrs

  31. Mr.Nobody / Feb 23 2013 6:33 pm

    არ შემიძლია არ დავეთანხმო ავტორს თარგმანთან დაკავშირებით და იმაშიც, რომ წიგნი მიუხედავად თარგმანისა დახურვის საშუალებას არ გაძლევს…. საშინლად წამეკითხა მთელი ორი კვირა ვებრძოლე დასაწყისში და თითქმის ბოლომდე არ მომწონდა იმდენად იყო გაჯერებული ისტორიული ცნობებით (საფრანგეთის ისტორია, არც ისე კარგად ვიცი და…) მაღიზიანებდა, მიკვირდა თუ რატომ მოსწონთ ხალხს ეს წიგნი (ნუ ბევრს კოელიოც მოსწონს 😀 )… მაგრამ ფინალმა აღმაფრთოვანა, ჟულიენიოს საკუთარ თავთან მონოლოგი, ადამიანის არაგულწრფელ ნიღაბაფარებული, მდაბიო და ამასთანავე უბედური ხვედრი… ჟულიენი – შეზავებული იყო ამპარტავნობა, გულკეთილობა, ამბიციურობა, ვაჟკაცობა, გაორება და ა.შ…. ანუ ნაპირის ორივე მხარე წითელიც და შავიც… ის გლეხიც და პროვინცილიც იყო ერთდროულად… წითელი ჩემი აზრით მისი ფიცხი ხასიათის ფერია, შავი კი მისი უბედური ხვედრის… ფაქტიურად წიგნი ორ ნაწილად იყოფა ცხოვრება ვერიერში და პარიზში, რაც საკმაოდ მკაფიო კონტრასტს ქმნის და ეხმარება მკითხველს შედარება გააკეთოს… გირჩევთ წაკითხვას….

  32. mariami / Mar 16 2013 1:15 pm

    Kejeradze mec swored eg sityvebi maqvs amowerili am wignidan 😀

  33. natia / May 1 2013 11:15 am

    “მე თავს ნება არ უნდა მივცე გულზე მივიკრა ეს მოქნილი , მომხიბლავი სხეული,წინააღმდეგ შემთხვევაში ან შევეზიზღები,ან ამითვალწუნებს.რა საშინელი ხასიათი აქვს.”
    ჯულიენ სორელი.
    მატილდას მართლაც და ახირებული ხასიათი აქვს, საშინელებაა აზრების ასე ცვლილება საათების ინტერვალით. ეს ქალი გონებით ფიქრობდა თუმცა, არც გული იყო უქმად და თავის სათქმელს მაინც ამბობდა.ამიტომაც იყო ჯულიენი მუდამ იმის ეჭვში, რომ მატილდას ფარული გეგმა ჰქონდა.
    ქალბატონი დე რენალი კი დამორჩილდა გულს და უსაზღვროდ უყვარდა ჯულიენი. ორივე ქალი საოცარია პრესონაჯია.
    აღფრთოვანებული ვარ ამ წიგნით…

  34. nika / Jun 18 2013 11:10 pm

    witeli da shavi ratom qvia satauri tu sheuzlia vinmes rom amixsnas?

  35. გვანცა / Jul 19 2013 5:30 pm

    წიგნის ყიდვას ვაპირებ, ზაფხულში წასაკითხად. მინდა 3 წიგნი , ოღონდ სამივე ძალიან საინტერესო..:)) თვალს ვავლებდი თქვენს კომენტარებს და ყველანი ძალიან მომწონხართ.. მინდა მირჩიოთ სამი წიგნი, რომელმაც ყველაზე მეტად იქონია გავლენა თქვენზე. ველოდები თქვენს დახმარებას

    • გელა / Apr 6 2014 7:06 pm

      გვანცა თუ მართლა გაინტერესებს, მაშინ ნოდარ დუმბაძე, რევაზ მიშველაძე ან გურამ ფანჯიკიძე შეგიძლია წაიკითხო( ნებისმიერი ნაწარმოები) . უცხოელებიდან მარკ ტვენი, ჩეხოვი, დოსტოევსკი, ბალზაკი….. ნაწარმოებებიდან—სამი მუშკეტერი, შაგრენის ტყავი, უთავო მხედარი(ადრე მომწონდა), რა ვიცი, ის მაინც უნდა მიუთითო რა ჟანრი მოგწონს.

