Skip to content
November 10, 2013 / მკითხველი

ფრედერიკ ბეგბედერი – საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე

begbederiგაოცებული ვარ, როგორ ახერხებს ფრედერიკ ბეგბედერი ასე შეაყიდოს მსოფლიოს წიგნი, რომლის დაწერაში ტვინი თითქმის არ ჩაურთავს. გამასულელა, თან ძალიან. წიგნის მაღაზიაში დახამებული რომ ყიდლობ, ასე ვიყიდე “საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე”, წესიერად არც გადამიშლია. სათაური [მისი შერჩევა მაგრად ეხერხება] მომეწონა, წიგნებს ეხებოდა, თან ბეგბედერია და მაგრად იკაიფებს-მეთქი. საბოლოოდ საშუალო დონის პოსტების კრებული შემრჩა ხელში. “99 ფრანკისა” და Windows on the World-ის ბეგბედერი აქა-იქ თუ შეგხვდება.

მთელი წიგნი საფრანგეთში შედგენილ XX საუკუნის 50 საუკეთესო წიგნს ეხება. ჩვენთან როგორც აირჩიეს სიცოცხლის ჟამს წასაკითხი [მაინც რა სისულელეა] 50 წიგნი, დაახლოებით ამის მსგავსია. ბეგბედერიც მიჰყვა, ყველა წაიკითხა თუ მანამდე წაკითხული ჰქონდა და პოსტები ჩამოწერა, ისე მიმოიხილა, როგორც მოუნდა. [ჩემი პოსტებიც ხომ არ გამომეცა? :)]

შიგადაშიგ ჩანს, რომ ბეგბედერი ლიტერატურულ წრეებში გაჩითული კაცია და ისეთი რაღაცეები იცის, წიგნის კითხვით რომ ვერ გაიგებ, თუმცა ეს იმდენად იშვიათად ხდება, წიგნის ძლიერ მხარედ ნამდვილად ვერ ჩათვლი. მხოლოდ რამდენიმე აბზაცში ხედავ საოცრად მოქნილი ენის მქონე ამ ფრანგ მწერალს.

ალბერტო მორავია მსოფლიოში პირველი მწერალია, რომელმაც თანამედროვე მამრი აღწერა. მერკანტილური ლაჩარი, ქალის ძალაუფლებას შეწირული მონა, ტვინარეული და შეშინებული ამ ხელოვნურ სამყაროში.”

აი კიდევ ეს:

“ბერნანოსის ჯერ კიდევ სჯეროდათ ისევე როგორც ეშმასი და ჯერ კიდევ ეშინოდათ ჯოჯოხეთში მოხვედრის – დღეს იქ ვცხოვრობთ და არც არაფერი, უკვე შევეჩვიეთ კიდეც”

მხოლოდ რამდენიმე მწერალი იმსახურებს მის კომპლიმენტებს დანარჩენებს ძირითადად აკრიტიკებს, დასცინის და მერე გეუბნება, უსამართლოდ თუ ვილანძღები, რა ვქნა ჩემი პროფესიაა ასეთიო. აი მაგალითად პრევერი გაათახსირა ერთი წინადადებით

“პრევერი ტუჩებში სიგარეტგაჩრიილი აფერფლებს თავის ლექსებზე და ისინი სხვენში დამტვერილ ნაწერებს ემსგავსება”

ფრედერიკ ბეგბედერი

ფრედერიკ ბეგბედერი

იმ წიგნებზეც, რომლებიც უკვე წაკითხული მქონდა, აბდაუბდად მომეჩვენა მისი პოსტები. ზოგიერთზე იმდენად ზოგადი ფრაზები და მწერლის ბიოგრაფიაა, აშკარად ეტყობა, რომ დიდი ხნის წინ აქვს წაკითხული და კარგადაც აღარ ახსოვს.

ისე უმუღამოდ არის ნაწერი, იმ  ნაწარმოებებიდან რომლებიც არ ვიცოდი, მხოლოდ ერთის წაკითხვა მომანდომა. ლუი ფერდინანდ სეილის წიგნს “მოგზაურობა ღამის კიდეზე” ჰქვია და ეტყობა თვითონაც ძალიან მოსწონს. ჰო კიდევ, მის განსაკუთრებულ სიმპატიას ფრანსუაზ საგანი იმსახურებს.