  36. anano / Nov 22 2013 9:59 am

    მე წავიკითხე ელფის მიერ გამოცემული “წითელი და შავი”. ძალიან ვისიამოვნე, რადგან არ შემხვდა სიტყვები: რაიც, მაიც… ამას გარდა თანამედროვე ლიტერატურული ენით არის ნათარგმნი და, რა თქმა უნდა, ადრინდელი თარგმანისგან განსხვავებით, .ცენზურა არ გაუვლია. ყველას გირჩევთ თამნამედროვე თარგმანი წაიკითხოთ, რადგან ძველი თარგმანები ყველა ცენზურას ექვემდებარებოდა /არსებობდა ე.წ. მსუყედ დაფინასებული თავლიტი, რომლის გარეშეც წიგნი ვერ გაიჭაჭანებდა საქართველოში…

  37. giorgi kaxniashvili / Mar 9 2014 12:48 pm

    საზიზღრობაა,ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ,წიგნი ასე არასდროს შემზიზღებია.

  38. Christin / Mar 10 2014 10:50 am

    ძალიან მაგარი წიგნია! ძალიან მომეწონა !! გენიალურია!! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, ისე მომეწონა!!!

  39. keti gongadze (@GongadzeKeti) / May 17 2014 7:56 pm

    vapireeebbb .. imedia kargii iqnebaa ))) ise mirchieet wavikitxooo? 13 wlisvaarr

    • Likuna / Jul 1 2014 9:49 am

      სჯობს ამ ასაკში შედარებით მარტივად წასაკითხი რამე ნახო. მაგალითად მე ძალიან მომწონს დევიდ კოპერფილდი. რთულად წასაკითხი წიგნია, რადგან უაზროდ გაწელილია. საბოლოოდ მომეწონა, რადგან დასასრული აქვს შთამბეჭდავი :))

  40. ჟიულიენ / Jul 3 2014 8:26 am

    “მომსპო” ამ წიგნა დღე ნახევარში წავიკითხე და როგორც უიმედო რომანტიკოსს ჩვევია(თუმცა შუა ნაწილშივე მივხვდი ჟიულიენის დასრული როგორიც იქნებოდა) მაინც ვებღაუჭებოდი რაღაცას , ისედაც ერთმანეთს მივაყოლე მარტინ იდენი და ეს და როგორც კინომანებს უნდათ რომ დიკაბრიო გადარჩეს არა და ამით ფილმს აზრი არ ექნება ის მემართება მეც ვიცი რაც მოხდება მაგრამ ვერ ვიმეტებ იმდენად საყვარლები ხდებიან ჩემთვის მთავარი გმირები , მაგრამ წიგნის დანიშნულება ხომ მარტო მხატვრული ღირებულება არაა! მთავარ აზრი და შინაარსია მაგრამ მე მაონც მიყვარს გმირები(ეს ჩემი სისუსტეა ალბათ)
    ისე კარგი ბლოგია და მადლობა.

  41. ნინო / Aug 21 2014 8:58 am

    ძალიან კარგი წიგნია…ალბათ სულ ასე იქნება,უბრალო გლეხი შეიძლება მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლებზე უფრო გონიერი,ნიჭიერი და მოხერხებული იყოს,დიდ წარმატებასაც მიაღწიოს,მაგრამ მათნაირ ,,კეთილშობილად” არ აღიარებენ მაინც.ჟულიენი მამაცი ადამიანია,მაგრამ იმდენად უნდოდა ნაპოლეონის მსგავსი კარიერა შეექმნა,რომ ბევრი შეცდომა დაუშვა.ჩემში გაოცებას იწვევს ის ფაქტიც,რომ ორი სრულიად საპირისპირო ხასიათის ქალი შეუყვარდება.მოკლედ,ყველას ვურჩევ წაიკითხოს ეს გენიალური ნაწარმოები და ჩაუღრმავდეს მას.