პრობლემა იმ გენიოსებისგან კი არ მოდის, XX საუკუნეში საკუთარი ენა რომ შექმნეს, არამედ იმ კრეტინებისგან, რომლებსაც ეს მოეწონათ და მათი მიბაძვა გადაწყვიტეს.

საფრანგეთში მეორე ადგილზე მარსელ პრუსტი გავიდა თავისი უშველებელი ტექსტით “დაკარგული დროის ძიებაში”, ბეგბედერმა “ლიტერატურა დროის პოვნას ემსახურება, კითხვისთვის დროის პოვნასო” დაახლოებით იგივე თქვა პენაკმაც. ორი თვის შემდეგ რომ ეს დრო ვიპოვე, ეგ მიხარია ყველაზე მეტად.

ბეგბედერის პოსტები კი ისე ზერელეა, ასე მგონია ფული შემოაკლდა, მოდი, ცოტას ვიშოვიო, თქვა, დაჯდა ტვინის ჭყლეტის გარეშე დაწერა და მსოფლიოს შემოგვაყიდა. მისი გიჟმაჟობა კიდევ თითქმის არ ჩანს.

მარკეტინგში მაგარია ეს კაცი, ფაქტია.

11 Comments

Leave a Comment
  1. katerina / Nov 10 2013 11:50 am

    რა ხანია ვამბობ, თაღლითია ბეგბედერი-მეთქი, გემოვნებიანი, ნიჭიერი თაღლითი.

  2. radikali / Nov 11 2013 3:22 pm

    ჰო, მაგრამ აი შენ რომ დაწერო საქართველოში არჩეული “თუ ხარ სირი, სანამ ცოცხალი ხარ 50 წიგნი უნდა წაიკითხო.” პროექტის რეცენზიები, ისეთივე ცინიზმი გაგიჩდება როგორიც ბეგბედერს. რამდენი სირობა წიგნი აგვარჩევინეს, შემოგვტენეს და გვაყიდინა პალიტრამ. მე ის გამისწორა ამ წიგნში, მთელი საფრანგეთის ლიტერეტურულ გემოვნებას რომ დასცინის. 🙂 აი იმ 50 წიგნს, ჩვენი რომ შეადარო, საერთოდ კატასტროფაა. სადღაც უკანალში ვართ. 😀

    • mkitxveli / Nov 11 2013 8:06 pm

      ეგ კი მაგრამ საერთო ჯამში უკეთესად შეეძლო დაცინვა მაგას ვამბობ მე. ის ხარისხი არ არის რასაც ველოდი

  3. :) / Nov 11 2013 5:50 pm

    ბეგბედერი კი არა პალიტრაა თაღლითი.იმდენი წიგნია ფრედერიკის უთარგმნელი და რაღა ამ რაღაცა გადაკარგულ პოსტებს მიაკვლიეს.არადა ისე ველოდებოდი და ისე მხეცივით

    • mkitxveli / Nov 11 2013 8:07 pm

      მეც მგონია რომ ბევრად უკეთესი ტექსტები აქვს რაც არ უთარგმნიათ. პალიტრამ რატომაც აირჩია ეს ცხადია

  4. :) / Nov 11 2013 5:51 pm

    მივვარდი მაღააზიაში :დდ

  5. Sophie SUNNY Golden / Nov 12 2013 10:36 pm

    Goria da meti araferi es kaci.

    • Sophie SUNNY Golden / Nov 26 2013 10:14 pm

      ღორი ვიგულისხმე და არა – გორი 😉

  6. David Svimonishvili / Nov 18 2013 7:45 pm

    მეც ვიკიტხე ბეგბედერის მუღამით ნუ დიდი არაფერი კი გეთანხმებით.ისე ამის სიყვარული “ცოცოხლოს სამი წელი ცოცხლობს” თარგმნონ ძაან კარგი წასაკიტხია :/

    • David Svimonishvili / Nov 18 2013 7:49 pm

      სიყვარული ცოცხლობს სამი წელითქო ის რა მიბოდიალია :დ

Trackbacks

  1. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – დიდი გეტსბი | მკითხველის ბლოგი

Leave a reply to David Svimonishvili Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.