  42. giga / Oct 28 2014 5:52 pm

    mainteresebs tqveni azri ratom qvia wigns witeli da shavi ))

    sagulisxmoa is faqti rom stendali bonapartisti iyo da julienis saxit tviton man laprakobs )) sanam am wigns waikitxavt aucileblad gaecanit im droindel politikur da aucileblad socialur mdgomareobas.

    rac sheexeba wigns aq msjelobdnen julienis pirovnebaze is girsi iyo magali sazogadoebiso magram daufiqrdit xalxo nexvze amosuli vardi rogoria 🙂 ai iseti iyo julienic da tavidanve ganwiruli iyo is. tavidan antipatiit ganvewye am personajis mimart magram mere saocrad mimizida ❤

  43. keti / Nov 10 2014 4:59 pm

    ახალი დაწყებული მაქვს ჯერ ად დამიმთავრებია , ძალიან მომწოონს და ადვილი წასაკითხია .

  44. keti / Nov 10 2014 5:02 pm

    erti tvis ganmavlobashi es me-3 wignia sadac napoleoni xshirad aris naxsenebii , dawvrilebit ar var gacnobili napoleonis biografias daa momvalashi masac gadavavleeb tvaals albaat

  45. giga / Jan 12 2015 11:29 am

    რათქმაუნდა წიგნში აღწერილი მდგომარეობა პრობლემად შეგვიძლია აღვიქვატ მაგრამ ნუ გიკვირთ ხალხო. სოციალური დისბალანსი ყოველთვის იქნება, და რაცარუნდა ეცადოს “დაბალმა” “მაღალს” ვერ მიაღწევს. ნეხვზე ამოსული ვარდი იცით როგორია.
    და საერთოდ როცა ბაყაყმა მოინდომა ნიანგად გადაქევა გაიბერა, გაიბერა, გაიბერა და გასკდა. ასე დაემართა ჟულიენსაც და ასე დაემართება ყველას. წიგნი გაფრთხილებადაც შეგვიძია აღვიქვათ 🙂

  46. გელა / Jun 22 2015 7:55 pm

    დავიწყე კითხვა და ვერ შევძელი ბოლომდე წამეკითხა. საერთოდ ვერიდები აზრი გამოვთქვა ნაწარმოებზე თუ ბოლომდე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ სადღაც 70 გვერდი გავქაჩე. მეგობრებო ნუთუ მართლა მოგეწონათ, ესეთი სტილით ნაწერი შეიძლება 19 საუკუნეში წაეკითხათ, მაგრამ ეხლა?! ასე მგონია , რომ მწერლობაშიც და მხატვრობაშიც ბევრს დაადგეს დაფნის გვირგვინი უსამართლოდ. ძალიან მდორე რომანია, შეიძლება 13-14 წლის მოზარდმა კიდევ წაიკითხოს, მაგრამ გემოვნებიანმა მკითხველმა ასეთ ნაწარმოებებზე დრო არ უნდა დაკარგოს. p.s. ასეთივე აზრის ვარ ანა კარენინაზეც.

  47. Ercke Mydass / Jun 22 2015 11:12 pm

    ჯერ ომი და მშვიდობის წაკითხვას ვაპირებ, შემდეგ კი ამ წიგნის ❤

  48. my dream book / Jul 17 2015 6:16 pm

    Wignis kitxva es aris sulieri simshvide!!!!!

    • Mariamii / Aug 26 2015 7:58 pm

      Icit ra mainteresebs ra asakistvisaa es cigni daaxloebit ?imito ro 14clis var dzalian mainteresebs magram mitxres adreao

    • elene / Nov 9 2015 11:23 am

      13 wlis viyavi rom wavikitxe da ar iyo adre, pirigit axlac maxsovs mashin gancdili shtabechdilebebi… mkitxvels gaachnia rogor miudgeba wignis shinaars

Trackbacks

  1. წიგნი და ეკრანიზაცია 2 «
  2. წიგნი და ეკრანიზაცია 2 «

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.